სიმბოლური გამოძახილი

წინა   სასკოლო   პროცესში  (განსაკუთრებით  ახლა  როცა  აბიტურიენტი ვარ)  იმდენად   ჩავერთე   რომ  სამი-ოთხი დღე   სოციალურ  ქსელზე  აღარც  შევსულვარ. დღეს  როგორც იქნა მოვიცალე   და  ჩემი გვერდი გავხსენი თუ  არა  ჩემი ერთ-ერთი   მეგობრის  წერილი  მოვიდა,  მთხოვდა  რომ  მეც სასწრაფოდ  დამეყენებინა პროფილის  სურათად    შავი კვადრატი.გაკვურვებულმა  ვკითხე  რატომ-მეთქი. მაშინვე  გლდანის #8  საპყრობილეში  ნაცემი  პატიმრების  წამების  გაპროსტესტება მიხსენა.  ეს  ამბავი  ნამდვილად ვიცოდი, თუმცა  ის  რომ  ფეისბუკზე   უკვე  ამის გამო  „შავი კვადრატების“   ბუმი  იყო-არა…

 

ამ „სიმბოლური გამოძახილით“   ძალიან დავინტერესდი   და  ამ თემის   ქვეშ  არსებული  ყველა  სურათის კომენტარი  გადავიკითხე.უამრავ   უწმაწურ  კომენტარს  შორის   რამოდენიმე   მრავლისმომცველი  წინადადებაც   შემხვდა. 

აი მაგალითად: 

     

                                                      

ასევე  გადავწყვიტე , რამოდენიმე  მეგობრისთვის  მეკითხა  რა   აზრი  ჰქონდა  ამ  შავი კვადრატებით  ფეისბუქის  გადავსებას.  მათ   შემდეგნაირად  მიპასუხეს:

როგორც ხედავთ  ერთ-ერთმა    შეკიხვაც  კი დამიბრუნა  იმის გამო  რომ  მე  მთავარზე   უბრალოდ  ჩემი  ფოტო მედო. ამ  შეკითხვაზე  პასუხი  არ  დავუბრუნე თუმცა  მინდა  ყველას ვუთხრა   რომ  მეც არანაკლებ  მაწუხებს  ეს ამბავი.  უბრალოდ ვფიქრობ  რომ „ლაიქებით“  საქმეს  ვერ ვუშველით.

 

მე  ამას ვეთანხმები:

თუმცა  აბა რა  უნდა  თქვა  ფეისბუქის  სლაქტივისტებზე   მაშინ როცა   პარლამენტის  თავმჯდომარეც  კი  უბრალოდ  „აღშფოთებული  და  შოკირებულია“   მომხდარის გამო :)))

 

ახლა  ვინც არ უნდა  დასაჯონ   პატიმრებს ვეღარ  უშველიან (თუმცა ისინი მაინც უნდა დაისაჯონ)

  P.S  მათ  კი  ვინც  იფიქრა  რომ  მე უგულო  ვარ  იმის გამო  რომ  პროფილი  არ „გავაშავე“   ეს   ჩემგან :))

 

 

 

 

One thought on “სიმბოლური გამოძახილი

Leave a Reply