სრული ქაოსი – მსოფლიოს იდიოტიზმში ჩაკარგული ნაფლეთები

ყოველთვის ვწუხდი, რომ ჩვენს ქალაქში არ არის ადგილი, სადაც შეიძლება, განმარტოვდე. განმარტოვდე ისე, რომ “ზედმეტის” ცქერამ არ შეგაწუხოს. მიუხედავად ამისა, მაინც ვესწრაფვი ისეთ  ალაგს, სადაც ხალხმრავლობა არ არის.

ხშირად იქ ყოფნა მტკოვნეულია, რადგან არა წარსულის, არამედ მომავლის ლანდებს შეეჩეხები(არახალხმრავალ ადგილებს ახალგაზრდები იშვიათად სტუმრობენ)…

ამ ბოლო დროს თვს ცუდად ვგრძნობ: არაფერი მინდა და არაფერი მაღელვებს. არ არსებობს ადამიანი(თუ არ ჩავთვლით ყველაზე მდუმარეს), რომ მისმა ნახვამ არ გამაღიზიანოს. კარგა ხანია, არაფერი დამიწერია, ბევრ შემოთავაზებაზე ვთქვი უარი, ენერგიის მარაგი აღარ შემომრჩა და სახლიდან იშვიათად გავდივარ. არ ვიცი, ეს რისი ბრალია, მაგრამ, ფაქტია, რომ გადამდებია. ჩემთან ვინც კი მოდის,  მდუმარედ ზის და ცოტა ხანში მიდის. ჰააუუ…

არაფერი გამოდის, არაფერი. ამას კი იმიტომ ვწერ, რომ არავის ვეწუწუნები,– წუწუნა ხალხს ვერ ვიტან– და უნდა დავწერო.

– ახალგაზრდა ხარ, ძვირფასო, ცოტა გაერთე, გაიარე. ასე არ შეიძლება,– მესმის ვიღაცის პათეტიკური ხმა. მაღიზიანებს. ნაძალადევად ვუღიმი. ჯანდაბას…

ქალაქში გაშმაგებით მოძრაობენ, თითქოს, მეგაპოლისი იყოს. მიდი–მოდიან, მაგრამ სად? აქ არც კინოა– “ევროპა ბეთი” გაგვიხსნეს,  არც რაიმე ადგილი, სადაც შეიძლება დრო ისე გაატარო, რომ არ იფიქრო: “ღმერთო, ეს სად ვცხოვრობთ?!” ისმის სიცილი,  სახვადასხვანაირი: თავაშვებული, კრიალა, ჩხრენწილი,  ნაძლადევი,   ვულგარული, გამომწვევი… ლაღი და ბუნებრივი. მაგრამ, ჩემთვის სულ ერთია!  უნდა ვაღიარო : აქ საშინლად, საშინლად გაუნათლებელი ხალხი ცხოვრობს. მათ წარმოდგენაც არ აქვთ, როგორ შეიძლება ადამიანმა არავულგარულად იცხოვრო. ჯანდაბა, ამას არ უნდა ვწერდე. მაგრამ, მაგრამ… თითქოს,  ტყვიამფრქვევებით მესვრიან ათას სისულელეს! ჩემ წინ დგას უზარმაზარი ტყვიამფრქვევი და მიშენს სიტყვებს! მიშენს, მიშენს. მოდიან ღვარად, ნაკადად, არ ჩერდებიან. მით უფრო ხელდებიან,  რაც უფრო გახელებენ!!! მერე ნელ–ნელა ადამიანები ხდებიან და ხედავ მათ სახეებს და  ეს აუტანელია! ნიშნისმოგებით გიცქერენ და შენი ტანჯვით ტკბებიან. ტკბებიან ათასები, ათიათასები, მილლლიონები… ბიბლიოთეკაშიც კი მათი მძაღე სუნი იგრძნობა. ეს სუნი ყველგან მცემს და ლამის, გავხდე მეც პარანოიდი, ნევროპათი ან რამე ამდაგვარი სისულელე.  მე მიპყრობს გულისრევის შეგრძნება, ასეთი რამ ხშირად მემართებოდა და მიკვირდა. მერე ესდ ერთ წიგნშიც ამოვიკითხე: ღებინება. გამოწვეული საცხოვრებელი გარემოთი, ხალხით, აზრებით, სიტყვებით, ლაყბობით, ნგრევით, ჩხუბით, დედაკაცური, მამაკაცური, საშინელი ჩხუბით. ყველაფღით. უგრძნობელობით.

მე ყოველთვის მიყვარდა პროფესიონალები. არ აქვს მნიშვნელობა პროფესიას, მთავარია პროფესიონალიზმი. ჰოდა, დავდივარ და ვეძებ, იქნებ, შემეჩეხოს სადმე… ყველაზე არასაჭირო ადგილას მხვდებიან… არაპროფესიონალები კი იქ მეფეტებიან თავიანთი  იდიოტური, დაბნეული სახეებით, სადაც მათი ყოფნა სრულებით უადგილოა, წარმოუდგენელია.

