განსაკუთრებული დღე……

დღეს 18 სექტემბერია..და სპორტის მოყვარულთათვის განსაკუთრებული დღე. დღეს ხო ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპი იწყება ..ყველა საკუთარ კლუბს გულშემატკივრობს (მათ შორის მეც) და მთი გამარჯვების იმედი აქქ..ჩემპიონთა ლიგა ევროპის ყველაზე პრესტიჟული  ტიტულია და მის მოგებაზე ყვლა კლუბი და ყველა ფეხბურთელი ოცნებობს..
ამ ტურნირის ჩამოყალიბებას და სრულყოფილი სახის მიცემას ნახევარი საუკუნე დასჭირდა მისი განვითარების ეტაპები კი ასეთია.
უეფა-ს ჩემპიონთა ლიგა — ყოველწლიური საფეხბურთო ტურნირი, რომელიც ტარდება უეფა-ს მიერ წამყვანი ევროპული საფეხბურთო კლუბების მონაწილეობით 1955 წლიდან. ჩემპიონთა ლიგა ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირია ევროპაში, ჩემპიონთა ლიგის ფინალი კი – ერთ-ერთი ყველაზე ყურებადი სპორტული ღონისძიება. ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული კლუბი მონაწილეობს უეფა-ს სუპერთასის მატჩში და ფიფა-ს მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატში.

1955-1992 წლებში ტურნირს ეწოდებოდა ევროპის ჩემპიონთა თასი და მასში მონაწილეობას იღებდნენ ევროპის ეროვნული ჩემპიონატების გამარჯვებულები.1992-1993 წლების სეზონიდან ტურნირმა ახლანდელი სახელწოდება მიიღო. 1990-იან წლებში ფორმატი რამდენჯერმე შეიცვალა: თანდათანობით, დაემატა საკვალიფიკაციო რაუნდები, ჯგუფური ეტაპი.ევროპის წამყვანი, ძლიერი ლიგებიდან კი 3 ან 4 გუნდი მონაწილეობს ტურნირზე.

ტურნირის ისტორიაში, ყველაზე წარმატებული კლუბია მადრიდის „რეალი“, რომელმაც 9-ჯერ მოიგო ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტიტული.სულ, ჩემპიონთა ლიგა 22 სხვადასხვა კლუბს აქვს მოგებული. მოქმედი გამარჯვებულია ლონდონის „ჩელსი“.
ეს კი ჩემპიონთა ლიგის ჰიმნი:

Leave a Reply