გლდანის პატიმრის ლექსი ((

ღამის წყვდიადმა დაისადგურა გლდანის კედლებში,

ცას გადმოსცვივდა ნაზი ცრემლები შუა ივნისში,

დედაბუნება კვლავ იმედს სახავს პატიმრის გულში

გისოსებს შიგნით ნატანჯ სხეულში დაფლეთილ სულში.

წვიმის წვეთები წკაპაწკუპით ეცემა მიწას

მესაუბრება აკორდებით ცაცა და მიწაც,

თქვენ ვერ გაიგებთ და ალბათ იტყვით გაგიჟდა სულ მთლად

ერთი იცოდეთ მე არასდროს არ ვიხევ უკან.

ღამის წყვდიადში მესმის პატიმრის ტანჯვა და ოხვრა,

დაჰქრიან ციხედ გამეფებული სატანის მოდგმა,

აქ ხორხოცებენ გახარებული ჭინკათა ხროვა,

თქვენ ვერ მიხვდებითეულ პატიმრის ფიქრსა და გრძნობას.

არ შეუშინდეთ მე ამას გეტყვით არ შეუშინდეთ,

ხვედრი გვხვდა რთული, დაგვიფასდება ზეცაში სული

ხოლო ჭინკები შთაინთქმებიან უფსკრულის კუპრში

დედაბუნება კვლავ იმედს სახავს პატიმრის გულში.        არ შემეძლო ,რომ ეს პოსტი არ დამედო…………  

Leave a Reply