ქალთა უფლებები არჩევნებზე შვეიცარიაში

რადგან ჩვენი ქვეყანა , ახლა საპარლამენტო არჩევნების გზაზე დგას და სულ რამოდენიმე დღეში დაიწყება უკვე ოფიციალური არჩევნები ….

შვეიცარია პოლიტიკური სტაბილურობის, ნეიტრალიტეტის, ნრწყინვალე შოკოლადის

ა და უაღრესად ზუსტი საათების ბასტიონად არის მიჩნეული, მაგრამ მასთნ დაკავშირებულია ერთი განსაცვიფრებელი ფაქტი-მსოფლიოს ამ ერთ-ერთ უძველეს და დამკვიდრებულ დემოკრატიაში 1971 წლამდე ქალებს ხმის უფლება არ ჰქონდათ.რასაკვირველია, დემოკრატიული ქვეყნის სტანდარტის მიხედვით, ეს აქ ქვეყნითვის დიდი მინუსი იყო.

საარჩევნო ხმის უფლება ახალ ზელანდიაში ქალებს 1893 წელს მიენიჭათ,ფინეთში კი-1906 წელს,ავსტრიაში, გერმანიაში, დიდ ბრიტანეთსა და პოლონეთში -1918 წელს, აშშ-ში კი 1920 წელს. საფრანგეთსა და იტალიაშიც კი, მართალი დაგვიანებით, მაგრამ მაინც,მეორე მსოფლიო ომის დასასრულს ხმის ნუფლება ქალებზეც გავრცელდა.რამდენიმე წელიწადში მათ არგენტინამ,იაპონიამ, მექსიკამ და პაკისტანმაც მიბაძა.1971 წლისათვის შვეიცარია იმ მცირერიცხოვან ქვეყანათა რიცხვს მიეკუთვნებოდა, რომელბშიც ქალები ხმის უფლების გარეშე რჩებოდნენ;ეს იყო ბანგლადეში, ბაჰრეინი , იორდანია,ქუვეითი ,სამოა და ერაყი. ამ ქვეყნებისგან განსხვავებით,შვეიცარია დიდი ხანია მსოფლიოს ერთ-ერთი ლიდერი ქვეყანაა სხვა საერთაშორისო სტანდარტების-ერთ სულ მოსახლეზე შემოსავლების,დასაქმების, პოლიტიკური სტაბილურობის, პიროვნების თავისუფლების,ჯანმრთელობის დაცვის ,განათლებისა და ცხოვრების საერთო დონის მიხედვით.თუმცა ქალთა უფლებების საკითხში შვეიცარია განსაკუთრებული გამონაკლისი არ ყოფილა.

სხვა ქვეყნების მსგავსად, იქ ხმის უფლებისათვის ბრძოლა 1800 იანი წლების ბოლოს დაიწყო და ახალი საუკუნის დამდეგს გაძიერდა.რაღაც მომენტში-იმ დროს, როდესაც ხმის უფლებისათვის მებრძოლნი ყველგან გამარჯვებას ზეიმობდნენ შვეიცარია ქალთა პოლიტიკური თანასწორობის შესახებ დასავლეთში მიღწეული კონსენსუსისგან სხვა მიმართულებით წავიდა.ეს ჯერ კიდევ 1929 წელს გახდა აშკარა, როდესაც აშშ-ში ცნობილი ხმის უფლებისთვის მებრძოლი ქალი კერი ჩეპმან კატი თავის ოკეანისგაღმელ მეგობრებს ლანძღავდა, დროს ჩამორჩითო. როგორც ის ამბობდა, გაოცებული იყო, რატომ არ ბაძავდნენ დანარჩენი მსოფლიოს მაგალითს შვეიცარიელი მამაკაცები და ქალები. კატი, რომელიც 1947 წელს გარდაიცვალა, ალბათ სიცოცხლის ბოლომდე გაოცებული დარჩა.ეროვნულ არცევნებში ქალტა ხმის უფლებას მხოლოდ 1959 წელს,კატის შენიშვნიდან 30 წლის შემდეგ უყარეს კენჭი, რაც კატასტროფული მარცხით დასრულდა-67% 31 -ის წინააღმდეგ.ამ მარცხში კი იმედი გამოკრთა:[ირველად მოხდა, რომ შვეიცარიის ერთ-ერთ კანტონში (სულ 26 -ია) ვაუდში, ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში,ადგილობრივ არცევნებშ მონაწილეობის უფლება მდედრობითი სქესის მოქალაქეებზეც გავრცელდა.

შვეიცარიის მამრობითი სქესის ელექტრორატის დღეები დათვლილი იყო.1971 წლის 7 თებერვალს ამ საკიტხს ისევ უყარეს კენჭი და ამჯერად შვეიცარიელმა მამაკაცებმა გადაწყვიტეს, რომ მათი მდედრობითი სქესის თანამემამულენი ხმის მიცემის უფლბას იმსახურებდნენ.საბოლოო დათვლის შედეგად აღმოჩნდა, რომ ქალთა უფლებებს მხარს უჭერდა 66%,34 კი წინააღმდეგი იყო-ზუსტად 959 წლის შედეგების საპირისპიროდ..ართალია, 1971 წელს შვეიცარიის საზოგადოების უმრავლესობამ გადაწყვიტა, რომ ქალებისათვის ხმის უფლების წართმევა შეცდომა იყო,მაგრამ იმავეს ვერ ვიტყოდით ქვეყანაში შემავალ სხვა მცირე წარმომადგენლობათა შესახებ. ისე კი., საშუალოდ დედამიწაზე ნებისმიერი ეროვნების ქალს თანამემამულე მამაკაცებზე 47 წლით მეტ ხანს მოუწია ლოდინი ხმის უფლების მოსაპოვებლად.შვეიცარიაში მამრობითი სქესის მოქალაქეებმა ქალაქის მოედნებზე სახალხო არჩევნებისთვის შეკრება 1291 წელს დაიწყეს.ზუსტად 7 საუკუნე დასჭირდა, რომ იქ ხმის მიცემის უფლება საყოველთაო გამხდარიყო

Leave a Reply