ქალი პაპის ტახტზე!!!

IX  საუკუნე პაპის ინსტიტუტის  გაძლიერებასა და განმტკიცების ხანაა.პაპებმა განავითარეს იდეა , რომლის მიხედვითაც მაცხოვარმა ისინი  მსოფლიო ეკლესიის მეთაურებად  დაადგინა და რომ  ქრისტიანული სამყაროს  ყველა იერარქი პაპს უნდა ემორჩილებოდეს .ამ პერიოდში რომი დასავლეთ ევროპაში ქრისტიანობისა და განათლების გავრცელების  მოთავეა. მიუხედავად ამისა ,ამ ეპოქაშიც მრავალი რამ მოხდა, რაც რომის მღვდელმთავართა ავტორიტეტს ვნებდა.განსაკუთრებით აღსანიშნავია ნახევრად ლეგენდარული ისტორია ქალი პაპის შესახებ,რომელიც მშობიარობისას დაიღუპა.
ბოლომდე გარკვეული არ არის , მრთლა იყო თუ არა ქალი რომის პაპი.ზოგიერთი ისტორიკოსი მიიჩნევს ,რომ ასეთი ფაქტი მართლაც მოხდა ისტორიაში და რომის ეკლესიას მართლაც ედგა ქალი სათავეში,რომელმაც რომაელი სამღვდელოების უმაღლეს იერარქიაში შეღწევა შეძლო.
მიჩნეულია ,რომ იოანა რომის ეკლესიის მღვდელმთავარი იყო(რა თქმა უნდა ამას პირობითად ვამბობთ, რადგან კათოლიკური ისევე როგორც მართმადიდებლური ღვთისმეტყველების თანახმად ,ქალს არ შეუძლია  მღვდელი გახდეს ,მით უმეტეს  მაღალი იერარქიის  ხარისხს ვერ მიიღებს,)855-858 წლებში .ზოგიერთი წყაროს ცნობით XI საუკუნეში უფრო ზუსტად 1099 წელს.
წყაროთა თანახმად ,იაონა მაინცში ან ინგელჰაილმში დაიბადა ინგლისელი მისიონერის ოჯახში.იმ დროს , ფრანკთა დაშლილი იმპერიის აღმოსავლეთის მიწებზე აქტიურად მიმდინარეობდა იქ მოსახლე სხვადასხვა   გერმანული და სლავური მოდგმის  ხალხების გაქრისტინება.გოგონას ადრეული ასაკიდანვე გამოუვლინებია განათლებისადმი სიყვარული..თორმეტი წლის რომ შესრულდა ,მამკაცის სამოსში გადაცმული სახლიდან გაქცეულა ათენში,რასაკვირველია ,სწავლის გასაგრძლებლად.ათენის სემდეგ რომში გადასულა , სადაც ჰუმანიტარულ  მეცნიერებებს  დაეუფლა . თავისი განათლებით ინგლისელი ქალი(თუმცა ყველას მამაკაცი ეგონა)დიდ სთაბეჭდილებას ტოვებდა .როგორც ჩანს, თუკი წყაროთა მონაცემებს ვერწმუნებით , მან უმაღლესი იერარქიის წოდება მიიღო შემდეგ კი პაპიც გახდა.XIII საუკუნის მემატიანე მარტინ პოლონიუსი გადმოგვცემს,რომ ის ეკლესიას  ორი წლის ,შვიდი თვისა და ოთხი დღის განმავლობაში მართავდა.მარტინ ოპაველის  თანახმად,ის საყვარლისგან დაფეხძიმდა და კოლიზეუმისა დაწმინდა კლიმენტეს ტაძრის მდებარე ვიწრო ქუჩაზე მსვლელობისას მშობიარობას გადაჰყოლია.ასევე XIII  საუკუნის მემატიანე ჟან დე მაია წერს,რომ იაონა ცხოვრობდა XI საუკუნეში და იგი პაპი 1099 წელს ყოფილა,ხოლო პაპების სიაში იმიტომ არ მოუხსენიებით, რომ ქალი იყო,რომელიც ჟან დე მაიას თქმით, “ხასიათისა და ტალანტის წყალობით ჯერ კურიის მდივანი,შემდეგ კარდინალი, ბოლოს კი პაპი გახდა “.როდესაც იოანამ იმშობიარა და აშკარა შეიქმნა რომ ქალი იყო ,რომაული  კანონების თანახმად ,იგი ცხენის კუდზე გამოაბეს და ქვებით ჩაქოლეს.
გადმოცემის თანახმად,რომსი პაპის კურთხევისას იყენებდნენ სკამს ,რომლის შუა ნაწილი ამოჭრილი იყო, ე.წ sella  stercoraria , რომლის მეშვეობითაც თითქოს პაპის სქესს ამოწმებდნენ,მაგრამ  არც ეს ცნობაა ისტორიულად დამოწმებული.სიმართლეს ის ცნობა უფრო შეესაბამება ,რომლის მიხედვითაც ეს სკამები ძველ რომაულ კონსულებს ეკუთვნოდათ.
ქალი პაპის რეალობის დამადასტურებლად ხშირად მოჰყავთ შემდეგი რამ:1634  წლამდე სიენას ტაზარში სხვა პაპების თუ წმინდანების  ქანდაკებებთან ერთად  იოანა  VIII -ის ქანდაკებაც იდგა,ხოლო მხატვრულ  შმოქმედებაში ხშირად ჩნდებოდა ქალის (არატრადიციული “მადონას”) გამოსახულება ბავშვთან ერთად ,რომელსაც საზოგადოება იოანად მიიჩნევდნენ.
იჯდა თუ არა ოდესმე ქალი პაპის ტახტზე,საბოლოოდ გარკვეული არ არის(წყაროთა სიმწირის,ბუნდოვნებისა და სხვა მიზეზთა გამო),ამიტომ ქალი რომის პაპის იოანა VIII-ის შსახებ არსებულ გადმოცემებსა და წერილობით წყაროებში ლეგენდა და სინამდვილე ერთმანეთშია არეული

.

Leave a Reply