გიორგი ფოჩხუა– ჩემი თვალით დანახული სინამდვილე

ყველა შეძრა იმ ტრაგედიამ, რაც 14 ივლისს გახმაურდა და ელვის სისწრაფით გადაუარა ზუგდიდს:გიორგი ფოჩხუა ანაკლიაში დაიხრჩო… დიდი თუ პატარა დღემდე ამაზე საუბრობს. ვრცელდება უამრავი ვერსია. ექსპერტიზის პასუხი კი ჯერ–ჯერობით უცნობია.

გიორგი დაახლოებით ერთი წლის წინ გავიცანი.ჩემმა კლასელმა, დიტო ფიფიამ გაიგო, რომ პიესებს ვწერდი და მითხრა, ეთო, შენ რა, ამას სახლში დასადებად წერო? ადგა დაგამომართვა, თეატრში წავიღებო. წაიღო და ცოტა ხანში დამირეკეს, მოდი თეატრშიო. მივედი და მივედი. მას მერე მონუსხული ვარ.

14 ივლისს წერილი მომივიდა, რომ გიორგი ზღვაში დაიხრჩო. მაშინვე გავქანდი მისი სახლისკენ, ვერ ვიჯერებდი. როცა დადასტურდა, რომ მართლა გარდაცვლილი იყო, მაშინვე ავიკვიატე, რომ გიო თავს ასე არდაიღუპავდა, ნასვამი წყალში არ მოვიდოდა. ვთქვი, ხომ არ მოკლეს–მეთქი?ამ აზრმა თვითონაც შემაშინა… უკვე მეორე დღეს დადასტურდა, რომ მართლაც მოკლული იყო.ამან კიდევ უფრო შეძრა მთელი ქალაქი. ერთადერთი ის აინტერესებდათ, ვინ და რატომ მოკლა ადამიანი, ვინც ქალაქისთვის იმედი იყო, ყველას ასე ძალიან უყვარდა. იმ დღესვე გაიჟღერა სახელმა “ბექა”. ზოგი ამბობდა, რომ გიორგი ძმაკაცებთან ერთად ქეიფობდა. სწორედ იმ წუთას მივიდა ვინმე ბექა(ცობეხია, რომელიც მართლაც მისი მკვლელი აღმოჩნდა) და ჰკითხა: “გიო, ვერ მიცანი?” გიომ უპასუხა, ვერაო. მეორე ვერსიით სიუჟეტი ასეთი სცენარით ვითარდება, განსხვავება მხოლოდ გიორგის პასუხშია:” ვაა, ბექაა…” ამას, თითქოს, საქმესთან არსებითი კავშირი ჰქონდა, მაგრამ დიდი ხელჩასაჭიდიც არ იყო.

შემდეგ თქვეს, რომ გიოს ისეთი კარდები ჰქონდა, რაც მის ადგილას ყველას საფრთხეს შეუქმნიდა, თუმცა არავინ აკონკრეტებს, კერძოდ–რა… ანუ, ამ ვერსიის თანახმად , მისი სიკვდილი შეკვეთილი იყო. ძალიან უწმაწური ჭორებიც ვრცელდება გიორგის ორიენტაციასთან დაკავშირებით. იმასაც კი ამბობენ, რომ მსხვერპლი და დამნაშავე საყვარლები იყვნენ.

ბექა ცობეხიასთან ერთად დაკავებულია ვინმე ნიკა ბაძაღუა, ვინც დაცვის თანამშრომელი იყო. ბექა ცობეხია განზრახ მკვლელობის, ნიკა ბაძაღუა კი– ძალაუფლების გადაჭარბების მუხლით დააკავეს. მკვლელს, სავარაუდოდ, 15–დან 20 წლამდე მიუსჯიან. აღსანიშნავია, რომ გამოძიებამ ძალიან ოპერატიულად იმუშავა. აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიას თავშეფარებული ბექა დედამისმა საკუთარი ხელით ჩააბარა გამოძიებას.

