„დავასუფთაოთ მსოფლიო – დავასუფთაოთ საქართველო“

   2012 წლის 14 სექტემბერს  „სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის“ სამეგრელო-ზემო სვანეთის პარტნიორი სკოლის სამოქალაქო კლუბის წევრები ზუგდიდში შეუერთდნენ დასუფთავების ყოველწლიურ საერთაშორისო კამპანიას – „დავასუფთაოთ მსოფლიო“ (Clean Up the World.
  ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო ქალაქის სკოლების აქტიური კლუბების 30 -მდე მოსწავლემ. მათ დაასუფთავეს ასოციაცია „ათინათის“ მიმდებარე ტერიტორია. მოსწავლეებთან ერთად აქციაში მონაწილეობა მიიღეს ორგანიზაციის ადმინისტრაციამ და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულმა დაწესებულებების წარმომადგენლებმა.
ღონისძიებას ასევე შეუერთდნენ ფოთის #2 საჯარო სკოლის მოსწავლეები, რუხის საჯარო სკოლისა და აბაშის #2 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის წევრები. მათ დაასუფთავეს თავიანთი სკოლების მიმდებარე ტერიტორიები.
ღონისძიების შესახებ გაჟღერდა რადიო „ათინათის“ ახალ ამბებში.
აქციაში სულ მონაწილეობა მიიღო პარტნიორი სკოლის 60-ზე მეტმა მოსწავლემ.

Leave a Reply