დავსახლდეთ მარსზე???

იმ რიტმის გათვალისწინებით,რომლითაც დედამიწის მცხოვრებლები წინ მივიწევთ,რამდენი დრო გვრჩება მანამდე,სანამ წყალი,მეტალი,მინერალები,ენერგია დაგვაკლდება?-სულ რაღაც რამდენიმე ასეული წელიწადი!მაგრამ რა არის რამდენიმე საუკუნე კაცობრიობის ისტირიისთვის?წარმოიდგინეთ,რომ ფარაონების ეგვიპტემ 3 ათასი წელს იარსება… დღეს კი,იმის მაგივრად,რომ აუცილებელი რესურსების გარეშე დედამიწაზე ვცხოვრობთ,რატომ არ უნდა გავემართოთ რესურსებით მდიდარი და ხელუხლებელი მარსის ტერიტოორიის დასაპყრობად?დაახლოებით 30 წელია,რაც ევროპელი და ამერიკელი მკვლევარები დ ინჟინრები მარსის გათბობის პროექტზე ,შემდეგ კი მის სასუნთქავად აუცილებელი ატმოსფეროტი აღჭურვაზე მუშაობენ იმ მიზნით,რომ იქ ისევე შევძლოთ ცხოვრება,როგორც დედამიწაზე.მათი ჩანაფიქრის მიხედვით,ამას დრო-არაერთი თვე-დასჭირდება,მაგრამ ტექნიკურად ეს თითქმის შესაძლებელია.თუმცა,გასაოცარი არაფერია:სავარაუდოდ ,შორეულ წარსულში მარსზე საკმაოდ ხელსაყრელი კლიმატი იყო იმისათვის ,რომ მის ზედაპირზე წყალს ედინა,რომელიც დღესაც ხილულ მდინარეების კალაპოტებს აყალიბებდა.

ე  ს           შ  ე  ს  ა  ძ  ლ  ე  ბ  ე ლ  ი  ა  !!!

რასაკვირველია ,საჭირო იქნება იმ ხარჯების შესამცირებელი გაკვეთილების დაძლევა,რომლებმაც ჩვენი პლანეტის რესურსების გაფლანგვამდე მიგვიყვანა.იმავე შეცდომების გამეორების უფლება არ გვაქვს! იმისტვის,რომ მარსი გარდავქმნათ,მისი ძირფესვიანად შესწავლაა საჭირო:პლანეტის ატმოსფეროს მოქმედების,მისი ქანების შემადგენლობის… და ბოლოს, უნდა გავარკვიოთ,იყო არა ჩვენამდე ვინმე ამ ადგილებში და ვეძებოთ წარსული ცხოვრების ნაკვალევი,ვიპოვოთ მიძინებული ორგანიზმები,რომლებსაც,ვინ იცის,გამოსაღვიძებლად იქნებ ცოტაოდენი სინოტივე სჭირდებათ.ამ გრანდიოზული პროექტის განსახორციელებლად კაცობრიობამ ძალები უნდა გააერთიანოს,დაგროვილი გამოცდილება გამოიყენოს და სავსებით შესაძლებელია ,რომ ამ უკაცრიელ პლანეტაზე ისეთივე სიცოცხლის განვითარებას მიაღწიოს ,როგორც დედამიწაზეა!

2010 წლის თებერვალში პრეზიდენტმა ობამამ,რომელიც მომავალი ათწლეულების მანძილზე ამერიკელი სივრცითი პოლიტიკის ძლიერი მიმართულების დამკვიდრებას აპირებს,იმედი გამოთქვა,რომ “თავის სიცოცხლეში”-2035 წლისათვის-მარსზე ასტრონავტების გადასხმას იხილავს.ვინ იცის,იქნებ ეს იყოს “მწვანე მარსის” შექმნისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯი.

 

Leave a Reply