მანქანა ქალის აზროვნებას ატრიალებს

woman_drivingქალების უმრავლესობა არ დაიწყებს კამათს, რომ მამაკაცები უკეთ მართავენ მანქანას. ამ ზოგადი სტერეოტიპის ტყვე ხდებიან თვით ფემინისტებიც კი. როგორც ყველანაირი სტერეოტიპი, ისიც ნეგატიურად მოქმედებს ქცევაზე. შესაბამისად ბევრი ქალი ქვეცნობიერად აპროგრამებს თავის შეცდომებს საჭესთან

 

ავტომობილი არის პასუხისმგებლობა, რომლის აღება საკუთარ თავზე სავსებით შეგიძლიათ.

მსოფლიო სტატისტიკა მოწმობს, რომ საგზაო შემთხვევა ქალების დანაშაულის გამო ნაკლებად ხდება, ვიდრე მამაკაცების.

ფსიქოლოგებმა დაადგინეს, რომ ქალებს განვითარებული აქვთ პერიფერიული მხედველობა (თითქმის 180 გრადუსი) და ახლომხედველობა. მამაკაცებს კი-„სიღრმითი მხედველობა“ შორ მანძილზე.

ქალი-მძღოლები ნაკლებად ხვდებიან ავარიაში გვერდითი დაჯახებით.

მამაკაცები უკეთესად ორიენტირებენ ღამით, ქალები კი დღისით. ქალებს უფრო მეტად აქვთ განვითარებული ყურადღება, რადგან მათ სისხლში მეტია ჰორმონილი ესტროგენი, რომელიც პასუხისმგებელია შუბლის წილის მუშაობაზე.

მამაკაცებს უყვართ სწრაფი სიარული დაკლაკნილ გზებზე, რადგან მოქმედებას იწყებს მათი ოსტატური ორიენტაცია -სიჩქარეთა სწრაფი გადართვა, შეჭიდებასთან და მუხრუჭთან ერთდროული მუშაობა, მოსახვევის, მობრუნების და მანძილის შეფასება.

ყველანაირი სტატისტიკური მონაცემებით ქალები ყოველთვის ფრთხილობენ საჭესთან, თუმცა ქალები მეტად თამამები, რისკიანები და უკონტროლონი არიან…. ამიტომ ნუ ენდობით სტატისტიკურ მონაცემებს, თვალები კარგად გაახილეთ___ საჭესთან მაინც ქალია…

 

 

One thought on “მანქანა ქალის აზროვნებას ატრიალებს

Leave a Reply