აინშტაინის 5 კითხვა …………

1.რა ფუნქცია აკისრია ცხოველის კუდს?

ამ კიტხვაზე მეცნიერებს ერთმნიშვნელოვანი პასუხი არა აქვთ.რადგან სხვადასხვა ცხოველში კუდი სხვადასხვა ფუნქციას ასრულებს: მაგალითად,კენგურუს კუდი წონასწორობის დაცვაში ეხმარება ,ჩიტებს კი -როგორც ფრენაში ,ასევე წონასწორობის შენარჩუნებაში.სამაგიეროდ,ძროხებისა და ცხენების კუდებს ჰიგიენური ფუნქცია აკისრია-ისინი კუდით ათასი ინფექციის გადამტან მწერებს იგერიებენ.კატები და ძაღლები ემოციების გამოსახატავად იყენებენ.
2. რატომ ხედავენ ძაღლები შავ-თეთრ ფერებში?
გავრცელებული აზრი, რომ ძაღლები სამყაროს შავ-თეთრ ფერებში ხედავენ მცდარია!ძაღლების მხედველობა ჰგავს დალტონიკებისას-მათ არ შეუძლიათ წითლის მწვანისგან გარჩევა.
ხოლო კატებს?
კატებს უჭირთ წითელი ფერის აღქმა,მაგრამ ლურჯს მწვანისგან კარგად არჩევენ
მეტი ინფორმაციისთვის მიმართეთ: http://www.junior-georgia.com/
3.არის თუ არა ადამიანი ერთადერთი სულიერი,რომელიც თავის თავს აცნობიერებს?
მრავალმა ექპერიმენტმა გამოავლინა,რომ ზოგიერთ ცხოველსაც გააჩნია გარკვეული ცნობიერება თავისი თავის შესახებ.მაგალითად,როდესაც თქვენ მამალ ცხენს აყენებთ სარკის წინ,იგი შუბლს ურტყამს სარკეს,რადგან ეჩვენება,რომ სარკეში ანარეკლი მისი მეტოქეა.სამაგიეროდ,თუ თქვენ სარკის წინ შიმპანზეს დააყენებთ,თან მას შუბლზე საღებავით პატარა ნიშანს გაუკეთებთ,იგი შეეცდება ლაქა მოიშოროს.ექსპერიმენტმა აჩვენა,რომ შიმპანზეს გარდა დელფინებს,სპილოებს და ასევე ვეშაპებს გააჩნიათ გარკვეული ცნობიერება საკუთარი თავის შესახებ.
4.აქვთ თუ არა ცხოველებს ესთეტიკური აღქმის უნარი?
მაგალითად,როდესაც მამრი ფარშევანგი მდედრს აჩვენებს თავის ფერად კუდს,ეს მდედრზე ძალზე დადებითად მოქმედებს,თუმცა ეს არ არის ესთეტიკური ხიბლი.მდედრი ფარშევანგისათვის ეს ნიშანია იმისა,რომ მამრ ფარშევანგს ძლიერი რეპროდუქციული უნარი აქვს.იმავე ფუნქციას არულებს ლომის ფაფარი,ზოგიერთი თევზის ფერადი კუდი და ზღარბის ეკლებიც კი.
5.ყველა სიტუაციაში ერთნაირად ვახამხამებთ თვალებს?
არა.მაგალითად,სიგარეტის კვამლით გაბუღულ ოთახში თვალებს ბევრად უფრო ხშირად ვახამხამებთ,ვინაიდან სიგარეტის კვამლი თვალებს აღიზიანებს.ბრიტანელმა მკვლევარებმა სამხედრო მფრინავებზე საინტერესო ცდა ჩაატარეს.სამხედრო მფრინავი უფრო იშვიათად ახამხამებს თვალს,თუ იგი მტრის ტერიტორიაზეა.თვალით ხამხამის სიხშირე ასევე კლებულობს,თუ მფრინავი ამჩნევს,რომ მტრის რადარმა იგი დააფიქსირა.
6.რამდენჯერ და რატომ ვახამხამებთ თვალებს?
თუ ახალშობილი ბავშვი თვალებს წუთში ერთხელ ახამხამებს ,ზრდასრული ადამიანი ამას 10-15 ჯერ აკეთებს.
თვალის ხამხამი ხელს უწყობს საცრემლე ჯირკვლების მიერ ცრემლების სეკრეციას,რაც თვალის ზედაპირს მტვრისგან ასუფთავებს.

გაინტერესებს… დასვი კითხვა რომ მიიღო პასუხი!!!

გიორგი მესხი

meskhiii.wordpress.com

Leave a Reply