“ინტერნეტი უხმარ არს ბრიყვთათვის”

რამდენიმე კვირის წინ, ერთ-ერთ გაზეთში წავაწყდი ასეთ სტატისტიკას, რომელსაც ნინო ხაჩიძე აქვეყნებდა. ეს მონაცემები იყო შედგენილი „კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის“ მიერ, კვლევის სახელი კი ასე ჟღერს: „კავკასიის ბარომეტრი 2011“ რომლის თანახმადაც, რეალობა სულ სხვანაირია, იმასთან შედარებით რასაც ქართველი მკვლევარები გვისახავენ.

მოკლედ, კვლევა ეხება: „ძირითადად რაზე მოიხმარენ ქართველები ინტერნეტს“, შედეგები ჩემდა მოსალოდნელად და ამავდროულად საუბედუროდ ასე გამოიყურება:

ჩვენი მოსახლეობის 45% ინტერნეტს არასდროს იყენებს, ყოველდღიურად მას მხოლოდ 28% მოიხმარს, 5%-მა კი არც იცის, ასეთი რამ თუ არსებობს.

აქვე უნდა აღინიშნოს ისიც რომ წლევანდელი ვითარება, ორი წლის წინანდელისაგან დიდი არაფრით განსხვავდება.

როგორც აღმოჩნდა, ინტერნეტის მომხმარებელთა 62%-ს იგი სახლში აქვს, ხოლო, არმოსარგებლეთა 37%-ს პერსონალური კომპიუტერი არ აქვს,

51%-ს არც კომპიუტერის ცოდნის საბაზო ცოდნა გააჩნია, კომპიუტერთან ურთიერთობა საშუალო დონეზე 22%-მა იცის, ძალიან კარგად მცოდნეთა რიცხვი 13%-ია.

მაგრამ ამ კვლევვაში მთავარია, რაში იყენებენ ამ ძალიან და მეტიც, საშინლად მწირ, რიცხვებში შესული ადამიანები, ცოდნას რომელსაც ფლობენ:

ვირტუალური ახალ-ახალ ამბების გასაებად მას მხოლოდ 20% იყენებს. თუმცა ძირითადი ნაწილი ინტერნეტს მხოლოდ სოციალური ურთიერთობებისათვის მოიხმარს, 26%-ი ფილმების სანახავად და მუსიკის მოსასმენად, ონლაინ თამაშებისთვის კი 14-მდე %-ი.

რაც ყველაზე საგულისხმოა, მხოლოდ 4%-ი წერს ან კითხულობს ბლოგებს.

ხოლო თუ ამ მონაცემებს იმ კვლევებს შევადარებთ რომლის თანახმადაც საქართველოში განათლების მხრივ, ვითარება კატასტროფულად საშინელია, აღარაფერი დაგვრჩენია გარდა იმისა რომ ვეძებოთ ორი დიდი აგური.

„კომპიუეტრი (ჭკუის პარალელურად) უხმარ არს ბრიყვთათვის, ინტერნეტი ცოდნით მოიხმარების“

სწორედ ამიტომ არ მიკვირს, იმ პოსტზე რომელიც შეიძლება ყველაზე მეტად მომწონდეს, მხოლოდ თითო-ოროლა „მოწონება“რო დამხვდება ხოლმე, ლაპარაკი აღარ მაქვს კომენტარებზე. მაგრამ მე ამას არავის სიამოვნებისთვის და „მოწონებისთვის“ არ ვაკეთებ გარდა საკუთარი თავისა.

ხალხს კითხვა ეზარება!!! გესმით ეს რას ნიშნავს?!

დიდი მწიგნობარი არასოდეს ვყოფილვარ, მაგრამ ყოველთვის მქონდა სურვილი გამეგო მეტი, და ამისათვის მაქსიმალურად ვიყენებდი და ვიყენებ თავისუფალ დროს, ჩემთვის ყოველთვის იყო და არის საყვარელი ლიტერატურის კითხვა, საუკეთესო გზა რელაქსისათვის.

 

პაატა გურგენიშვილი

http://paatablog.wordpress.com/

Leave a Reply