დისკრიმინაციის “პალიტრისეული” ვარიანტი

დისკრიმინაცია (ლათ. Discriminatio, განსხვავება) ნიშნავს ადამიანების უთანასწორო, არასამართლიან მოპყრობას, განსაკუთრებით მაშინ როდესაც ეს მიმართულია რაიმე ნიშნით განსხვავებული ადამიანების ჯგუფის წინააღმდეგ. კერძოდ დისკრიმინაცია შეიძლება იყოს რასობრივი, ეთნიკური, სქესობრივი, რელიგიური და ა.შ.

სქესიზმი – დისკრიმინაციის სახეობა, მსოფლმხედველობა, რომელიც გულისხმობს მდედრობით და მამრობით სქესს შორის მდგომარეობისა და უფლებების უთანასწორობას. შეიძლება გამოვლინდეს შესაბამის სქესისადმი ზიზღით, დაუფასებლობითა და ურთიერთობის მაქსიმალური შეზღუდვით, ან სტერეოტიპული შეხედულებებით.

გამომცემლობა პალიტრა L ლიტერატურული პროექტების მრავალფეროვნებით გამოირჩევა და შეიძლება ითქვას ერთგვარი რევოლუციაც კი მოახდინა ქართული წიგნის სამყაროში. სწორედ ამ გამომცემლობის წამოწყებაა ჟურნალ-გაზეთებთან ერთად წიგნების დაბალ ფასში გავრცელება. პალიტრა ლ-ს ეკუთვნის ისეთი ლიტ. პროექტები როგორიცაა: “ქართული პროზის საგანძური”, ”50 წიგნი რომელიც უნდა წაიკითხო სანამ ცოცხალი ხარ”, “ჩემი რჩეული” და სხვა.  პალიტრა L ასევე გამოსცემს ინდივიდუალურ წიგნებსაც(ჟურნალ-გაზეთების გარეშე) ძირითადად უცხოენოვანი ნაწარმოებების ქართულ თარგმანებს: რომანები, ზღაპრები და სხვა. ასეთი ტიპის წიგნებს ეკუთვნის გამომცემლობის ორი ახალი პროდუქტი, რომლებიც ბავშვებისთვისაა განკუთვნილი: “ამბები ბიჭებისთვის” და “ამბები გოგონებისთვის”

.IMG_8211

ვნახოთ წიგნების გამომცემლობისეული აღწერა: ამბები ბიჭებისთვის- წარმოგიდგენთ სახელოვანი მწერლების-რობერტ ლუის სტივენსონის, სერ ართურ კონან დოილის, ჰენრი რაიდერჰაგარდისა და სხვათა გახმაურებული ნაწარმოებების კრებულს. წიგნში ყმაწვილები გაეცნობიან საინტერესო, საშიშ, თავბრუდამხვევ თავგადასავლებს. ეს არის სამყარო, სადაც მოღალატეები ისჯებიან, განძი პატრონს პოულობს, ბოროტებას სიკეთეა მარცხებს. ამბები გოგონებისთვის- “ამბები გოგონებისთვის” კლასიკური საბავშვო ლიტერატურის საუკეთესო მოთხრობების კრებულია. აქ გაიცნობ მსოფლიოში ცნობილი მწერლების-შარლოტა ბრონტეს, ჯორჯ ელიოტის, ლუის კეროლის, კენეტ გრეჰემისა და სხვათა ნაწარმოებებს; შეხვდები მრავალი თაობის საყვარელ ლიტერატურულ გმირებს.

ამ აღწერის ნახვის შემდეგ გამიჩნდა კითხვა: რატომ უნდა იყოს სქესის მიხედვით დაყოფილი ის წიგნები, რომლებიც ბავშვებისთვის არის განკუთვნილი? სასარგებლოა კი ჩვენი ქვეყნის საზოგადოებისათვის ამ ტიპის დისკრიმინაცია? იმ საზოგადოებისათვის, რომლისთვისაც მუდმივ პრობლემად რჩება გენდერული თანასწორობა და გენდერთან დაკავშირებული სხვა საკითხები. წარმოვიდგინოთ სიტუაცია: მშობელი მის მე-3 კლასელ ვაჟიშვილს(იგივე შეიძლება მოხდეს გოგონას შემთხვევაშიც ოღონდ პირიქით) ყიდულობს წიგნს სახელად “ამბები ბიჭებისთვის”. ბავშვი აცნობიერებს, რომ ეს წიგნი მხოლოდ ბიჭებისთვისაა და გოგოებს მასთან არაფერი ესაქმებათ. მშობლების დაუფიქრებელი და გამომცემლობის სრულიად გამიზნული საქციელით ბავშვის ქვეცნობიერში ყალიბდება ზემოთ ხსენებული სტერეოტიპი. მსგავსი სტერეოტიპის მაგალითია ქალი “კუხნაში”, რადგან “კუხნა” ქალის საქმეა და მას სწორედ იქ ყოფნა ევალება. სწორედ ამ ტიპის ბავშვური სიტუაციებით იწყება ის ყველაფერი, რასაც მომავალში გენდერთან დაკავშირებული საკითხების პრობლემატურობასთან მივყავართ. გარდა ამისა, შეიძლება კიდევ ერთ უკიდურესობამდე მივიდეთ: თუ მშობლები გააგრძელებენ მამრობითი სქესის ბავშვისთვის მსგავსი წიგნების მიწოდებას, სავსებით შესაძლებელია ამ ბავშვმა საკმაოდ გვიან შეიტყოს „გოგონების მწერლების“ არსებობა, ისევე როგორც გოგონებმა „ბიჭების მწერლებისა”. საბედნიეროდ, დისკრიმინაციას ადგილი არ აქვს პროდუქტის ღირებულებაში- ორივე წიგნის ფასი 18.99

შაკო დეკანოზიშვილი 

shakod.wordpress.com

Leave a Reply