Venezia Night City ♥

 

ენეცია (იტალ. Venezia, ვენეტ. Venexia,Venessia), მეტსახელად არხების ქალაქი — ქალაქი ჩრდილო-აღმოსავლეთ იტალიაში, ერთმანეთისგან არხებით გამოყოფილ 118 პატარა კუნძულზე, რომლებიც ხიდებით არიან დაკავშირებული.[1] მდებარეობს ჭაობიან ვენეციის ლაგუნაში, რომელიც გადაჭიმულია მდინარეების — პოსა და პიავეს შესართავებს შორის. ვენეცია ცნობილია თავისი სილამაზითა და გარემომცველი ბუნებით, არქიტექტურითა და ხელოვნებით.[1] ვენეციის ლაგუნასთან ერთად, ქალაქი შესულია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში.[1]

ვენეცია ვენეტოს რეგიონის დედაქალაქია. 2009 წლის მონაცემებით, ვენეციის კომუნაში 270 098 ადამიანი ცხოვრობს.[2] პადუასა და ტრევიზოსთან ერთად, ქალაქი მიეკუთვნება პადუა-ტრევიზო-ვენეციისაგლომერაციას, რომელის მოსახლეობაც 1 600 000 ადამიანს შეადგენს.

სახელი მომდინარებს აქ მაცხოვრებელი ანტიკური პერიოდის ხალხისგან, რომლებსაც ვენეტები ეწოდბოდათ და ქრისტეშობამდე დაახლოებით X საუკუნეში ცხოვრობდნენ.[3][4] ქალაქი ისტორიულად ვენეციის რესპუბლიკის დედაქალაქი იყო. ხშირად ვენეციას სხვადასხვა ეპითეტებით მოიხსენიებენ: „La Dominante“, „Serenissima“, „ადრიატიკის ზღვის დედოფალი“, „წყლის ქალაქი“, „ნიღბების ქალაქი“, „ხიდების ქალაქი“, „მცურავი ქალაქი“ და „არხების ქალაქი“.[5] როგორც იტალიელმა ჟურნალისტმა ლუიჯი ბარცინიმ გაზეთ The New York Times-ს განუცხადა, „ეს ქალაქი უდავოდ ყველაზე მშვენიერია, რაც კი კაცის ხელს შეუქმნია“.[6]

ვენეციის რესპუბლიკა შუა საუკუნეებისა და რენესანსის ხანაში ძლიერი საზღვაო სახელმწიფო იყო. მნიშვნელოვანი იყო მისი როლი ვაჭრობასა და ხელოვნებაში. სახელმწიფომ XIII საუკუნიდან XVII საუკუნისბოლომდე იარსება. ამ ფაქტმა ვენეცია მდიდარ ქალაქად აქცია. ვენეცია ასევე ცნობილია რამდენიმე მნიშვნელოვანი მხატვრული მიმდინარეობით, განსაკუთრებით რენესანსის პერიოდში. ვენეციამ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა სიმფონიური და საოპერო მუსიკის ისტორიაში, აქ დაიბადა ანტონიო ვივალდი

<iframe width=”420″ height=”315″ src=”http://www.youtube.com/embed/CIzTEvdeTDU?rel=0″ frameborder=”0″ allowfullscreen></iframe>

Leave a Reply