ქრისტეს სუდარა

ტურინის სუდარა ჭეშმარიტად ქრისტეს სამოსია.
ქრისტიანული ისწმინდე , ტუნისის სიწმინდე შუა საუკუნეების ნაყალბევი არ არის და ია არის,როთაც იესო ქრისტე დაკრძალეს.ახალი კვლევა ამ საკითხზე იტალიელმა მეცნიერებმა მოაწყვეს.   ექსპერიმენტის შედეგად იტალიის ენერგეტიკის,ტექნოლოგიებისა და მოწყობილობათა ნაციონალური სააგენტოს თანამშრომლებმა  დაადგინეს რომ, “ქსოვილი,რომელზეც ადამიანის  სხეულის ანაბეჭდები და სისხლის ლაქებია შემორჩენილი,არ შეიძლება განეკუთნებოდეს შუა საუკუნეების და ამასთან ,ისინი ბუნებრივი წარმოსობისაა”.
კვლევის დასკვნიტ ნაწილში მეცნიერები ღნისნავენ,რომ ეს ანაბეჭდები “მაღალი ელექტრომაგნიტური ენერგიის  ამოტყორცნის  შედეგად გაჩნდა”.ამდენად,მათი კვლევა საფუძვლიანი დადასტურებაა იმისა ,რისიც მილიონობით მორწმუნეს სწამდა,რომ ისინი სუდარაზე  ქრისტეს აღდგომისას გამოისახა.
ტურინის  ლეგენდარული სუდარა დიდი ხნის განმავლობაში ინახებოდა კონსტანტინეპოლის ერთ-ერთ მონასტერში.ჯვაროსნების მიერ ბიზანტიის დედაქალაქის აღების შემდეგ  სუდარა საფრანგეთში ჩამოიტანეს,მოგვიანებით კი იტალიაში მოხვდა.
ქრიტიანული სიწმინდე ამჟამად ტუნისში,წმინდა იოანე ნათლისცემლის სახელობის მონასტერში ინახება.
გადმოცემის თანახმად, სწორედ ამ სუდარაში გაახვია იოსებ არამათიელმა  მაცხოვრის სხეული ჯვარცმიდან გადმოხსნის სემდეგ.მასზე ადამიანის სხეულის ანაბეჭდი და სისხლის ლაქები დღემდეა შემორჩენილი.
მეცნიერებისთვის უმთავრესი გამოცანად რჩება სუდარაზე ქრისტეს 3 განზომილებიანი გამოსახულება. თანამედროვე ფიზიკისთვის უცნობმა გამოსხივებამ, რომელიც წამის მემილიონედების განმავლობაში გრძელდებოდა სუდარაზე დატოვა უზუსტესი ფოტოგრაფიული გამოსახულება, რომლის სისქე სულ რამდენიმე მიკრონია. ჯერ კიდევ 1978 წ. ცნობილ გამოკვლევებისას (სუდარის აუტენტიფიკაციაში საბჭოთა მეცნიერებიც იღებდნენ მონაწილეობას, მაგრამ მათ, თავი შეიკავეს სუდარაზე გამოსახული ადამიანის შესახებ კომენტარისგან). მეცნიერებმა გამოთქვეს აზრი, რომ ანაბეჭდები სუდარაზე გადავიდა თერმობირთვული აფეთქების მსგავსად მომხდარი ზემძლავრი განათების შედეგად ქრისტეს აღდგომის მომენტში. მეცნიერთა აზრით მსგავს მოვლენას ადგილი აქვს ხიროსიმაში და ნაგასაკიში, სადაც ატომური ბომბების აფეთქების შედეგად შენობებზე დაფიქსირადა ე.წ. “მუდმივი ჩრდილები”. რუსეთის და ევროპის წამყვანმა მეცნიერებმა ვარაუდი გაქმოთქვეს, რომ გამოსახულება წარმოიქმნა მძლავრი სპეციფიური გამოსხივების შედეგად. შემდგომმა კვლევებმა დაამტკიცეს, რომ გამოსხივება არ ემორჩილებოდა ჩვენთვის ცნობილ ფიზიკის კანონებს. ცნობილმა რუსმა ფიზიკოსმა ა. ბელიაკოვმა დაამუშავა თეორია, რომელსაც ”ცეცხლოვანი სხეულის თეორია” ეწოდა. აღდგომის მომენტში ქრისტეს სხეული სინათლედ გარდაისახა და ქსოვილზე მეცნიერებისათვის წარმოუდგენლად ზუსტი გამოსახულება დატოვა, ისე, რომ მიმხმარი სისხლის და სხვა გვამური სითხეების ლაქები უვნებლად დატოვა. მეცნიერთა მტკიცებით, სუდარის გვამიდან აცლის შემთხვევაში აუცილებლად დარჩებოდა ნაკვალევი. ქრისტეს სხეული აღდგომისას სინათლედ გარდაისახა. მეცნიერთა მტკიცებით სუდარა წარმოადგენს იესო ქრისტეს აღდგომის უდაო ფიზიკურ მტკიცებულებას. ქრისტეს სუდარას XX ს. ეწოდა აგრეთვე ”მეხუთე სახარება”

.

Leave a Reply