Autumn in New york – შემოდგომა ნიუ იორკში

კინო მიყვარს, თან ძალიან, ვერ აგიწერთ როგორ… მაგრამ ყველას ვერ ვუყურებ. ფილმის საყურებლად წინასწარ ვემზადები, სულ მცირე ორი დღით ადრე განსაზღვრული მაქვს რომელ ფილმს ვუყურებ, ამას კი მისი სათაურით და მთავარი ფოტოთი ვარჩევ. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს ეს ხერხი ამართლებს, რადგან არასდროს არ შევმცდარვარ არჩევანში. არ მიყვარს უგემოვნოდ გადაღებული და უშინაარსო ფილმები.

როდესაც თავისუფალი დრო მაქვს ეს ჩემი ზეიმია, რადგან ვიცი რომ ამ დროს უქმად არ დავხარჯავ და უკვე წინასწარ შეყვარებულ ფილმს ვუყურებ :). ჩემთვის, ფილმის ყურებისთვის და წიგნის კითხვისთვის საუკეთესო სეზონია ზაფხული, ამ დროს, დასვენების პარალელურად მაქსიმალურად ვიყენებ ამ საქმიანობებისთვის – “დასვენების პარალელურად” რაღაც არ მომხვდა ყურში კარგად, რადგან საყვარელი საქმის კეთება ისედაც განტვირთვაა.

მოკლედ, დღეს ვუყურე ფილმს რომელიც მეტი ვიდრე ორი დღე, დაგეგმილი მაქვს რომ ვუყურო, მაგრამ დღემდე ვერაფრით ვერ მოვახერხე. ეს ფილმი მანამდე მხოლოდ რუსულად ნათარგმნი მხვდებოდა, ქართულად ვერსად ვერ ვიპოვე. გუშინ მაიტოს ბლოგს ვკითხულობდი და მასაც სწორედ ფილმზე ჰქონდა ლაპარაკი, ოღონდ სხვაზე. მისმა წაწერილმა სულ ორიოდე სიტყვამ შთამაგონა დღეს ეს ფილმი ინგლისურად მენახა. მივხვდი რომ ქართულად ნათარგმნი სულელურადაა, და ასეც რომ არ იყოს ყური მიეჩვევა ინგლისურ სიტყვებს. ინგლისელები ისე სწრაფად ლაპარაკობენ მიჭირს მათი ნათქვამის გააზრება. ორ საათიანი განუწყვეტელი დიალოგების მოსმენის შემდეგ, მგონი რაღაც პროგრესი ვიგრძენი, რადგან ფილმის დასასრულს უკვე ყველა სიტყვას ვარჩევდი და მკაფიოდ მესმოდა.

ამ ფილმის ყურების შემდეგ ძალიან დიდი შთაბეჭდილებების ქვეშ ვარ. მომეწონა ის, რომ გამონათქვამს “სიყვარულს ასაკი არ აქვსო” კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი. ფილმი ძალიან რომანტიული ხასიათისაა და ამავდროულად სევდიანიც. ამ ფილმმა ძალიან სევდიან განწყობაზე მამაყენა და დასასრულმა საერთოდ “დააგვირგვინა”.

ჩემი რჩევა იქნება ძვირფასო მკითველებო, თუ ემოციებს ვერ აკონტროლებთ ნუ უყურებთ. მაგრამ ეს ფილმი იმდენად ღრმაა რომ მის გენიალურიბასთან შედარებით ღვარღვარა ცრემლები არაფერია… და ალბათ ეს პროცესით საჭიროა იმისთვის რომ იგრძნო – ადამიანი ხარ და გული ისევ საგულეში გიდევს.

 

 

 

 

 

 

პაატა გურგენიშვილი

http://paatablog.wordpress.com/

Leave a Reply