გვინდა სიცრუე?!

ადამიანები ძირითადად პრობლემებზე და მის შედეგებზე ვწუწუნებთ არადა, რომ დავუკვირდეთ პრობლემათა უმრავლესობა ტყუილიდან არის წარმოქმნილი და ტყუილით მაპროვოცირებელნიმხოლოდ და მხოლოდ ჩვენ ვართ. აქედან გამომდინარე ჩვენივე პრობლემების შემოქმედნი ვართ და ჩვენი მაცდუნებელი საზიზღარი ჩვევა ტყუილია, რომლისაც ყველაზე მეტად მეშინია ამ ქვეყნიური ძალებიდან. იგი დიდ ძალას წარმოადგენს და მისი შესაძლებლობები განუსაზღვრელია მას შეუძლია ოჯახების დანგრევა, ხალხის გაუბედურება და ყველაფერი ის რაც ადამინანს ანადგურებს. მაგრამ მას ჩვენ ჯიუტად ვიყენებთ ცხოვრებაში და განუყოფელ ნაწილად გვაქვს ჩამოყალიბებული, უბრალოდ მის გარეშე ვერ ვარსებობთ და არც გვინდა, რომ ცხოვრებიდან განვდევნოთ. ახლა ვისაუბროთ იმაზე თუ როგორ იღებს ადამიანი ტყუილს და რა ახსნებს უძებნის მას. ყველაზე გავრცელებული შემთხვევაა როცა საზოგადოების ნაწილი ტყუილს ორად მიჯნავს: კეთილ და ბოროტ ტყუილად, რომელიც აბსოლიტური უაზრობა და თავის მოტყუებაა, რადგან საზოგადოება ყოველთვის ცდილობს შეეგუოს და კარგი დაინახოს თავის მანკიერ თვისებებში და არანაირად არ ცდილობს გამოასწოროს იგი. საზოგადოება ხომ ერთი დიდი ქაოსია, რომლის ყველა წევრი თვით გადარჩენაზეა ორიენტირებული და ამ ინსტინქტის რეალობად გადასაქცევად ტყუილს იყენებს, რომელიც ყველაფერს ართულებს და როგორც აღვნიშნე უფრო მეტ პრობლემას ქმნის. ხალხი კი გაიძახის მწარე სიმართლეს ტკბილი ტყუილი მირჩევნიაო და შემდეგ სამართლის მოყვარეობაზე წაგვიკითხავენ მორალს ეს არაფერია გარდა სიახლის შიშისა, რომელიც საზოგადებას უხსოვარი დროიდან დღემდე მოსდევს და განვითარების საშუალებას არ აძლევს. მე, რომ გითხრათ არასდროს ვიტყუებითქო ნამდვილად ვიცრუებ მაგრამ ძალიან ვცდილობ რომ ეს საზიზღარი თვისება საბოლოოდ განვდევნო ჩემი ცხოვრებიდან და მინდა თქვენც იგივე მოგიწოდოთ: დაივიწყეთ ეს წეს-ჩვეულება და დამერწმუნეთ ცხოვრება ბევრად უკეთესი იქნება.

დიდ შოთას უთქვამს და მინდა მეც გავიმეორო”სიცრუე და ორგულობა ავნებს სულსა მერმე ხორცსა”                                                                                                                                                                                              
P.S. გთხოვთ გახსოვდეთ ყოველთვის და არასოდეს თქვათ ტყუილი         

   ზაზა ზანგურაშვილი

                                                                                                                                                                                                                           zanguraz.wordpress.com

                                                                                                                                                                  

Leave a Reply