ვუთხრათ ,,არა” ტრეფიკინგს!!!

 

ნებისმიერ დროს,ნებისმიერ სიტუაციაში,საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში, ყველაზე აქტუალური თემა ადამიანის ყოფითი პირობებია, მისი მიზნები და შედეგები,რომლებიც ხშირად სავალალოა გაუცნობიერებელ ქმედებათა გამო.
ჟამთასვლა უმეტესწილად ადამიანის მსოფლმხედველობასა და მისწრაფებებს ვერ ცვლის. დროთა სვლის შესაბამისად იცვლება მოთხოვნილება და გარკვეული შეხედულება გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით, მაგრამ რაც ყველაზე მთავარია ის უცვლელია, ადამიანის გაცხოველებული სწრაფვა ხორციელ ნდომათა დასაკმაყოფილებლად. მაცდუნებელ წინადადებასთან ბრძოლაში ყოველთვის მარცხდება სული და გონება, რადგან ხორცი ისწრაფვის მისკენ და ლახავს ადამიანური გრძნობების საზღვარს…

უფლის მიერ აკრძალულისადმი სწრაფვამ, ჟინმა საზოგადოება მხოლოდ და მხოლოდ მატერიალისტ კაცობრიობად აქცია, მათ არ აინტერესებთ სხვა, გაცილებით ღირებული და ხორციელი საზრდოს ძიების პროცესში უამრავ პრობლემას აწყდებიან. პრობლემას, რომელიც ცვლის ადამიანის ცნობიერებას, ძირს უთხრის მის ზნეობრივ, მორალურ ღირებულებებს, ნებისყოფასა და ზოგადად ადამიანობას , როგორც სულიერად, ისე ხორციელად.


ამგვარად,თანამედროვეობის ზოგადსაკაცობრიო პრობლემა დგას ჩვენს წინაშე, რომელიც სამწუხაროდ დღეს საკმაოდ აქტუალურია. ჩემი,როგორც მოზარდის თვალთახედვით, ეს რამოდენიმე საუკუნის წინ გაუქმებული მონობის თანამედროვე ფორმაა, რომელიც ადამიანების მიმართ შრომითი და სექსულური ექსპლუატაციით გამოიხატება.
ადამიანები, რომლებიც საარსებო პირობების გაუმჯობესების მიზნით ოჯახებს, შვილებს, ახლობლებსა და სამშობლოს ტოვებენ ხდებიან მსხვერპლი და აიძულებენ მათ იმუშაონ და იცხოვრონ უსამართლო , არაჰუმანურ და ძალადობრივ პირობებში.ეს ხომ ადამაინის უფლებების უხეში დარღვევაა,თავისუფლების შეზღუდვა, აშკარა ძალადობა, იძულებითი შრომა, ექსპლუატაცია, სიცრუე,კონტაქტის აკრძალვა და მონური ყოფა, სხეულისა და სულის რეალური ხრწნა და ღირებულებათა დაკნინება.

ეს პრობლემა იმდენად აქტუალური გახდა თანამედროვეობისათვის,რომ თავად მოზარდის ცნობიერებამდეც დავიდა ამ საშიშროების გამომწვევი მიზეზები, მისი შედეგები და საფრთხეები, რომელიც გაუცნობიერებელ ქმედებებს მოჰყვება.
ამ პრობლემას ხომ ფსიქოლოგიური ზეგავლენის მოხდენაც შეუძლია მითუმეტეს მცირეწლოვანთათვის, რომლებიც ადამიანთა ვაჭრობის შესახებ სწორად ინფორმირებულნი არ არიან და არ აქვთ გაცნობიერებული ქმედებათა სიზუსტე და მისი შედეგები.

სექსუალური ექსპლუატაცია კი მთლაინად ლახავს ადამიანური ყოფის საზღვარს,აქ ხდება ფიზიკურ ტრამვასთან ერთად ფსიქოლოგიური და გონებრივი რყევა, არასწორი აღზრდა და არასრულყოფილი,არასრულფასოვანი განვითარება.

ეს სოციალური პრობლემა მთავარი იარაღია ეროვნული სულის მოსპობისა, კულტურის, ზნეორივი,მორალური ღირებულებების აღკვეთისა ადამიანის ცნობიერებიდან. ამგვარ ყოფაში პიროვნების სულიერი ხრწნაც იწყება, აღარ გააჩნია რწმენა უფლისა, სცილდება თანდათან ჭეშმარიტ ცხოვრების გზას,უფლისაკენ სავალ გზას. ამ მონურ ყოფაში განსაკუთრებით მოზარდი კარგავს სულიერ სიმტკიცესა და ხორციელ სრულფასოვნებას.

აი,სწორედ ამგვარ ზოგადსაკაცობრიო და უმნიშვნელოვანეს პრობლემათა წინაშე ვდგავართ. იარაღი ამ სოციალური და გამანადგურებელი სენისა არის სწორი ინფორმირება,საკუთარ ქმედებათა წინასწარი გაანალიზება და სულიერი სიმტკიცე.ვიმედოვნებ,რომ ღვთის შეწევნითა და მფარველობით აღმოიფხვრება ეს პრობლემა საზოგადოებრივი ცხოვრებიდან…

Leave a Reply