მომრავლებული ათეისტები და თავგზაარეული უსაქმურები


ამ ბოლო დროს გახშირდა ღმერთის ლანძღვა,მკრეხელური საქციელები ,და ამ ყველაფრით თავის გაპიარება.
უპირველეს ყოვლისა მინდა ვუთხრა იმ ადამიანებს,ვინც ამას აკეთებენ,რომ ათეისტობა და მკრეხელობა დიდი ხანია არსებობს და ის ადამიანი ვინც ასეთი უბადრუკი რამით გაპიარებას ეწევა,არის უინტელექტო,უსაქმური და არ იცის ის დრო რომელიც ღმერთმა მიანიჭა რისთვის უნდა გამოიყენოს.
საერთოდ კი ათეისტი არის პიროვნება,რომელსაც არ წამს ღმერთი და არა ის ვინც შეურაწყოფს სხვა რელიგიას.
თუმცა სიმართლე გითხრათ,ასეთი ადამიანები უფრო მეტად მეცოდებიან,ვიდრე მძულნან.
დიდი სიამოვნებით გავუწევდი მათ დახმარებას,მაგრამ ჩემი ასაკისა და გაუბედაობის გამო ,ფიქრიც კი არ ღირს ამაზე:)
როგორ შეიძლება არ გწამდეს ღმერთი,როდესაც ჩევნს ირგვლივ ამდენი სასწაული ხდება,თუ არა ღმერთისგან ,მაშინ რისგან შეიძლება იყოს იგი წარმოქმნილი?არ არსებობს ადამიანი ვისაც ღმერთი არ ეხმარება,უბრალოდ ზოგი ამას შემთხვევითობად აღიქვავს და ზოგი კი შეიცნობს როგორც უფლისგან გამოგზავნილ წყალობას.
საქართველოში ამ მხრივ ყველაზე ცნობილი ერეკლე დეისაძეა,რომელმაც წიგნიც კი გამოუშვა.არ ვიცი ვინ რას ფიქრობს მასზე,მაგრამ რა სისულელეებიც უწერია,ამაზე ყველას ყური მაინც ექნება მოკრული.

ალბათ,ყველა ადამიანს ქონია ცხოვრებაში ისეთი ეტაპი,როდესაც არაფრის იმედი აღარ ქონდათ,ან დეპრესიაში იყვნენ,ან ისეთი რამე მოხდა რომ ყველაფრის რწმენა და სურვილი დაკარგა.სწორედ ამიტომ ვერ ვამბობ ათეისტებსა და სხვა მკრეხელური საქციელის ჩამდენზე ვერაფერს,და ამიტომ მეცოდებიან და არა მძულნან.
თუმცა,გონიარი ადამიანი,ვინც აღიზარდა ნორმალურ ოჯახში,ჰქონდა შესაბამისი გარემო დასანაცნობო წრე ადვილად იპოვის გამოსავალს.
ღმერთი ადამიან განსაცდელს იმიტომ უვლენს რომ ეს საჭიროა მის ცხოვრებაში,რაღაცას იმიტომ არ აძლევს რომ იცის ამას შესაძლოა უარყოფითი შედეგი ქონდეს,მაგალითად:ღმერთმა იცის რომ შენ გესაჭიროება მანქანა და შენ ამის გარდა არაფერზე აღარ ფიქრობ,მაგრამ მაინ ისიც იცის რომ შენ თუ გეყოლება მანქანა შეგემთხვევა რაიმე უბედურება და ამიტომაც არ გაძლევს მას.არაფერი არ ხდება შემთხვევით….უბრალოდ უნდა იყო რაღაც დონეზე ადამიანური რომ შეიგრძნო ირგვლივ გამეფებული სამყარო…

(ათეიზმი – აროგანტული რწმენა რომ მთელი მილიარდ–გალაქტიკიანი სამყარო მხოლოდ ჩვენთვის არ შექმნილა)
სამყარო სადაც სიყვარულია,სიყვარული კი -ღმერთია.
თუმცა არც ის იქნება გასაკვირი რომ ასეთ ადამიანებს არც სიყვარულის არ სჯეროდეს,რადგანაც ალბათ არც აქვთ გამოცდილი ნამდვილი სიყვარული.მათ ხომ მხოლოდ ვნება და ცხოველური ინსტიქტები ამოძრავებთ.
მათ ჰგონიათ რომ,ისინი მაინცდამაინც მართლები არიან და სხვა ყველანი ცდებიან.მე არ ვამბობ ,რომ ადამიანი უნდა გადავიდეს ფანატიკოსობაში.
მაგრამ როგორ არ უნდა გწამდეს ღმერთი?

