არჩევანი ჩვენზეა?!

http://plusesminuses.files.wordpress.com/2012/04/life-86xq1udyp-137423-500-696.jpg

მიზანი ამართლებს საშუალებებსო-ნათქვამია,მაგრამ,არის კი ეს ყველასთვის ასე?ისიც ნათქვამია,რომ არჩევანის უფლება ყველას აქვსო მაგრამ,ვის სასიკეთოდ ვაკეთებთ ხშირად ამ არჩევანს?საქართველოში არავის მიაჩნია ლოგიკას მოკლებულად ის აზრი,რომ თუნდაც,თეატრალურზე ჩაბარება იმიტომ არ შეიძლება,რომ მოგიწევს “რაღაცნაირი” როლების შესრულება და კიდევ მრავალი მიზეზის გამო, რომელიც თუ ჩამოვთვალეთ,შორს წაგვიყვანს.ან თუნდაც იყო პოლიციელი ქალი, საშინელებაა.
ერთი შეხედვით არჩევანის თავისუფლება ჩვენთან დიდია მაგრა,ფარული ზეწოლა და აზრების შეზღუდვა, უფროსი და “პატივსაცემი” თაობიდან, ამცირებს მას…შორს რატო წავიდეთ,შეგვიძლია ჩემი და ჩემი მეგობრების მაგალითიც ავიღოთ,ის მოსაზრება რომ მე კამერისთვის ვარ შექმნილი,მჭიდროდ დაიმკვიდრა ადგილი ჩემს მეგობრებში,მაგრამ,მოსაზრება მოსაზრებად რჩება და იმედი იმედად კვდება…
მეც კი,ადამიანო ცნობილი დაუმორჩილებლობით და თავისი აზრის გატანით, ოჯახს კარიერაზე წინ ვაყენებ და ვემორჩილები მათ აზრს.. არვიცი ეს რად ჩავთვალო,ცუდია თუ კარგი მაგრამ,ამით კმაყოფილი არ ვარ… (მაინც ვიმედოვნებ ჩემი მეორე პროფესიით საკმაოდ ახლოს ვიქნები ზემოთაღნიშნულთან)

არა მარტო პროფესიის არჩევაში,კიდევ უამრავ რამეში იგრძნობა,მშობლის,საზოგადოების გავლენა ახალგაზრდებზე,რათქმაუნდა შედარება არაა დღევანდელ რეალობას და 70-იანი წლების რეალობას შორის,ახლა თავისუფლად გამოვთქვამთ აზრს და შეხედულებებს მაგრამ ვაი რომ,უმეტეს შემთხვევაში, მხოლოდ გამოთქმა შეგვიძლია,იმის გამბედაობა კი არ გვყოფნის ვიბრძოლოდ  ჩვენი შეხედულებების დასაცავად… რა შეიძლება დაერქვას ამას? საზოგადოების პასიურობა, მიუღებელი აზრის გამოთქმის შიში თუ??? ცუდია როცა ცხოვრებას ყველა ერთი თვალით უყურებს და ცდილობენ მხოლოდ ცუდი აღმოაჩინონ მასში,არ იღებენ ცხოვრების გამოწვევებს,გაურბიან ახალ იდეებს,ყველა ვიღაცის საქმეში ერევა…

ამბობენ, რომ რჩევების მიცემა კარგად გამომდის,ყველაზე კარგად კი იმ რჩევების მიცემა გამომდის რომელსაც მე ,ხშირშემთხვევაში, ვერ გამოვიყენებ… ადამიანს ისეთ ძლიერს არაფერი ხდის როგორც,ბევრჯერ წაქცევა მაგრამ დამოუკიდებლად წამოდგომა.. ჩვენც,უნდა ვეძიოთ, ვზდიოთ ჩვენს ოცნებებს,ბევრი დაბრკოლების მიუხედავად არ შევყვიტოთ ძიება და არასდროს დავნებდეთ… არ გაგიგონიათ, “ვინც ეძებს ის პოულობს”…  და ბოლოს, არჩევანი ჩვენზეა!! თუ მიზანი ამართლებს საშუალებებს….

მარუსა ხურციძე

plusesminuses.wordpress.com

Leave a Reply