რაც შეეხება დამნაშავის დედას, ის რიმა ცხაკაიაა, ადვოკატი. რომ შეხედავ, აშკარაა, რომ მებრზოლი ხასიათის ქალია. რომ ვუტურე მის ინტერვიუს “იმედსა” და “რუსთავი 2″–ზე, ძაილან სასოწარკვეთილი და ძალაგამოცლილი ჩანდა.შემდეგ შევიტყვე, რომ მე9 არხზერადიკალურად განსხვავებული “ინტერვიუ” იყო, დავინტერესდი და ვნახე. ოჰ, საოცრებავ! სულ არ ჰგავდა იმას, რაც ზემოთხსენებულ არხებზე ვნახე. გადამღებ ჯგუფს მიკროფონი გაუნადგურა, მანქანას ქვები დაუშინა და ოპერატორი და ჟურნალისტი მათივე მიკროფონით ცემა. ქალბატონი რიმა, ალბათ, შოკში იყო იმის გამო, რაც მის თავს ხდებოდა, მაგრამ საინტერესოა, რატომ მაინცდამაინც მე–9 არხთან? გავრცელდა ხმა, რომ აფხაზეთში სწორედ მან გააპარა საკუთარი შვილი იმვე გზით, რომლითაც გააპარა.

ფაქტია, რომ თეატრმა დაკარგა იმედი– გიორგი ერთადერთი იყო, ვინც ცდილობდა, ფეხზე დაეყენებინა ის. ქალაქს დააკლდა და მთელ საქართველოს! საშინელება, რაც მოხდა! აუტანელია იმის წარმოდგენა მეგობრებისთვის, რომ გიორგი ცოცხალი აღარაა… გიორგი ხომ ასეთი აქტიური იყო. მე აღფრთოვანებული ვიყავი მისი ნიჭით… აგვისტოში აპირებდა, უკრაინაში წასვლას, რათა რეჟისორის კვალიფიკაციაა მიეღო. იმდენი გეგმა ჰქონდა… ქარივით დაქროდა, ვერ ისვენებდა. ყოველთვის რთულია დაიჯერო, რომ ასეთი ადამიანი ცოცხალი აღარაა. ნეტავ, არ დამეხედა მისი ცხედრისთვის დაკრზალვის დღეს, ისეთი დამმახსოვრებოდა, როგორიც პირველად ვნახე. ხმას ვერ ვიღბ, გულს ვერაფერს ვუდებ ეს დღეები. არ ვიცი, ასე როდემდე გაგრძელდება…

დაკრძალვაზე უამრავი ადამიანი მოვიდა, უამრავი “ცნობადი სახე”… გიორგი სცენის ცენტრში ესვენა, ჭირისუფლები კი სიღრმეში ისხდნენ. გიოს პატარა შვილი ლუკა მხიარულად დარბოდა… ის ჯერ ძალიან პატარაა და ძალიან ჰგავს მამას. მეც რომ ცამოვიარე სამძიმარზე, გიორგის ნეშტს დავხედე და თვალებს ვერ ვუჯერებდი– დასახიჩრებული, დაბერებული ჩანდა. ცხვირი სულ სხვანაირი, თვალები– ჩაცვენილი. ტუჩები დაკორტნილი. გული მისკდება, ამას რომ ვწერ… პარალელურად სპექტაკლებიდან უშვებდნენ კადრებს. ბოლოს “სტუმარ–მასპინძლიდან” იყო და ტაშითა და ოვაციით სრულდებოდა ჩანაწერი. ხალხს, თითქოს, რაღაცამ უბიძგა და ყველამ უკანასკნელი აოლოდისმენტებით დააჯილდოვა გიო. ჩვენი სიამაყე, რომელიც ვერ სევინარჩუნეთ.

ბევრმა არ იცის და გიორგი დღიურებს წერდა. ძალიან ნიჭიერი ადამიანი იყო, საოცარი შარმი და იუმორის გრძნობა გქონდა. ვინც კი ერთხელ ნახავსდა, ვერასოდეს დაივიწყებდა… ადგილობრივ ტელევიზიაში გადაცემა მიჰყავდა”ფერმერის დღიურები”. ძალიან ნიჭიერად გამოსდიოდა, პროფესიონალურად…

გიოს ძალიან უხაროდა, ჩემი ხნის ბავშვი დრამატურგიით რომ დაინტერესდა ჩვენს ქალაქში და ყველანაირად ხელს მიწყობდა. მისი ბოლო პრემიერა,–”ცრუთეატრის ჰამლეტი”– ჩემთვის პირველი აღმოჩნდა.მადლობა, გიო. მე ყოველთვის მემახსოვრები და შევეცდები, შენი იმედები გავამართლო…

 ეთო შეროზია

Leave a Reply