ის მოვიდა_შემოდგომაა.

ზაფხული

ზაფხული ძალიან მიყვარს, ყოველ მის დილას ისეთი შეგრძნება მაქვს თითქოს ახლიდან ვიბადები, ძალიან მაგარი გრძნობაა როდესაც რიჟრაჟზე ქუჩაში გადიხარ და ხედავ რომ ყველაფრის მიუხედავად ხალხი ბედნიერი

ზაფხულის დილა სახეებით დადის. ასე მგონია რომ ამ დროს განსაკუთრებულად გააქტიურებული მაქვს ყნოსვის რეცეპტორები, მკაფიოდ აღვიქვამ დილის მაცოცხლებელი გრილი ნიავისგან მონაქროლ უგემრიელეს ბუნების სუნს, რომელიც ასე ნაზად მელამუნება ხოლმე სახეზე, შევიგრძნობ თითოეული ყვავილის სურნელს და მათ სინაზეს. ჩემი გონების კიდეებამდე აღწევს მათი უამესი სურნელი, რომელიც ასე გიჟურ ენერგიას მმატებს და ყველაფრის მიმართ სიყვარულით აღმაგზნებს. ვხედავ ყვავილების ენით აუწერელ სილამაზეს, კამკამა ფერებით გამვლელებს თვალებს რომ სჭრიან, ვხედავ მზეს ნელნელა, ზანტად და აუჩქარებლად ზემოთ რომ მოიწევს და აელვარებული სხივებით გზას იკვალავს, მის სხივებს მოციგლიგე ნიაღვრებად რომ აფენს დედამიწას და ნოყიერებით ასაზრდოებს მას. დარწმუნებული ვარ ეს გრძნობა ყველა თქვენგანს განუცდია.

წლის ყველა სეზონი სიცოხლის პროცესის სწორი წარმართვისათვის უმნიშვნელოვანესია, მაგრამ ზოგ ადამიანს ხშირად თავისი “ფავორიტი” სეზონი აქვს და სხვის გაგონებაც არ უნდა – მე მათ რიცხვს არ მივეკუთვნები, რადგან მიმაჩნია რომ წლის ოთხივე სეზონს:გაზაფხულს, ზაფხულს, შემოდგომასა და ზამთარს თავისი უნიკალური ხიბლი აქვს, და თითოეული მათგანი გამორჩეულად რომანტიკულია. – მაგრამ ხშირ შემთხვევაში სამი თვის განმავლობაში ამ “საყვარელი წლის სეზონების” დღეების მონოტონური მონაცვლეობა, მათი ფანატიკოსებისთვისაც კი მოსაბეზრებელი ხდება და საჭიროება იქმნება ცვლილებებისა. მე ამ ზაფხულს რომელიც უკვე გასულად შეიძლება ჩაითვალოს ძალიან კარგად გავატარე დრო, მაგრამ მეც ბევრი სხვის მსგავსად დამღალა მისმა აუტანელმა სიცხეებმა, რომელიც დილიდან სიგრილით იწყებოდა და შუადღიდან საღამომდე ისე ცხებოდა რომ ნერვებს გვიწამლავდა :D.

შემოდგომის პიველი დღის პოსტი გასული დღეც სიახლის მოლოდინში გავატარე და აი გათენდა ახალი დილაც, რომელიც არსებითად უკვე შემოდგომას ეკუთვნის, ძალიან მიყვარს შემოდგომისას ხეების გაყვითლებულ და გადაწითლებულ ფოთლებზე – რომელიც

შემოდგომა პარკებს ნოხივით გადაეფარება ხოლმე – სეირნობა, ახლაც კი როდესაც ამ ყველაფერს წარმოსახვაში ვაცოცხლებ გარკვევით მესმის ფოთლების შარაშური, მათ გროვაზე დაბიჯებისას. შემოდგომაზე ვსაუბრობ და როგორ გამოვტოვ იმ ტრადიციას რომელიც სოფლებში სამარადისოდ არის დამკვიდრებული და სანამ ქართველი ხალხი იარსებებს იქნება კიდეც, როგორც მიხვდით რთველზე ანუ ყურძნის კრეფაზე მაქვს ლაპარაკი და მისი დაწურვის ცერემონიაზე. თითქმის ყოველთვის ვღებულობ ამ პროცესში მონაწილეობას და ალბათ ეს წელიც არ იქნება გამონაკლისი, ძალიან მაგარი შეგრძნებაა როდესაც საუკუნების წინათ დადგენილი ტრადიციის თანამონაწილე ხდები. დიდ გეგმებსა და იმედებს ვამყარებ ამ შემოდგომაზე და იმედი მაქვს არ გამიცრუვდება :).

 

 

პაატა გურგენიშვილი

http://paatablog.wordpress.com/

 

Leave a Reply