არარეალური, რეალური, ინოვაციური…

http://indianfusion.aglasem.com/wp-content/uploads/2011/07/Broken-man.jpg

რა არის რეალობა? ამ შეკითხვაზე პასუხს ვერავინ გაგცემთ! ხოლო თუ გაგცემთ, არამგონია მოგიყვანოთ ისეთი არგუმენტები რომ დაგარწმუნოთ… რეალობა ჩემი აზრით იმიჯს გავს… ადამიანებს ერთმანეთისგან იმიჯი განასხვავებს, ვფიქრობ რომ სხვადასხვა ადამიანს სხვადასხვა რეალობის აღქმა უნდა ჰქონდეს… ყველაფერია დასაშვებია! არავინ იცის როგორ ჩამოვყალიბდით გონიერ, მოაზროვნე, დამოუკიდებელ არსებებად… უცხოპლანეტელების ხსენებაზე, ყველას სიცილი უტყდება… არადა წარმოვიდგინოთ რამეხელა სივრცეა, ირმის ნახტომის გალაქტიკის იქით!!! ხომ არ შეიძლება მარტო ჩვენ ვიყოთ ასეთი “იღბლიანები” ხომ შეიძლება რომ არსებობდნენ ხალხი რომლებიც ჩვენზე გაცილებით უფრო გონივრები, მიზანდასახულები და განვითარებულები არიან? წარმოვიდგინოთ რომ მათაც აქვთ სკოლები, უნივერსიტეტები, გამოცდები და რაც მთავარია გამომგონებლები… წარმოიდგინეთ რომ, ჩვენ უბრალოდ ერთ დროს საშინაო დავალება ვიყავით… გაიზარდა ჩვენი “ამოუცნობი მეგობარი” და სამყაროს ჩვენი თავი აჩვენა… დაინტერესდნენ სხვებიც და დაიწყეს ჩვენზე დაკვირვება… სიკვდილი კი უბრალოდ ახალი მომხმარებლის ქსელში შემოსვლას გავდეს… წარმოიდგინეთ რომ როცა ადამიანი კვდება პორტალით ხვდება ჩვენს გამომგონებლებთან და ისინი დაწვრილებით უყვებიან ჩვენს სამყაროზე და მის შექმნაზე… მერე კი ხელახალ სიცოცხლეს შთაბერავენ და ისევ დადამიწისკენ აბრუნებენ… ამაში ვერავინ შემედავება (თუმცა მე არ მჯერა ამის) ვინმე რომ შეგვედავოს მინიმუმ უნდა მოკვდეს და მერე დაიწყოს ჩვენს რეგიონალურ ქსელში კომენტარების დამატება… ასე რომ გირჩევთ ყველაფერს გაგებით მოეკიდოთ… ვინმეს ცოტა ხნის წინ რომ ეთქვა რომ სათამაშო მოწყობილებაზე შეიძლებოდა მართვის პულტის გარეშე (ჯოისტიკი) თამაში ალბათ გაგვეცინებოდა… ახლა კი იქს-ბოქსი და მისი ახლო მეგობარი კინეკტი ყველას ეკალივით ჩაესობა თვალში ვინც ამგვარ რამეს იტყვის… არ არის გამორიცხული ამ ლამაზ ამოუცნობ და გასაოცარ სამყაროში არაფერი, რომლის ამჟამინდელი გაამაყებული მკვიდრი, ვწერ გაამაყებულ პოსტს და გირჩევთ რომ ყველაფერი ინოვაციური არ გეგონოთ არარეალური და პირიქით…

 

 

One thought on “არარეალური, რეალური, ინოვაციური…

Leave a Reply