ახლი სასწავლო პროცესი დაიწყო!

დღეს, 17 სექტემბერს საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ ყველა საჯარო თუ კერძო სკოლებში განახლდა და დაიწყო ახალი სასწავლო-აკადემიური წელი.

ძალიან ბევრი,მოუთმენლად ელოდა თავის პირველ დღეს სკოლაში წასასვლელად, ალბათ მიხვდებით, რომელ კატეგორიაზე მაქვს საუბარი- რა თქმა უნდა პირველ კალსელებზე, მიუხედავად მათ რიგებში, ბევრ მათგანზე შევამჩნიე ცრემლი დიდი სიხარულისა და ასევე დიდი კტივილისა დედის დატოვებაზე სკოლის გარე ტერიტორიაზე. მაგრამ, იმას მაინც ასე თუ ისე აანალიზებდნენ, რომ იქ შიგნით (სკოლაში,კლასში) რაღაც ახალი დაკარგი ელოდათ, მათვის სპეციალურად დამზადებულიპატარა მერხები, სკამები,დაფა, ნეთ-ბუქები.

გადავიდეთ მოზარდებზე, ბევრ მათგანს სკოლაში მისვლა მხოლოდ მონატრებული კლასელების გამო სურდა, ზოგს უკვე გათვიცნობიერებული ჰქონდა თუ რა დიდი პასუხისმგებლობა აკისრიათ ამ წელს მომავალი გამოცდებისთვის, რომ გაამართლონ საკუთარი ოჯახის და მასწავლებლების იმედები.ერთი სიტყვიტ, ამ ყველაფრის მომსწრე და უშუალო მონაწილე მეცგახლდით…

მაგრამ, რაც ყველაზე ძალიან დამამახსოვრდა, ალბათ გაინტერესებთ ეს ჩემს სკოლაში მოსწავლე სპეციალური საჭიროებების მქონე ბავშვების გაბრწყინებული თავლები იყო,რომლებიც ყველას დიდი სიყავრულითა და სითბოთი ხვდებოდნენ.ახლაც კი დიდი სიამოვნებით, ვიხსენებ თუ როგორ მოვიდა ჩემთან პატარა მეექვსე კლასელი გოგონა და მითხრა – “ანა,შენ სასწავლო წლის დასრულებამდე, ისეთი კარგი საჩუქარი გამიკეთე, ახლა მე მინდა გაგახარო… ” და ამ  დროს მან პატარა ყვავილი გამომიწოდა. წარმოგიდგენიათ,როგორი გახარებული , ბედნიერი და ამაყი ვიყავი იმ წუთებში. დიახ,ის გოგო ზუსტად ის არის ვინც ძალიან ბევრი პროექტის უშუალო ბენეფიციალი იყო,რომელიც მე დაჩემმა კლუბმა განვახორციელეთ ამ წლის განმალობაში საგრანტო პროექტებისა თუ სამოქალაქო ინიციატივების ფარგლებში, რომლებიც ჩემი სკოლის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისთვის იყო გათვლილი.

დღეს მომხდარმა,ფაქტმა კიდევ უფრო დიდი მოტივი გამიჩნა იმასთან დაკავშირებით, რომ წელსაც კი კლუბის სამომავლო ინიციატივებში, ისევ დიდი ყურადღებას დავუთმობთ ამ ბავშვების ჩვეულებრივი დღეების გალამაზებასა  და შეცვლას. ჩვენ (კლუბი)  ვიწყებთ ახალი იდეებით,ინიციატივებითა და პროქტებით ახალ სასწავლო წელს…!!!

Leave a Reply