,,წითელი ჯვარი”

წითელი ჯვრის ორგანიზაცია,ამ ორგანიზაციის შესახებ შეიძლება ბევრმა რც კი იცის თუ რას წარმოადგენს ეს როგანიზაცია,არსებობს თუ არა წითელი ჯვარი საქართველოში…და საერთოდ რას ემსახურება ეს ორგანიზაცია.ამოტომაც გადავწყვიტე ამ პოსტში მოკლედ აღვწერო ამ ორგანიზაციის შექმნა და მისი საქიანობა.


წითელი ჯვრის საერთაშორისო მოძრაობა საერთაშორისო ჰუმანიტარული ორგანიზაციაა, რომელსაც საფუძველი 1863 წელს ჩაეყარა, დაჭრილთა დახმარების საერთაშორისო კომისიის შექმნასთან ერთად. თავდაპირველად ის შემოიფარგლებოდა ბრძოლაში დაზარალებულ ომის მონაწილეთათვის დახმარებით. შემდგომში ამ ორგანიზაციის საქმიანობა მშვიდობიან მოსახლეობაზეც გავრცელდა.

1864 წლის 22 აგვისტოს ჟენევაში, შვეიცარია, ანრი დიუნანის წინადადებით ხელი მოეწერა კონვენციას ბრძოლის ველზე დაჭრილთა და დასახიჩრებულთა პირველადი დახმარების თაობაზე. ამავე კონვენციაში მითითებული იყო, რომ ექიმებს და სამედიცინო პერსონალს უნივერსალური განმასხვავებელი ნიშანი ჰქონოდათ. ასეთ სიმბოლოდ შერჩეულ იქნა წითელი ჯვარი თეთრ ფონზე (შვეიცარიის დროშის ფერების ინვერსია).
ეროვნული წითელი ჯვრისა საზოგადოება არსებობს მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში. ამჟამად საერთაშორისო კომიტეტისა და ფედერაციის მიერ ცნობილია 185 ეროვნული საზოგადოება და მიღებულია ფედერაციის სრულ წევრად. ყოველი მათგანი საკუთარ ქვეყანაში მუშაობს საერთაშორისო ჰუმანიტარული კანონის პრინციპების მიხედვით.
წითელი ჯვარი საქართველოში

საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება — ნებაყოფლობითი, ჰუმანიტარული, არასამთავრობო, ჰუმანიტარული საქმიანობის სფეროში ხელისუფლების დამხმარე დამოუკიდებელი ორგანიზაცია. საზოგადოებას რეგიონული და ადგილობრივი განყოფილებები აქვს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე და ასევე წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საერთაშორისო მოძრაობის წევრია. დაარსდა 1918 წელს და დამოუკიდებლად იარსება 1923 წლამდე, რის შემდეგაც საბჭოთა კავშირის წითელი ჯვრის ნაწილი გახდა. 1991 წლიდან ისევ დამოუკიდებელი ორგანიზაციაა. საზოგადოებისთვის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულია განსაკუთრებული უფლება-მოვალეობები.

საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების მისიაა გაჭირვებულთა დახმარება საგანგებო სიტუაციებისა და სოციალურ-ეკონომიკური კრიზისის დაძლევაში როგორც მატერიალური, ისე ადამიანური რესურსების გამოყენებით.
აგრეთვე ნბისმიერ ჩვენგანს შეუძლია გახდეს წითელი ჯვრის მოხალისე და აქტიურად მიიღოს მონაწილეობა წითელი ჯვრის საქმიანბაში..და დაეხმაროს გაჭირვებულ ადამიანებს.(მეც დიდი სიამოვნებით ვიქნებოდი წითელი ჯვრის მოხალისე.

Leave a Reply