მოვუფრთხილდეთ

ბავშვობაში მე ბევრჯერ გამიგია რომ ურთიერთ პატივისცემა ოჯახში ყველაზე მთავარია…ალბათ თქვენც ბევრჯერ გაგიგიათ ეს…
ეს ყველაფერი გასაგებია მაგრამ ვაფასებთ კი ჩვენ ამას სინამდვილეში?
ერთხელ მასწავლებელი შეეკითხა მოსწავლეებს:
–რატომ უყვირიან ერთმანეთს გაბრაზებული ხალხი?
–იმიტომ რომ კარგავენ მოთბინებას–უპასუხა ერთმა მოსწავლემ
–და რა საჭიროა ყვირილი როდესაც მეორე ადამიანი შენს წინ დგას და ესმის ყველაფერი?
ბავშვები პასუხობდნენ სხვადასხვა ვარიანტებს, მაგრამ მასწავლებელს არცერთი არ აკმაყოფილებდა… ბოლოს თითონ თქვა:
–როდესაც ადამიანები ჩხუბობენ, მათი გულები თითქოს შორდებიან…ამიტომ ისინი იწყებენ ყვირილს, რომ მიაღწიონ ერთმანეთის გულებამდე…
–და რა ხდება როცა ხალხს უყვარდებათ?
–ისინი ერთმანეთს ელაპარაკებიან…შემდეგ კი როცა მათი გულები ერთმანეთს უახლოვდება ლაპარაკიც არ არის საჭირო უბრალოდ ჩურჩულებენ…ბოლოს კი როცა ორი გული ისე ახლოვდება, რომ ერთი მთლიანი ხდება, ისინი უყურებენ ერთმანეთს თვალებში და სათქმელი უკვე ნათელია…
არ მიცეთ უფლება სიტყვებს დააშოროს თქვენი გულები ერთმანეთს…არ წარმოთქვათ ისეთი სიტყვები რომლებიჩ უფრო ზრდის მანძილს თქვენს გულებამდე…იმიტომ რომ მოვა დღე როცა ეს მანძილი გახდება იმხელა რომ თქვენ ვერ იპოვით უკან დასაბრუნებელ გზას…
ურთიერთობის წამოწყება ძნელია…მაგრამ ვინ შექმნის მას შენთვის თუ არა შენ…
გიყვარდეთ ერთმანეთი და მოუფრთხილდით ერთმანეთს…

თაკო გელაშვილი

Leave a Reply