შეჩერდი სანამ არ არის გვიანი!!!

თამბაქოს მოხმარება მსოფლიოში ყოველწლიურად სამ მილიონ ადამიანს კლავს და ეს რიცხვი ყოველდღიურად იზრება. სიგარეტის მოწევას სიკვდილის გამოწვევა სხვადასხვა გზით შეუძლია. თამბქოს კვამლი ოთხი ათასამდე ნივთიერებას შეიცავს, მათგან აბსოლუტური უმრავლესობა ჯანმრთელობისთვის მავნეა. ის ყოველთვის საშიშია და არა მხოლოდ ჭარბი ან არასწორი მოხმარებისას. მასზე ადვილად ყალიბდება

დამოკიდებულება. გარკევული თვალსაზრისით, თამბაქოს მოხმარება მიუთითებს სუსტ ნებისყოფას.

სიგარეტს ფსიქოლოგიური განმტვირთველის მოვალეობაც ეკისრება, ადამიანი თითქოს გაურბის მოვალეობას და სიგარეტს ეძალება. ასევე ის არის სიამოვნების წყარო. ხაზგასასმელია, რომ სიგარეტი არის მავნე ჩვევა და წლების შემდეგ ანგრევს ადამინის ორგანიზმს. პრობლემა არა მხოლოდ, ფილტვის კიბო ან გულის დაავადებებია, არამედ სხვადასხვა ქვემოთ მოცემული უკუჩვენებებიც.

1. თმის ცვენა

მოწევა ასუსტებს იმუნურ სისტემას, რის გამოც ორგანიზმი უფრო მგრძნობიარეა ისეთი დაავადებების მიმართ, როგორიცაა წითელი მგლურა, რომელსაც შეუძლია გამოიწვიოს თმის ცვენა, პირის ღრუს დაწყლულება და გამონაყარი სახეზე, თავის ქალასა და ხელებზე.

2. ნაოჭები

მოწევა ნაადრევად აბერებს კანს ცილების გამოცლის, A-ვიტამინის დაშლის და სისხლის მიმოქცევის შემცირების ხარჯზე. მწეველთა კანი არის მშრალი, უხეში და დანაოჭებული, განსაკუთრებით ტუჩების და თვალების მიდამოებში.

3. კანის კიბო

მოწევა არ იწვევს მელანომას, მაგრამ ზრდის მისგან სიკვდილის შანსს. მწეველებს ორჯერ მეტი შანსი აქვთ დაემართოთ კანის კიბო, რომელიც ტოვებს წითელ, ქერცლოვან ნაწიბურს კანზე.

4. კბილების დაკარგვა

მოწევა მოქმედებს პირის ღრუს ბიოქიმიურ მდგომარეობაზე, აყვითლებს კბილებს. მწეველები ერთნახევარჯერ უფრო ხშირად კარგავენ კბილებს.

5. კუჭის წყლული

მოწევა იწვევს იმ ბაქტერიისადმი რეზისტენტობას, რომელიც იწვევს კუჭის წყლულს. იგი ასევე აზიანებს ორგანიზმის შესაძლებლობას გაანეიტრალოს მჟავა საჭმლის მიღების შემდეგ. მწეველებში კუჭის წყლული არის რთული სამკურნალო და შესაძლებელია განმეორდეს.

6. საშვილოსნოს კიბო და სიმახინჯეები

გარდა იმისა, რომ მწეველებში იზრდება რისკი საშვილოსნოს ტანისა და საშვილოსნოს ყელის კიბოს განვითარებისა, ასევე მოწევა ქალებში იწვევს ნაყოფიერების პრობლემებს და ორსულობისა და მშობიარობის გართულებებს. მოწევა ორსულობის პერიოდში ზრდის მცირეწონიანი და შემდგომში ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ბავშვის დაბადების რისკს. თანდაყოლილი სიმახინჯეები 2-3-ჯერ უფრო ხშირია მწეველთა ბავშვებში. დღენაკლულობა ასევე უფრო ხშირია მწეველთა ბავშვებში, რადგანაც მოწევით გამოწვეული კარბონმონოქსიდი და ნიკოტინი იწვევს ჟანგბადის ნაკლებობას და პლაცენტარულ დარღვევებს. ბავშვთა უეცარი სიკვდილის სინდრომი ასევე დაკავშირებულია მოწევასთან. გარდა ამისა, მოწევას შეუძლია დააქვეითოს ესტროგენების დონე, რაც იწვევს ნაადრევ მენოპაუზას.

