ენის სიწმინდეზე ზრუნვა უბრალო ახირებაა???

ამბობენ, ქართველები იღბლიანი ხალხი ვართ, რის მაგალითად შეგვიძლია მოვიყავნოთ ის, რომ მსოფლიოში 14 დამწერლობა არებობს და აქედან ერთ-ერთი ქართულია. იგი უნიკალური და ყველასგან გამორჩეული ენაა,რომელმაც მრავალსაუკუნოვან განსაცდელს გაუძლო და დღემდე ჩვენამდე მოვიდა. ჩვენ კი რას ვაკეთებთ? 21-ე საუკუნემ თითქმის გაანადგურა წინაპრების მიერ ისტორიის ქარტეხილებზე გამოტარებული ენა. ქართულ სამეტყველო ენაში ხშირია უცხოური და კონტექსტიდან ამოვარდნილი სიტყვები, რომლებიც ჭეშმარრიტი ქართველი ადამიანის გულს ლახვარს ასვამს. ჩვენ კი რა ნამუსით გვიბრუნდება ენა და ვამბობთ, რომ ენის სიწმინდეზე ზრუნვა უბრალო ახირება მთავარია აზრი იყოს გასაგები და ფაქტებს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ეს ხომ სამარცხვინოა, მაგრამ ვის რა უნდა უთხრათ, როცა მისი ნორმალური შესწაავლა არც კი ხდება და ლიტერატურულ მანიაკებსაც მისი დამახინჯების და განადგურების საბაბი ეძლევა. ჩვენ ხომ შეგნებით თუ უნებლიეთ ჩვენ მშობლიურ ენას ვანადგურებთ, რომელიც 21-ე საუკუნემ უდიდესი განსაცდელის განადგურების პირას დააყენა. ვფიქრობ რომ ეს ერთ-ერთი ყველაზე მწვავე პრობლემათგანია ქართულ საზოგადოებაში და სწორედ ამიტომ,, მოგიწოდებთ რომ: მოაცილეთ სამეტყველო ენას უაზრო, უშინაარსო და კონტექსტიდან ამოვარდნილი სიტყვები,რომლითაც თავს ლაფს ვასხამთ საქართველოს და იმ წინაპრებს რომლებმაც ქართული ენა სისხლით მოიტანე ჩვენამდე.

Leave a Reply