მოხუცის ფიქრები

გუშინ მეგობრებთან ერთად ძველ სკვერში ვიყავი, მართლაც და ეს დღე ჩემს ცხოვრებაში არ დამავიწყდება, შემიძლია ვთქვა, რომ საოცარი ფაქტის მომსწრე ვიყავი, რომ წაიკითხავთ ზღაპარი გეგონებათ და მე კი ამ ზღაპარში რეალურად ვიმოგზაურე:)))

ჩემს წინ სკამზე, ყავარჯნით ხელში, ჭაღარა თმიანი მოხუცი ჩამოჯდა… მიაფიცხა მზეს თავისი ბებერი ძვლები, მზემ სხივების მაგივრად წარსულის თბილის ფიქრები მიანათა, მიანათა და…

ისე ფიქრი თოვლის გუნდას გავს, მთის წვეროდან დაქანებული რაც დიდ მანძილზე დაგორდება, უფრო ძლიერდება, უფრო დიდდება, თუ კაცმა არ დააყენაზვავად იქცევა და ყველაფერს თან გაიტანს…

შევატყვე, რომ მოხუცი ფიქრმა წაიღო, ისე გაუბრწყინდა თვალები, ვიფიქრე ალბათ ლამაზი ქალის სილუეტი წარმოუდგა თვალწინთქო… უცებ შევატყვე, რომ მოხუცს თვალები აემღვრა, გულზე სევდა მოაწვა, მაგრამ მალევე გადაყლაპა ეს გრძნობა. მოხუცი კიდევ უფრო ჩაიძირებოდა ფიქრებში მე რომ არ მივსულიყავი:)

–ბაბუ! ბაბუ! ხომ კარგათ ხართ? 

უცებ გამოფხიზლდა მოხუცი, თვალზე ცრემლი მოიწმინდა.

 

–რაზე ფიქრობდით?ცოტა უხეშად ჩავერიე მის ფიქრებში, მაგრამ ძლიერ დამაინტერესა.

 ის… ის მარინე იყო, ის ხომ პირველად ამ პარკში გავიცანი…ახალგაზრდები ჯგუფად მოდიოდნენ, მას ცისფერი კაბა ეცვა, ჩანთას ლაღად მოაქნევდა, გამოარჩევდი თავის ტოლებში, მასაც არ გამოვჩენივარ მხედველობიდან…

და ისევ ცრემლი გადმოუვარდა, მთელი ემოციით მეუბნებოდა ამას, როგორი სათნო სახე ქონდა… მარინე თურმე მისი აწგარდაცვლილი მეუღლე იყო.

— კარგი, კარგი ბაბუ დაწყნარდი- ვუთხარი მე.

ფეხზე წამოვაყენე, კიდევ ერთხელ მოიწმინდა ცრემლი  და გავუდეგით გზას, მინდოდა რომ სახლამდე მიმეყვანა, მაგრამ არ დამცალდა:( წასვლისას გადავეხვიე და რამხელა სითბო ვიგრძენი იცით:X

ნაღვლიანი თვალები ქონდა, მაგრამ მაინც იმედით აღსავსე, მას ხომ სახლში შვილთაშვილები ელოდებოდნენ…

Leave a Reply