საქველმოქმედო აქცია

2011 წლის 25 მარტს გურიაში სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ნასწავლის პრაქტიკაში განხორციელების კომპონენტის ფარგლებში გურიის ახალგაზრდული რესურსცენტრის ორგანიზებით ჩატარდა ღონისძიება „რა შემიძლია გავაკეთო ჩემი თემისათვის“. ღონისძიების ორგანიზებაში პროგრამის 20 მიზნობრივი სკოლა და 120–ზე მეტი მოსწავლე მონაწილეობდა. ღონისძიების მიზანი სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროექტის მიზნობრივი სკოლების პედაგოგთა, მოსწავლეთა და მშობელთა სამოქალაქო აქტიურობის გაზრდა იყო. ღონისძიება თავისი არსით საქველმოქმედო შინაარსის იყო და პროექტში ჩართულმა სკოლებმა მოამზადეს საქველმოქმედო აქცია საკუთარ თემში გამოვლენილი შეჭირვებული ოჯახების დასახმარებლად. ღონისძიება მნიშვნელოვანი იყო იმითაც, რომ მასში მიზნობრივ სკოლებთან ერთად ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, არასამთავრობო სექტორი და მას მედია მონაწილეობდა.

ღონისძიება პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობდა გურიის რეგიონის სამივე რაიონში – ოზურგეთში, ლანჩხუთსა და ჩოხატაურში. ღონისძიების ძირითადი განმახორციელებელი გურიის ახალგაზრდულ რესურსცენტრთან ერთად პროგრამის ფარგლებში დაარსებული სამი სამოქალაქო კლუბის მასპინძელი სკოლები და მოსწავლეები იყვნენ.

ღონისძიება #2 საჯარო სკოლაში გაიმართა და მასში პროგრამაში ჩართული 12 სკოლა მონაწილეობდა. აქ 60–ზე მეტი ბავშვი აქტიურად ჩაერთო ღონისძიების ორგანიზებაში. მოეწყო ბავშვების მიერ დამზადებული ხელნაკეთი ნივთების გამოფენა–გაყიდვა. გაიყიდა დამზადებული ნივთების დიდი ნაწილი. განსაკუთრებული აქტიურობის გამოირჩეოდნენ სტუმრები ადგილობრივი თვითმმართველობიდან, ბიზნესსტრუქტურებიდან, მას მედიიდან და არასამთავრობო სექტორიდან. ღონისძიება სხვა მოწვეულ სტუმართა სიმრავლით გამოირჩეოდა აქ იყო მიზნობრივი 14 სკოლის დირექტორი და მოსწავლე. გარდა ღონისძიებისას გაყიდული ხელნაკეთობისაგან შემოსული თანხისა მნიშვნელოვანი შემოწირულობა გააკეთა ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა საკვების სახით.

 

 

Leave a Reply