ომი

დავიწყოთ ომის განმრტებით, რა არის ის? მიზეზები ხომ მის განმარტებაშია მოცემული. ომი ეს ხომ დაპირისპირებაა ორ მხარეს შორის, რაღაცა ღირებულის, ძვირფასის, უნიკალურის, იშვიაის, თვალწარმტაცის და პირადის გამო. ომი ბრძოლაა ახირებასა და კაპრიზისა, თვითშეგნებასთან და აზროვნებასთან. ომი ცოცხალი ორგანიზმია, ის ხომ (ჩემი აზრით) ერთი ან რამდენიმე გადარეულის უაზრო ახირებისა თუ ფანტაზიისგან გარდმომავალი, ჯერ კიდევ პატარა, ბოროტი, ავთვისებიანი სიმსივნეა, რომელსაც რატომღაც ბედი უღიმის, მთლიანად ედება ორგანოს და მიისწრაფვის მთელი ორგანიზმის შთანთქმისაკენ. ასეა მსოფლიოშიც, ის დიდი ორგანიზმია, ქვეყნები კი ორგანოები. როდესაც იგი ერთ-ერთს ედება, ის ცდილობს მისი  მეზობელიც შეუერთოს ამ ბოროტ ძალას. ომი არა მარტო თერიტორიისთვის შეიძლება, ომია – მოვლენა არსებობისთვის დღევანდელობასთან. საბოლოოდ ჩემი აზრით ომი არეულობაა, შიშია, უბედურებაა, ანარქიაა, უაზრობაა, შიმშილია, ცრემლია, ტკივილია, შავი დღეა, უიმედობა და ცეცხლია. ცეცხლი, რომელიც სახლებს რომ წვავს ის კი არა, არამედ უბრალო ადამინების თვალებში მოგიზგიზე რომაა, აი ის, ის რომელიც სწორედ რომ ნიშანია ზიზღისა და სიძულვილისა.

აგვისტოს ომი კი ჩემს წარმოსახვაში წარმოდგება ერთ დიდ მცენარის (მცენარე სახელად “პუტინი”) ერთ-ერთ ნაყოფად, რომელი რუსებმა საქართველოში ჯერ კიდევ მე-19 საუკინის პირველივე წელს დათესეს, ამ მცენარეს დაუმატეთ საკაზმად შავი ბურუსი და მივიღეთ რვა აგვისტო.

სისხლი… მკვდრები… ცრემლი… ცეცხლი… ტკივილი…

მინდა თითოეული გმირის ოჯახს მივუსამძიმრო, გავიზიარო მათი ტკივილი და ვიქონიო იმედი, რომ „აგვისტოს ომის“ შემდეგ ჩემს თვალებს და ცნობიერებას აღარ მიეკარება ეს საშინელი სურათი – იდუმალი სიჩუმე, გაუგებრობა და მწარე გაკვეთილი.

მე მაქვს იმედი!!!

Leave a Reply