მსოფლიოში პირველი ვებ-საიტი, ტელეფონი,პერსონალური კომპიუტერი და სხვები…

მსოფლიოში პირველი ვებ-საიტი info.cern.cn 1991 წელს ინგლისელმა მეცნიერმა და გამომგონებელმა ტიმოთი ბერნერსლიმ შექმნა.მასში მოთავსებული იყო ინფორმაცია ახალი ტექნოლოგიის შესახებ World wide web (www- მსოფლიოს ფართო ქსელი)საიტი ასევე გახდა მსოფლიოში პირველი ინტერნეტ კატალოგი,რადგან მოგვიანებით ავტორმა მასზე სხვა საიტების მისამართებიც განალაგა.მსოფლიო ქსელში ინფორმაციის განთავსება საკუთარი თავის შესახებ ან შეხედულებების დასაფიქსირებლად ნებისმიერს შეუძლია საკუთარი ვებსაიტის შექმნის გზით,ჩატებსა და ფორუმებში მონაწილეობით,ასევე ბლოგების შექმნით.
ფუნქციისა და დანიშნულების მიხედვით ვებსაიტი შეიძლება იყოს პირადი,კომერციული,სამთავრობო.

ალექსანდრე ბელმა 1879წელს ფილადელფიაში,მსოფლიო გამოფენაზე ტელეფონის აპარატი წარადგინა,რომელსაც დიდი აღტაცებით არ შეხვედრიან.
გამომგონებელს კიდევ 11წელი დასჭირდა თავისი პატენტის საბოლოოდ დასამტკიცებლად.
ტელეფონი თბილისში 1892წელს პირველად გაზეთ”კავკაზის”თანამშრომლებმა გაიყვანეს,ხოლო 1893წელს 120 აბონენტიანი სატელეფონო სადგური გაიხსნა.
ნიუ-ორკში მხოლოდ მანჰეტენზე იმდენი ტელეფონია,რამდენიც მთელ აფრიკის კონტინენტზე.

პირველი ელექტრონული კომპიუტერი “ენიაკი”1943წელს შეიქმნა.იგი 4ტონას იწონიდა,თითქმის მთელი დარბაზი ეჭირა,მაგრამ ამგარიშის მეტი არაფერი იცოდა.

1981 წელს კომპანია “აი-ბი-ემ”-მა (IBM)შექმნა პირველი პერსონალური კომპიუტერი.
პირველი რადიო სადგური 1920წელს შეიქმნა აშშ-ში,პირველი მექანიკური ტელევიზია კი 1926წელს ინგლისელმა ჯონ ბეარდმა გამოიგონა.ათი წლის შემდეგ ბრიტანულმა ტელეკომპანია BBC-მ რეგულარული სატელევიზიო გადაცემები დაიწყო.

“ტელეგრაფი”ბერძნული სიტყვაა და “შორს წერას “ნიშნავს.
საქართველოში ტელეგრაფის ხაზი გერმანულმა კომპანიამ”სიმენსმა”1860წელს გაიყვანა.1868წელს კი ბაქო-თბილისის ტელეგრაფი გაიხსნა,რომელიც ლონდონი-დელის ტელეგრაფის მსოფლიო ქსელთან იყო დაკავშირებული.

საქართველოს ტელევიზია 1956წელს ამუშავდა,როცა თბილისში ფუნიკულიორის სატელევიზიო ანძიდან სახელმწიფო ტელემაუწყებლობამ დაიწყო მუშაობა.

თამო ჯელია

Leave a Reply