სტუმრად ზარიძეების ოჯახში….

დღეს ჩვენი კლუბი ესტუმრა სოფელ არმაზში მცხოვრებ ზარიძეების ოჯახს. მოვინახულეთ პატარა მარიამი და გიგა. მათ უმძიმესი დიაგნოზი აქვთ – ”ვერდნიგ გოფმანის სპინალური ამიოტროფია” (ე.წ.”სლავიანკა”). ეს დაავადება იწვევს სხეულის ყველა კუნთის მოდუნებასა და განლევას.

ჩვენი სკოლისა და კლუბის წევრების ვიზიტის მიზანი იყო დახმარების გაწევა იმ ოჯახისათვის, რომელსაც არა მატერიალური და სამედიცინო, არამედ ძალიან დიდი მორალური თანადგომა ესაჭიროება. ოჯახის სოციალური მდგომარეობის გათვალისწინებით, ჩავიტანეთ საკვები პროდუქტები, პირადი მოხმარების ნივთები.

 

 

განათლების პროფესიულმა სინდიკატმა გადმოგვცა ინგლისურენოვანი, დასურათებული წიგნები. პატარა მარიამმა და გიგამ მაშინვე დაიწყეს წიგნების დათვალიერება.

 

ოჯახს, განსაკუთრებით კი ბავშვებს, ძალიან გაუხარდათ ჩვენი ჩასვლა. მარიამი ძალიან გახსნილი და აქტიურია. გეგამ თავიდან დაიმორცხვა, მაგრამ შემდეგ შეგვეჩვია და კლუბის წევრებთან ერთად აქტიურად დაიწყო თამაში.

 

სამწუხაროდ, ბავშვებს სკოლაში სიარული აქვთ შეზღუდული ტრანსპორტირების პრობლემის გამო.

დღევადელი დღე უაღრესად ბედნიერი იყო ჩვენი კლუბისთვის. გასაჭირში მყოფი ბავშვების თანადგომა ძალიან კარგი გაკვეთილია მოზადებისათვის. იმედი გვაქვს, შემდგომშიც მოგვეცემა შესაძლებლობა ასეთი კარგი ინიციატივის განხორციელების.

 

 

Leave a Reply