აქვე მინდა ვისაუბრო ელექტრონულ სიგარეტზე.

ელექტრონული სიგარეტი – შექმნილია ჩვეულებრივი სიგარეტის, სიგარის, ჩიბუხის შესაცვლელად.

ელექტრო სიგარეტის ძირითადი ელემენტია – “ატომაიზერი” (ცივი ორთქლის გენერატორი).

ელექტრო სიგარეტის მუშაობის პრინციპი ჰგავს ინგალატორის მუშაობას. შესუნთქული კვამლის შემადგენლობა დამოკიდებულია ცვლებად “კარტრიჯზე”, რომელიც შესაძლებელია შეიცავდეს ნიკოტინის სხვადასხვა კონცენტრაციას ( მათ შორის ნიკოტინის გარეშეც) ასევე არომატულ შემადგენლებს.

მსგავსება
– ელექტრო სიგარეტი გამოიყურება , როგორც ჩვეულებრივი სიგარეტი
– მოწევის პროცესი იგივეა – უბრალოდ უნდა შეისუნთქოთ ჰაერი
– ელექტრო სიგარეტის შესუნთქვისას – ფილტვებში მიედინება ნიკოტინი
– ელექტრო სიგარეტის და ჩვეულებრივი სიგარეტის მოწევის შეგრძნება თითქმის ერთნაირია

განსხვავება
– ელექტრო სიგარეტის გამოყენებისას გამოიყოფა ორთქლი კვამლის სანაცვლოდ
– არ არის წვის პროცესი. ეს იმას ნიშნავს,რომ ელექტრო სიგარეტის გამოყენებისას არაა კვამლი და არასასიამოვნო სუნი
– უხიფათოა ხანძრის გამოწვევისათვის
– პასიური მოწევის თავიდან არიდება – ელქტრო სიგარეტის გამოყენებისას არ აყენებთ ზიანს თქვენს ირგვლივ მყოფ ადანიანებს
– ელექტრო სიგარეტი შეგიძლიათ გამოიყენოთ ადამიანების ირგვლივ, რომლებსაც არ სიამოვნებთ თამბაქოს სუნი

დაიწყეთ ელექტრო სიგარეტის გამოყენება ჩვეულებრივი სიგარეტის ნაცვლად და თქვენი ცხოვრება შეიცვლება
– თქვენ აღარ გექნებათ არასასიამოვნო სუნი პირიდან, ხელებიდან, ტანსაცმლიდან და ა.შ.
– თუ თქვენ გადაწყვიტეთ მოწევა, თქვენ არ მოგიწევთ სპეციალური მოსაწევი ადგილის ძებნა
– საფერფლეები, სანთებლები და ასანთი – საერთოდ დატოვებენ თქვენი მოხმარების არეალს
– თავს უფრო თავისუფლად იგრძნობთ ხალხმრავალ ადგილებში

იმისათვის, რომ ჩართოთ ელექტრო სიგარეტი უბრალოდ შეისუნთქეთ ჰაერი პირით. ამის შედეგად ავტომატურად ამუშავდება “ატომაიზერი”, რომელიც დაიწყებს “კარტრიჯში” მყოფ სითხის აორთქლებას, რომელიც, ორთქლის სახით მიედინება ფილტვებში. შესუნთქვისას სიგარეტის ბოლოში ინთება სიგარეტის წვის იმიტატორი ნათურა.

ელექტრო სიგარეტის შემადგენლობა:
– აკუმულატორი
– ატომაიზერი
– კარტრიჯი ნიკოტინით

 

ამრიგად, გარდა იმ ფიზიკური ზიანისა, რასაც სიგარეტის მოწევით იღებს ადამიანი, უნდა გვახსოვდეს, რომ ამით ჩვენს სულსაც ვაზარალებთ.

ღირსი ამბროსი ოპტინელი ბრძანებს: ,, თამბაქო ადუნებს სულს, ამრავლებს და აძლიერებს ვნებებს, აბნელებს გონებას და ანგრევს ჯანმრთელობას ნელი სიკვდილით, გაღიზიანებადობა და სევდა ეს შედეგია თამბაქოს წევისაგან ავადმყოფურად განმცდელი სულისა.”

გავუფრთხილდეთ სიცოცხლეს!

ნინი ბერიშვილი.

Leave a Reply