ზედმეტია!!!

საერთოდ ეს ბოლო კვირეებია ხშირად ქუჩაში მიწევს სიარული და ხშირადაც  საზოგადოებრი ტრანსპორტით ვმგზავრობ.  და უნებლიეთ ხალხის საუბარსაც შევსწრებივარ  და აქედან გამომდინარე, ერთი ძალიან მტკივნეული და არასასიამოვნო  დასკვნა გავაკეთე. დღეს-დღეობით მოსახლეობის უმეტესობის ძირითად ინტერესის სფეროს პოლიტიკა და მათი ლიდერები წარმოადგენენ, რაც პირადად მე ნამდვილად არ მსიამოვნებს. წარმოიდგინეთ ადამიანებმა ან მათმა ჯგუფმა შეიძლება ერთმანეთს ფიზიკური ზიანი მიაყენოს რომელიმე პოლიტიკური პარტიის ან მისი წარმომადგენლის გამო რაც ნამდვილად არასასიამოვნო და დასაგმობი ფაქტია ჩემის აზრით.

არადა ამ ყველაფერს არ ჯობია შენი შეხედულება არჩევნებზე პოზიციის გამოხატვით დაფიქსირო?  მაინც ყველაფერი ამ გზით წყდება და სხვისთვის შენი აზრის სისწორეში აფსურდული გზით დარწმუნებას და მერე უაზრო კინკლავსა და ჩხუბს რომელიც კაცმა არ იცის რაში გადაიზრდება მე ნამდვილად ასე მირჩევნია ჩემი შეხედულების დაფიქსირება.

ეს ყველაფერი არაა. ამ ყველაფერს სოციალურ ქსელში გავრცელებული  პოსტები დაერთო, რომლითაც ხალხი პოლიტიკურ პარტიებს და მათ ლიდერებს ვირტუალურად ირჩევს, პოლიტიკოსების ოჯახების შედარება და მათზე არასწორი და ულამაზო წარწერები რომლებიც ხალხის გართობისთვისაა მხოლოდ. არადა  ჩემი აზრით ამით არავინ ერთობა უბრალოდ ხალხმა ამ მომენტში თვითონ არ იცის რას აკეთებს ,  პოლემიკის დროს ადამიანები ვერც კი ხვდებიან ისე ებმევიან დისკუსიებში და იწყება შემდეგ რამოდენიმე საათიანი დემაგოგია” არა ეს ჯობია არა ისო”.

შეიძლება თქვათ რომ ეს ასეა და ასე იქნება იმიტომ რომ ახლა საჭიროა  ამ თემაზე საუბარი, მაგრამ მე ძალიან დამღალა ამ ყველაფერმა და მინდა რომ საზოგადოების გარკვეული ჯგუფი მაინც მიხვდეს რომ  უკვე მართლა ზედმეტია  ამდენი წყლის ნაყვა და უაზრო ვიშ-ვიში რომელსაც შედეგი არ მოქავს.

საერთოდ ეს ბოლო კვირეებია ხშირად ქუჩაში მიწევს სიარული და ხშირადაც საზოგადოებრი ტრანსპორტით ვმგზავრობ. და უნებლიეთ ხალხის საუბარსაც შევსწრებივარ და აქედან გამომდინარე, ერთი ძალიან მტკივნეული და არასასიამოვნო დასკვნა გავაკეტე. დღეს-დღეობით მოსახლეობის უმეტესობის ძირითად ინტერესის სფეროს პოლიტიკა და მათი ლიდერები წარმოადგენენ, რაც პირადად მე ნამდვილად არ მსიამოვნებს. წარმოიდგინეთ ადამიანებმა ან მათმა ჯგუფმა შეიძლება ერთმანეთს ფიზიკური ზიანი მიაყენოს რომელიმე პოლიტიკური პარტიის ან მისი წარმომადგენლის გამო რაც ნამდვილად არასასიამოვნო და დასაგმობი ფაქტია ჩემის აზრით.

Leave a Reply