სოციალური მედიის მეორე დონის ტრენინგ-ბანაკი ბაკურიანში

 შევსებული აპლიკაციების საფუძველზე რომელიც გავაგზავნეთ 24 აგვისტომდე 5 დღით ადრე, მოხდა ბავშვების შერჩევა სოციალური მედიის მეორე დონის ტრენინგისათვის, როგორც ხვდებით მათ შორის მეც მოვხვდი, არ გაგიკვირდებათ თუ გეტყვით რომ ამან ძალიან გამახარა. ყოველთვის მიტაცებდა ეს სფერო რასაც ერთი სიტყვა – ჟურნალისტიკა – აერთიანებს.

24 აგვისტოს, დილით, 11 საათზე წავედით სპორტის სასახლის ტერიტორიიდან ბაკურიანში, გზად რამდენიმე ბავშვიც ავიყვანეთ რომლებიც თავიანთ ქალაქებში გველოდებოდნენ. 4 საათი ვიმგზავრეთ, ვერ გეტყვით ამან დამღალა თქო, რადგან ბავშვებთან ლაპარაკში ძალიან გავერთე და დროც მეტი გვქონდა ერთმანეთის უკეთ გაცნობისთვის. ჩავედით ბაკურიანში და ჩვენმა მიკრო ავტობუსმა ერთ-ერთი სასტუმროს ეზოში შეუხვია, რომელსაც დიდი ქართული და ინგლისური ასოებით ეწერა “ვერე პალასი”. სწორედ ამ სასტუმროში დავბინავდით დანარჩენი დღეები. როდესაც სასტუმროს “ჰოლში” შევედით მაშინვე ერთი კონკრეტული ადგილისკენ გაგვაგზავნეს, გაგვეცნენ და ამის შემდეგ ოთახები გადაგვინაწილეს. ერთ-ერთმა ჩვენი ბანაკის ხელმძღვანელმა, ქალბატონმა თეამ მომაწოდა ჩემი ოთახის გასაღები ზედ მიბმულ, ყვითელი მართკუთხედი მეტალის მასალით, სადაც შავად იყო ამოტვიფრული – 306 – მაშინვე დავტოვე იქაურობა, ავიკიდე ჩემი ზურგჩანთა და დავიწყე ოთახის ძებნა, ბევრი მცდელობა არ დამჭირვებია მისთვის მისაგნებად. სულ რამდენიმე წუთში მოვასწარი ჩემი ბარგის ამოვალაგება და ყველაფრის თავ-თავის ადგილას დაწყობა, შემდეგ ისევ პირველ სართულზე დავბრუნდი, და იქით წავედი საითაც ჩემი ახლად გაცნობილი ამხანაგები დავინეხე. როგორც კი მივედი შევამჩნიე ჩემს ზურგს უკან კიდევ ვიღაც მოდიოდა, ოღონდ უფრო მაღალი ვიდრე ბავშვები ვიყავით, ეს ბატონი სანდრო ასათიანი იყო, GIPA-ს ლექტორი, მას თან მოჰყვნენ თავისი ორი სტუდენტი ახალგაზრდა გოგო, მანო და თაკო. ცოტა დრო მოგვცეს იქაურობის დაზვერვისთვის 😀 :და ამის შემდეგ გვითხრეს რომ უნდა საკონფერენციო ოთახში წავსულიყავით, სადაც დაიწყებოდა ტრენინგები. ეზოში გასვლის თანავე იგრძნობოდა ზაფხულისთვის უჩვეულო სიგრილე, შეიძლება ადგილობრივებისთვის ეს სიგრილე იყო მაგრამ მე სიცივედ უფრო მეჩვენებოდა :) ცოტა გავლურჯდი კიდევაც :) ისევ ოთახში ავედი და ჩემ ბარგში რაც ყველაზე სქელი ვნახე ის გადავიცვი :). პატარა ბავშვები თამაშობდნენ ეზოში, დავინახე საქანელებიც,  ვიფიქრე  მოძრაობაში გავთბებითქო და ერთ-ერთი ბანაკელი, ანიკო არაბულიც დავპატიჟე საკატაოდ :D. ტრენინგები ყოველ დღე გვიტარდებოდა: აუდიო სთორითელინგზე, Online სამონტაჟო ვიდეო-აუდიო პროგრამებზე, ვიდეო რეპორტაჟის ელემენტებზე, ინტერნეტით ვიდეო მაუწყებლობაზე, და რაღა თქმა უნდა ჟურნალიტიკის სხვადასვა თემებზე, ამას დღის დიდ ნაწილს ვუთმობდით, დანარჩენი საათები კი მხოლოდ გართბოზე ვიყავით გადართულები. ყოველი დღის ბოლოს სახალისო შეჯიბრებები გვქონდა, ერთ-ერთი რომელიც ყველაზე მეტად დამამახსოვრდა და ახლაც როდესაც ვიხსენებ ძალიან მეცინება, იყო ოცდამეერთე საუკუნის ზღაპარი, ჩვენ ფიფქია და შვიდი ჯუჯა დავდგით, ფიფქიას როლში ბიჭი ვათამაშეთ, პრინცისაში კი გოგო, მართლა ძალიან მაგარი გამოვიდა, ვიცოდით რომ კარგი იქნებოდა მაგრამ ესეთს – დამეთანხმებით ალბათ ბანაკელებო – ნამდვილად არავინ ველოდით. დანარჩენი დღეები თითქმის ერთი და იგივე პროგრამით მიდიოდა, ერთი განსხვავებით ყოველი მათგანი იყო უნიკალური და სვებისგან გამორჩეული. აღარ გავწელავ პოსტს, და აღარ გავაგრძელებ ყოველი წუთის აღწერას, რადგან ვიცი არავის არ სიამოვნებს უშველებელი ტექსტის წაკითხვა. დასასრულს კი ერთს ვიტყვი, მინდა უღრმესი მადლობა გადავუხადო ყველა იმ ორგანიზაციას რომლებმაც ბავშვებს ერთმანეთი გვაჩუქა და მათი სახით ჩვენი მეგობრების სიას ათეულობით ადაიანი შემატა, ეს ორგანიზაციებია: USAID, Ph internetional-ი, SIQA, “ბავშვთა ფედერაცია” და “ძალადობისგან დაცვის მცხეთა-მთიანეთის კომიტეტი” – კიდევ ერთხელ უღრმესი მადლობა მათ.

One thought on “სოციალური მედიის მეორე დონის ტრენინგ-ბანაკი ბაკურიანში

Leave a Reply