გული მტკივა, რომ მწყობრად ვეღარ  ვწერ.

იქნებ დავდივარ უკუღმართ გზებზე? იქნებ დამიბნელდა გონება და სისულელეებს ვჩმახავ?  იქნებ, მეც სხვებივით მგონია, რომ ნიღაბი უნდა მოვირგო? ან იქნებ, ესა ნიღაბი ყველაზე კარგად მე მოვიხდინე … ნიღბის შემზარავი, ამოჭრილი თვალებიდან ყველა ნიღბიანი ჩანს?!

ეჭვი  მღრღნის: ბევრია ადამიანი  დიდი სურვილით და მცირე შესაძლებლობებით. უნდათ სივრცეებს გადასწვდნენ, თვალი აიხილონ , “განათლებული” ერქვათ. ეზარებათ, მაგრამ იწყებენ კითხვას. მოუმზადებლად  ეგებებიან  მფეთქვი ტვინებით მძიმე და ჩახლართულ მსჯელობებს და ყველაფერი  უკუღმა ესმით.  მერე კი დარწმუნებულები იმაში, რომ განათლებული კაცი  მხოლოდ წარბშეკრული და დდეპრესიული უნდა იყოს, ხდებიან თვითონაც ასეთები. იწყება აღფრთოვანებისა და  აღმაფრენის წუთები… მათზე უფრო დაბალ სტადიაზე მყოფები აღმერთებენ  ამ წარბშეკრულ, დეპრეიულ, ქადაგად დავარდნილ ვიღაცებს… ამ დროს კი გვერდიდან   იყურება   ასევე წარბშეკრული, დეპრესიული   ადამიანი.   თუ ახლოს მიხვალ, მაშინღ გაარჩევ, რომელია ყალბი და რომელი – ნამდვილი. თითოეულს სპეციფიური სუნი აქვს. მე სიყალბის სუნს ყველაში ვარჩევ.

ნელ–ნელა ვრწმუნდები, რომ ქვეყნად ყველაფერი შთაგონებაა და მეტი არაფერი.   ან გწამს ან – არ გწამს  და ამის მიხედვით ცხოვრობ.  აჯერებ საკუთარ თავს, რომ გონიერი ხარ და ხდები კიდეც  გონიერი, აჯერებ საკუთარ თავს, რომ უბედური ხარ და ხდები კიდეც    უბედური. გააჩნია დაჯერების ხარისხს და მეტოდს. არასწორად დაჯერება სავალალო შედეგებს იძლევა.

ახლა ვცდილობ,  დავაჯერო თავი, რომ ცხოვრების აზრი არსებობს და ეს იმდენად ძნელია, რომ ფიზიკურ ტკივილს ვგრძნობ.   ამ დროს თავს გახლეჩილივით ვგრძნობ: ერთი ნაკუწი ღრმად არის რაღაცაში დარწმუნებული, მეორე– არა; ერთმა იცის,  რომ მთელი კაცობრიობის არსებობაა სასწული და მაღალი ღმერთი ცაში ან სადმე გველის და მოგვიტევებს,

 

მეორეს  კი სულ ფეხებზე ჰკიდია, მიუტევებენ თუ არა, მთავარია, რომ   კერპად თვლის იმას, ვინც “იქაა”!  სისხლისმსმელ კერპად, დანაშაულისდ სტამბის მეპატრონედ, ბოროტ მასხარად!.. ერთს უყვარს მთელი კაცობრიობა უფლისა და საკუთარი სახელით, ყველასა და ყველაფრის გამო გრძნობს თავს დამნაშავედ და სჯერა, ოდესმე ყველა მასსავით იქნება, მეორეს კი სძულს ყველა თვისი სიბრმავის, გონებაჩლუნგობის, სიძულვილის გამო! სძულს, რომ მისი არსება დაანგრია და იმდენ ნაწილად დაგლიჯა, რამდენი იდიოტური სტერეოტიპიც მოიგონა! ამ მეორე ნაწილსაც უყვარს ხოლმე მთელი კაცობრიობა, ოღონდ სძულს ცალკეული ადამიანები და უყვარს ცალკეული ადამიანები, რამდენადაც სძულს მთელი კაცობრიობა.   აი, სად “იჭედება” ჩემი “ყნოსვა” სიყალბის გარჩევაში.  მე სხვა მაძებარი მჭირდება, საკუთარ თავს ვერაფერს ვუხერხებ.

არ ვიცი, არსებობს კი ვინმე, სიმაღტლე გამაგებინოს საკუთარ თავზე?! თუკი  არსებობს, დამიკავშირდეს. იმედია,  შეწებვაც ეხერხება, რომ ჩემი ნაფლეთები იპოვნოს, მოიაროს  სდაქართველო,   ნიკარაგუა, ზიმბამბვე, ინგლისი, კანადა,  იტალია,  ამერიკა– მთელიო მსოფლიო და   ამაწყოს.

P.S.  ჰო, თუკი გამოჩნდა, ჩემში არ დარჩეს, ქვევრის მწებავივით.

ეთო შეროზია

Leave a Reply