თუნდაც ამ აღდგომას,როდესაც გადმოვიდა ცეცხლი,ეს ისეთი ამაღელვებელი იყო,ალბათ ყველას დაეუფლა ეს შეგრძნება ძლიერ მორწმუნეს თუ ნაკლებად მორწმუნეს.
ათეიზმი ყველგან არის გავრცელებული მეტ ნაკლებად.ამ მხრივ არც ჩვენ ვართ გამონაკლისები.საქართველოში ათეისტები საკუთარ შეხედულებებს საკმაოდ ღიად და თამამად აცხადებენ.
თუმცა დიდი იმედი მაქვს,რომ რაღაც დონეზე მაინც არსებობს მატში რწმენა.
ერთი ანეგდოტი გამახსენდა ეხლა”ათეისტი გამოცდის წინ ლოცულობს,ღმერთო გღხოვ ათიზმში გამოცდა ჩამაბარებინეო”:დ
პოსტის დასასრულს კი მინდა შემოგთავაზოთ ერთი ყოფილი ათეისტის ინტერვიუ.რომელიც  ინტერნეტ ჟურნალი ”ამბიონი”-დანაა.ამ ინტერვიუს იმიტომ ვდებ რომ მინდა თუ ვინმე ათეისტი მოხვდა აქ მათ წაიკითხონ და იქნებ დაფიქრდნენ მაინც.მოკლედ წყარო მითითებული მაქვს და თან კარგი მიზნისთვის ვაკოპირებ:)

არჩილ შიშმანაშვილი ყოფილი ათეისტია, რომელიც ამ თემაზეც ღიად საუბრობს.

არჩილ შიშმანაშვილი: “15-16 წლის ასაკიდან მოყოლებული სულ ვამბობდი, რომ ჭეშმარიტებას ვეძებდი, ეს აზრი ალბათ უფრო ოჯახიდანაც მომდინარეობდა… მქონდა ლოგიკურად დალაგებული არგუმენტები, რითაც ბევრ მორწმუნე ადამიანს რწმენას ვურყევდი. დარწმუნებული ვიყავი, რომ არა მარტო ქრისტიანობა, არამედ ყველა რელიგია გამონაგონი იყო. არ მქონდა არგუმენტი რატომ უნდა გავმხდარიყავი ქრისტიანი და ლოგიკით ვერ მივდიოდი ღმერთის არსებობამდე. იყო რამდენიმე ათეისტი ადამიანი, ვისთანაც ამ თემებზე ვსაუბრობდი, ჩემს ათეისტობას კი ყველგან ღიად ვაფიქსირებდი, ვამბობდი რომ არ მწამდა ღმერთი. არ ვაქცევდი ყურადღებას, რას იტყოდნენ ადამიანები ჩემზე. დღეს კი ვცდილობ მეტ-ნაკლებად გავუფრთხილდე ადამიანის გრძნობებს”.

– რამ განაპირობა ცვლილებები შენში და რატომ მიიღე ეკლესიაში მისვლის გადაწყვეტილება?

– ცვლილება ჩემში რამდენიმე კომპონენტის შერწყმით მოხდა. ვხედავდი, ჩემს გარშემო მორწმუნე ადამიანები როგორ ზრუნავდნენ სხვებზე, არ უქმნიდნენ სხვებს პრობლემებს და მინდოდა, მათნაირი ვყოფილიყავი. რელიგიაზე კამათისას, მიუხედავად ჩემი ფუნდამენტურად დალაგებული და კარგად გააზრებული პოზიციისა, იმ ადამიანების რწმენა, ვინც ქრისტიანობას იცავდა არ შერყეულა. ამასთან, რამდენიმე მეგობარმა იწამა ღმერთის და დაიწყო ეკლესიაში სიარული. თუმცა, უმთავრესი იყო ის, რომ ადამიანისთვის, რომელიც შემიყვარდა, დაოჯახებისას პრინციპული მნიშვნელობა ჰქონდა ჯვრისწერას, არა იმიტომ რომ მორწმუნე იყო, არამედ სხვა ადამიანებისა და ნათესავების შეხედულებების გამო. ჩემთვის იმ მომენტში ჯვრისწერა და პირჯვრის გადაწერა თვალთმაქცობა იქნებოდა. მოძღვარმაც მითხრა რომ ჩემს მდგომარეობაში ჯვრისწერას აზრი არ ჰქონდა. ამ ფაქტმა პირველი დისკომფორტი შემოიტანა ჩემში.

