რიო….. :)))

რიო-დე-ჯანეირო (სიტყვასიტყვით-იანვრის მდინარე) სიდიდით მეორე (საო პაოლოს შემდეგ) ბრაზილიის ქალაქებში.1765-დან 1960 წლამდე ბრაზილიის დედაქალაქი. ქალაქი , გარდა სხვა ყველაფრისა , ცნობილია ბრაზილიური კარნავალით.

 

არსებობს რამდენიმე ათეული სამბას საცეკვაო სკოლა,რომელიც ყოველ წლიურად კარნავალის დღეებში აწყობს მრავალფეროვან წარმოდგენას და მსველობას ქალაქის სხვადასხვა უბანში.

მთავარი ღირშესანიშნაობები: ადგილობრივები ქალაქს ყოფენ ორ ნაწილად , ძველ და ახალ დასახლებად. ძველ ქალაქში არის სასაზღვრო გამშვები პუნკტი , დოკი, არსენალი, ბირჟა, სამხარტვრო ნაციონალური აკადემია, მერია და კულტურული დაწესებულებები , რომლებიც მოიცავენ ყველა თეატრსა და თითქმის ყველა მუზეუმს . ახალი ქალაქი ცნობილია ზარაფხანით, ციხით , მთავარი ვაგზლით, და ინვალიდთა სახლით. იპანემისა და კოპაკაბანის სანაპირო, ფლამინგოს პარკი , კორკოვადუს მთაზე იესოს უზარმაზარი ქანდაკება , მთა შაქრის თავით , მარაკანას სტადიონი , რომელიც ყველაზე დიდია საფეხბურთო სტადიონებს შორის (200 ათასი მაყურებელი)

 

 

მიუხედავად იმისა , რომ ქუჩები და სანაპიროები რიო-დე-ჯანეიროსი სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით იფარება ტროპიკული მცენარეებით, ქალაქში მაინც არის ბოტანიკური ბაღი და მრავალი პარკი. ბოტანიკურ ბაღში , რომელიც დაარსდა 1808წელს და ითვლება ერთ-ერთ საუკეთესოდ , ითვლის 7000-ზე მეტ მცენარეთა სახეობებს მთელი მსოფლიოდან . აქვე მდებარეობს ცნობილი პალმის ხეები და კლექცია ეგზოტიკური ფრინველებისა და ცხოველების . ნაციონალური პარკი “ტიჟუკა“ , რომელშიც შედის კორკვადოს მწვერვალი(იესო ქრისტეს ქანდაკება) , რომელშიც შეგიძლიათ ნახოთ ,მაიმუნები და ეგზოტიკური ფრინველები.
ნაციონალურ ბიბლიოთეკაში , წინასწარი შეფასებით , ორი მილიონი იშვიათი წიგნი და ხელნაწერია. ეროვნული სახვითი ხელოვნების მუზეუმში არის გასაოცარი კოლექცია, რომელშიც შეგროვებულია 800-ზე მეტი ნახატი, ხოლო ეროვნულ ისტორიულ მუზეუმში ინახება 278-ზე მეტი ექსპონატი

 

 

 

One thought on “რიო….. :)))

Leave a Reply