საზაფხულო დასვენების შემდეგ კლუბ “ბურის” წევრები ახალი ენერგიებითა და შემადგენლობით კვლავ ვუბრუნდებით ჩვენ ძველ საქმიანობას.

კლუბ „ბურის“ წევრები საზაფხულო დასვენების შემდეგ ახალი ენერგიებითა და შემადგენლობით კვლავ ვუბრუნდებით ჩვენ ძველ საქმიანობას.

კლუბში სიახლე ის არის რომ რომ გასული წლისგან განსხვავებით საკუთარი ოთახი გვაქვს, თავისი ინვენტარით. და კიდევ ახალი ბავშვები – ახლა თავისუფლად შემიძლია ვთქვა რომ გენდერული ბალანსი უკვე გათანაბრებულია :) და ძალიან მახარებს ის ფაქტი რომ კლუბში ერთადერთი ძლიერი სქესის წარმომადგენელი აღარ ვიქნები :)

სკოლის დაწყების პირველ დღესვე გადავწყვიტეთ ჩაგვეტარებინა დასუფტავების აქცია, ეს გეგმა დღეს განვახორციელეთ. დავასუფთავეთ სკოლისა და იქვე მდებარე ეკლესიის ტერიტორიები.

როგორც მოგეხსენებათ ქეთევან წამებული წარმოშობით ჩვენი სოფლიდან, მუხრანიდან იყო, სწორედ მისი სახელობის დღესასწაული იმართება ხვალ, 26 სექტემბერს, რომელიც როგორც გასული წლების განმავლობაში ხდებოდა, მასშტაბურ სახეს მიიღებს. ამ დღესასწაულის ერთ-ერთი ყველაზე დიდი კომპონენტი სოფელში დამკვიდრებული ტრადიციით ჭიდაობაა.

ჭიდაობა როგორც წესი იმ მოედანზე იმართება რომელიც დღემდე ავარიულ მდგომარეობაში იყო, ახლა კი ჩვენი თხოვნით ბატონ ანდრო კალანდაძესთან, ეს პრობლემა მოგვარებულია. აქვე დავაანონსებ ხვალინდელი დღის განრიგს, ამ დღესასწაულის მიმდინარეობის პარალელურად კლუბ „ბურის“ წევრების მიერ გაიხსნება მოედანი და ამის შემდეგ გავმართავთ კლუბის პრეზენტაციას, სადაც საზოგადოებას გავაცნობთ ჩვენს კლუბს და მისი საქმიანობის ძირითად მიმართულებებს, რის შემდეგაც დაიწყება ჭიდაობა, მოედნის გახნას დაესწრება სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის დირექტორი ქალბატონი მარინა უშვერიძე.

(მასალაზე ხელმიუწვდომლობის გამო სტატიას თან დართული არ აქვს ფოტოები, რის გამოც ბოდიშს გიხდით და გპირდებით რომ მაქსიმუმ ხვალ საღამოს სტატიაში  არსებული დანაკლისი შევსებული იქნება)

პაატა გურგენიშვილი

http://paatablog.wordpress.com/

 

Leave a Reply