ეკლესიაში მეორედ მისულმა ავუხსენი მოძღვარს, რომ ის, რასაც ეკლესია ქადაგებდა მესმოდა, მაგრამ არ მჯეროდა რომ ეს ყველაფერი ჭეშმარიტება იყო. მინდოდა გამეგო როგორ გამომემუშავებინა რწმენა. მოძღვრის კურთხევით დავიწყე დილა-საღამოს ლოცვების კითხვა. მეთოდმა გაამართლა. იმ დღიდან დაწყებული ვცდილობ, ქრისტიანული ცხოვრებით ვიცხოვრო. ლოცვები დამეხმარა ყველა კითხვაზე მიმეღო პასუხი. ეს უფლის წყალობა იყო.

– რა შეიცვალა ეკლესიაში მისვლის შემდეგ?

– ორწელიწად-ნახევარია რაც ეკლესიაში მოვედი, რაღაც საკითხებში უკეთესი გავხდი, გაცილებით დავმშვიდდი და ამის მადლიერი ვარ. შემხვდა სულიერი მამა, რომელიც ასკეტურად იცავს ეკლესიის მოთხონებს. მიზერული შანსი მქონდა რომ დიდი ხნის ათეიზმის შემდეგ ეკლესიური გავმხდარიყავი. თუმცა, უფალმა ყველაფერი ისე მოაწყო, რომ ხელი არაფერს შეუშლია.

ჩემს გადაწყვეტილებას ოჯახი საწინააღმდეგოდ შეხვდა, თუმცა ეკლესიაში სიარულს არავინ მიშლის. როგორც ყველა ადამიანი, მეც საკუთარი ძალების შესაბამისად ვცდილობ ეკლესიური მოთხოვნების შესრულებას. თუ ფარხმალს არ დაყრი ყველაფერი გამოვა. ვინ დაგვპირდა რომ ცხოვრება ადვილი იქნებოდა?

თეიმურაზ ბუაძე (თეოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი): “ფორმალურად ათეისტი შეიძლება იყოს ბავშვიც, რომელსაც ჩამოყალიბებული არ აქვს ღმერთის იდეა და ამიტომ არც აღიარებს მის არსებობას, მაგრამ ნამდვილი ათეისტი არის ისეთი ადამიანი, რომელის შეგნებულად ებრძვის ღმერთის არსებობის იდეას.

გამოყოფენ აქტიურ და პასიურ ათეიზმს. პასიური ათეისტები არიან ადამიანები, რომლებიც სერიოზულად არ დაფიქრებულან ამ საკითხზე და პროპაგანდისა და ათეისტური გარემოს ზეგავლენის მსხვერპლი არიან. ასეთი ათეისტის გამოსწორება რელიგიურ გარემოს და ცხოვრებისეულ კატაკლიზმებს ძალუძთ. აგრესიული ათეისტი ღმერთზე გაბოროტებული ადამიანია, თუმცა ფორმალურად არ აღიარებს მის არსებობას. მას თავისი ცხოვრების წესის გამო არ “აწყობს” ღმერთის არსებობის აღიარება. ასეთი ადამიანები როგორც წესი ადვილად ღიზიანდებიან ღმერთის ხსენებაზე, ცინიკოსები ხდებიან და ქედმაღლურად უყურებენ “გულუბრყვილო” მორწმუნეებს.

საერთოდ, ადამიანი ბევრად უფრო სუსტი არსებაა ვიდრე ათეისტს ჰგონია. მას ღმერთისაგან ყოველთვის სჭირდება დახმარება. ბევრი ათეისტი, განსაცდელისას ღმერთს მოუხმობს, თუმცა მისი არსებობა განსაცდელის გავლისთანავე ავიწყდება.

– როგორი დამოკიდებულება უნდა ჰქონდეს საზოგადოებას ათეისტების მიმართ?

– თუკი თქვენი ახლობელი ადამიანი ათეისტია, კარგი იქნებოდა მისთვის შეძლებისდაგვარად ქრისტიანული ლიტერატურა მიგვეწოდებინა. ადრე თუ გვიან ყველა ადამიანს უდგება კრიტიკული მომენტი ცხოვრებაში, ამ დროს მისი სული ღმერთს ეძიებს. იქნებ ამ დროს თქვენმა მიწოდებულმა ლიტერატურამ ან სიყვარულით ნათქვამმა სიტყვამ თავისი ნაყოფი გამოიღოს. ფსიქოლოგიური გამოცდილებაც მოწმობს, რომ უკეთესია ადამიანს მისდამი ყურადღება აჩვენო, ვიდრე პოლემიკური პოზიციით მიუდგე და დაუპირისპირდე.

თამო ჯელია

Leave a Reply