“გავაკეთოთ ეს ქვემო ქართლში”

ჩვენმა სამოქალაქო კლუბმა “friendship club”  სექტემბრიდანვე დაიწყო აქტიურობა. გამომდინარე იქედან, რომ ჩვენს რეგიონში ეკოლოგიური პრობლემებმა საკმაოდ იჩინეს თავი, საჭირო გახდა ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად რაღაც ღონისძიებების გატარება. შესაბამისად 15 სექტემბერს ჩვენი კლუბი “friendship club” შეუერთდა სიქას ორგანიზებულ დასუფთავების აქციას “გავაკეთოთ ეს ქვემო ქართლში”.  აქცია დაიწყო 10 საათზე და გძელდებოდა 1 საათის განმავლობაში. დასუფთავების აქციაში მონაწილეობა მიიღო 17 ბავშვმა და 20 მასწავლებელმა. რის შედეგადაც დალაგდა სკოლის მიმდებარე ტერიტორია. ამ აქციით ჩვენი წვლილი შევიტანეთ ამ პრობლემის აღმოფხვრაში. ასევე ვაპირებთ მსგავსი აქციბის ჩატარებასაც.

                 

 

Leave a Reply