რა უნდა გააკეთოს ადამიანმა რომ თავი ბედნიერად იგრძნოს?!

ამერიკელმა მეცნიერებმა შეადგინეს სია, რა უნდა გააკეთოს ადამიანმა რომ თავი ბედნიერად იგრძნოს. ხო და მეც დავიწყე ზრუნვა რომ არაფერი არ გამოვტოვო და უკლებლივ ყველაფერი გავაკეთო ქვემოთ მოყვანილი ჩამონათვალიდან. სიმართლე გითხრათ ზოგის შესრულება უმარტივესია, ზოგის კი რა გითხრათ… ალბათ გაკვირვებული დარჩით ჩემ – „რა გითხრათზე“ სწორედაც რომ ამ რეაქციას მოველოდი, თქვენ გაგიჩნდათ კითხვა ძალიან დიდი კითხვის ნიშნით – რატომ? ეს ხომ ჩვენი სიამოვნებისთვის უნდა გავაკეთოთ? ამას ხომ არავინ არ გვაიძულებს? იქნებ მართლა ვინმე გვაძალებს ამის გაკეთებას, მაგრამ თუ მართლა ასეა რატომ დამეუფლება დაუკმაყოფილებლობის გრძნობა თუ ეს ასე რთული გასაკეთებელია და არ გავაკეთებ? – მაგრამ თქვენ არ გაგჩენიათ საპირისპირო კითხვა – იქნებ მართლაც ასე რთულია ამის შესრულება მაგრამ სწორედ ამ სირთულეშია ის სიამოვნება რომელიც ჩვენ ორგანიზმს კმაყოფილების გრძნობით გაჟღენთავს. დიახ, სწორედ ეს არის ჭეშმარიტი პასუხი. ძირითადი სირთულე კი მატერიალურ მხარეშია. ფული, ფული და კიდევ ფული – ამ სიტყვებზე ერთი სიმღერა მახსენდება :). მთელი წლის დაუღალავი შრომისა და მუშაობის შედეგად გამომუშავებულ ფულს შენს ერთ ახირებაში რომ დახარჯავ სწორედ ამით დარჩები კმაყოფილი, და ტკბილად მოგაგონდება სიცოცხლის უკანასკნელ წლებში . მაშ ასე, სია ასე გამოიყურება:

– დაწეროს საკუთარი სიცოცხლის ისტორია (ალბათ დამეთანხმებით რომ ჩვენ „სწავლულებს“ ეს, სიის ბოლოში უნდა წაეღოთ, მაგრამ, მოდით ასე ვიგულისხმოთ :))

– იცუროს დელფინებთან ერთად

– ჩაყვინთოს აკვალანგით

– შეუკვეთოს მხატვარს საკუთარი პორტრეტი

– ისწავლოს უცხო ენა

– მთელი დღე მავნე საკვების ჭამაში გაატაროს და ამის გამო არც თავად ინერვიულოს და არც შენიშვნა-შეგონება მიიღოს ვინმესგან

– მივიდეს აეროპორტში და სამოგზაუროდ იმ ქვეყანაში წავიდეს, რომლისკენ მიმავალი რეისიც პირველი იქნება

– დარგოს ხე, დაელოდოს, როდის გაიზრდება და ზედ საკუთარი სახელი დააწეროს

– კარგად ისწავლოს ყველაზე პოპულარული ცეკვები

– იყოს ხელმძღვანელი პირი

– შეუყვარდეს უსაზღვროდ

– იყოს ჟიურის წევრი

– მოითხოვოს დაწინაურება სამსახურში, ან ხელფასის მომატება

– ისწავლოს მუსიკალურ ინსტრუმენტზე დაკვრა

– საყვარელი ადამიანის თანხლებით ერთი ღამე კოცონთან გაათენოს

– ნახოს მთავრის დაბნელება

– შეხვდეს ახალ წელს ეგზოტიკურ ადგილზე

– გადახტეს პარაშუტით

– იმღეროს ლამაზი სიმღერა აუდიტორიის წინაშე

– დაიძინოს ვარსკვლავებით მოჭედილი ცის ქვეშ

– მთელი დღე საინტერესო წიგნის კითხვაში გაატაროს

– აპატიოს თავის მშობლებს

– იპოვოს სამსახური, რომელზეც ოცნებობს

– გადალახოს უიმედობის შიში

– სოლიდური თანხა ქველმოქმედებისთვის დახარჯოს ანონიმურად

– შეინარჩუნოს ოპტიმალური სპორტული ფორმა მინიმუმ 3 თვის მანძილზე

– აპატიოს და მიიღოს საკუთარი თავი ისეთი როგორიც არის

– გამოვიდეს სიტყვით პუბლიკის წინაშე

– შეადგინოს საკუთარი გენეალოგიური ხე

– გაატაროს შაბათ-კვირა სპაცენტრში

– გამორთოს მობილური ტელეფონი მთელი კვირის მანძილზე

– მოხვდეს ცნობილი ჟურნალის გარეკანზე

– გაიმარჯვოს კონკურსში(ნებისმიერში)
ირბინოს კოკისპირულ წვიმაში და იხტუნოს გუბეებში

– არ წავიდეს სამსახურში მხოლოდ იმიტომ რომ სურვილი არ აქვს

– გაიკეთოს ტატუ

– ჩამოწეროს ყველა ის საქმე, რისი სურვილიც აქვს და უნდა, რომ მოასწროს სანამ ცოცხალია.

აი ასე და ამგვარად…… სიმართლე გითხრათ რამდენჯერმე მქონდა ეს ჩამონათვალი წაკითხული და ახლაც, აკრეფის დროს კიდევ ერთხელ ძალიან ვისიამოვნე იმით რომ, საკუთარ თავს წარმოვიდგენდი ყველა სიტუაციაში. მერწმუნეთ ძალიან მაგარი გრძნობაა, ეს ყველამ უნდა რეალობაში გამოსცადოთ, მე კი ყველას გასაგონად საკუთარ თავს ვაძლევ პირობას რომ ამ – უკვე ოცნების – ასახდენად ყველაფერს გავაკეთებ და არაფერს არ დავუშურებ ამისათვის. ჩემი თავზე ხელის აღება და აწყვეტა იწყება სტუდენტობის პერიოდიდან, რასთანაც სულ ორიოდე წელი მაშორებს. მანამდე კი ამ ვირტუალური წარმოსახვებით დავტკბები და კიდევ ერთხელ გადავიკითხავ :).

 

პაატა გურგენიშვილი

http://paatablog.wordpress.com/

Leave a Reply