დაავადება რომლითაც ყველა ჩვენგანია შეპყრობილი?!

 ასი პროცენტით დარწმუნებული ვარ, რომ ყველა თქვენგანს ჰქონია შემთხვევა, როდესაც კომპიუტერთან ჯდომა ყელში ამოსვლია, ხერხემალიც სტკენია, დის ან ძმის წუწუნიც გაუგია თხოვნის კილოზე, მერე უფრო ხმამაღალი, ალბათ უკვე ბრძანების, მაგრამ ადგომა არ გდმონიათ, არ ვიცი ეს რა არის, ალბათ დაავდება რომელსაც სიხარბე ჰქვია, ან სულაც შურისძიება იმაზე ვინც მანამდე ადგილს არ გითმობდა 😀

მე ამ მდგომარეობაში ახლა ვარ, ერთი განსხვავებით არავიზე შურისძიებას არ ვაპირებ, არც სიხარბეს უძლევია ჩემთვის ამ საკითხში, ვერ გეტყვით რატომ… ხშირად მსმენია ინფორმაცია სხვადასხვა სახის დამოკიდებულების შესახებ, ეს კომპიუტერზე დამიკიდებულებაა რომელთანაც დამეთანხმებით  ძირითადა სოციალური ქსელების გამო ვზივართ.

უკვე დამღალა კომპიუტერმა, მაგრამ ადგომას ჯერ მაინც არ ვაპირებ, სულ უაზროდ ვაკეთებ რაღაცებს, შევდივარ Google-ში ვწერ რაღაც სიტყვას, გამოვდივარ, ისევ შევდივარ, მერე ახალ გვერდს ვხსნი ვაპირებ რაღაც სიმღერა ჩავრთა, ვრთავ კიდევაც. ახალი კომენტარების მოლოდინში  ვამოწმებ ჩემ ბლოგს, მაგრამ ეს იმედი მიცრუვდე. ვაპირებ იმეილებიც შევამოწმო, მაგრამ მანამდე კიდევ ერთხელ შევდივარ  Google-ში დამეთანხმებით ეს სრული უაზრობაა, და რო არა ეს, კიდევ მრავალჯერ გავიმეორებდი ამ მანიპულაციებს, ვწერ სიტყვას „საინტერესო“ ვერ ვიტყვი მოულოდნელადთქო, ძიების ამ საკვანძო სიტყვას უამრავი რეზულტატი აღმოაჩნდა, აი შევდივარ პირველში სადაც ლურჯად წერია – „ყველაზე საინტერესო ფაქტები“  ხო და მეც გადავწყვიტე ეს მართლაც და ძალიან საინტერესო ფაქტები თქვენთვისაც გამეცნო:

  1. ამერიკის მთავრობამ ქაღალდის ფულის ბეჭდვა 1862 წლიდან დაიწყო,რისი მიზანიც ლითოსნის ეკონომია გახლდათ;
  2.  შობის დილას ნაძვის ხეზე ობობას ქსელის დანახვა უკრაინაში დადებითი მოვლენის მომასწავებელი ნიშანია;
  3. ჰავაიზე თოვლის ბაბუას ”კანაკალოკას” ეძახიან;
  4.  შობა–ახალ წელს ბერძნები ძველ ფეხსაცმელებს წავავენ,რაც წარუმატებლობისგან განთავისუფლების სიმბოლოდ მიიჩნევა;
  5. ახალგაზრდა ტიბეტელი ყმაწვილები მოწონებულ გოგონას ქუდს ჰპარავენ. თუკი მათი ინტერესის ობიექტი ქუდის დაბრუნებას მოითხოვს,ესე იგი,შეხვედრაზე თანახმაა, წინააღმდეგ შემთხვევაში,ქუდი ქურდს ”საჩუქრად”რჩება;
  6. ადოლფ ჰიტლერი არც ერთ გადასახადს არ იხდიდა,გარდა საეკლესიო გადასახადისა.ამბობენ, ფიურერი საეკლესიო გადასახადს 1945 წელსაც კი იხდიდა;
  7. ცნობილი ქრისტიაქნი ღვთისმეტყველი,მარტინ ლუთერი, მიიჩნევდა,რომ ებრაელები სიცოცხლის ღირსები არ იყვნენ და რომ საჭირო იყო მათი გადანგურება;
  8.  როცა ამერიკის მე–17 პრეზიდენტმა,ენდრიუ ჯონსონმა, საპრეზიდენტო ფიცი დადო,იმდენად მთვრალი იყო,რომ კინაღამ ტრიბუნიდან ჩამოვარდა;
  9. ყოველდღიურად ასობით ადამიანი აკითხავს ჰარი პოტერის საფლავს, ბრიტანელის, რომელიც 1939 წელს გარდაიცვალა და ისრაელშია დაკრძლული;
  10. დელფინებს ერთმანეთთან ”ლაპარაკი” შეუძლიათ.გარდა ამისა,სივრცული ორიენტაციისთვის ისინი ულტრაბგერითი სიხშირეების ცვალებადობას იყინებენ.ის სტვენის მსგავსი ხმები,რომლებსაც ადამიანები ისმენენ,დელფინების ”ჭორაობის” მხოლოდ უმცირესი ნაწილია;
  11. მე–17 საუკუნეში თერმომეტრებში, ვერცხლისწყლის ნაცვლად, კონიაკი ესხა;
  12. თვითმპრინავის ე.წ შავი ყუთი სინამდვილეში სტაფილოსპერია;
  13. 5 ათას გრადუსამდე გაცხელებული რკინა აირად იქცევა;
  14.  აბსოლუტურად დაბრმავებული ქამელეონი ძველებურად ახერხებს გარემოსთან შესაბამისი ფერების მიღებას. ამ უჩვეულო მოვლენის ახსნა თანამედროვე მეცნიერებამ ვერაფრით შეძლო;
  15. ადამიანმა ყოველდღე ჩვეულებრივზე 5 წუთით გვიან რომ გაიღვიძოს, 288 დღის გასვლის შემდეგ კვლავ ძველ დროს გაიღვიძებს.

ინფორმაცია ამოღებულია სატიდან: icode.ge

პაატა გურგენიშვილი

http://paatablog.wordpress.com/

Leave a Reply