ორლეანელი ქალწული–საბედისწერო წუთები

ეძღვნება ჟანა დ’არკს
მეომრები მიიწევდნენ წინ.აი კიბეები მიადგეს კედლებს,სწრაფად არბიან გალავანზე და სამკვდრო -სასიცოცხლო  ბრძოლაში ერთვებიან.ქვის ყუმბარები გრუხუნით ეჯახებიან ორლეანის დიდებულ კოშკებს,მაგრამ ამაოა ყველა მცდელობა.ინგლისელ მშვილდოსანთა ისრები მიზნებს სულ უფრო ხშირად აღწევს .ფრანგები ტრებუშეტებს მოაგორებენ ,ორლეანი ცეცხლის ალშია გახვეული.მტერი მედგრად იბრძვის,ქალაქი არ ნებდება.პარიზელ მოქალაქეთა რაზმი საალყო კოშკს მიაგორებს,ბევრი მათგანი დაეცა გზად,სხვები შედრკნენ,ზურგი უჩვენეს მტერს,ინგლისელებმა ცხელი კუპრი გადაასხეს ახლო მოსულ მოწიინაღმდეგეს.ორთქლი ავარდა და განწირულთა კვნესამ შეძრა ამ საშინელების მომსწრე ფრანგ გლეხთა გულები,რომლებიც მაღალ ხეებზე შემომსხდარები უყურებდნენ თანამემამულეთა გმირულ იერიშს ორლეანის მძლავრ ციხეზე . ბრძოლაში ახალი შენაერთები ჩაერთნენ.მათ მსუბუქ საჭურველში ჩამჯდარი ახალგაზრდა მიუძღვოდათ.ღმერთო ეს გოგონაა!მან მუზარადი მოიხადა ,გრძელი, ქერა თმა  მხრებზე გადაეფინა ,ქარმა გაუწეწა.მახვილი ამოაგო ქარქაშიდან .-Vive le France!Vive le Roy! –გაუმარჯოს საფრანგეთს ! გაუმარჯოს მეფეს! -აღფრთოვანებული ჯარისკაცები თავზეხელარებულ სარდალს მიჰყვნენ.ისრები ზუზუნით წამოვიდა,გოგონას გვერდით მიმავალი სამი მებრძოლი სასიკვდილოდ დაიჭრა,მაგარამ ის არ შეეპუა.კვლავ განაგრძობს გალავანზე ასვლას, უკნიდან ფრანგი მსროლელები მიეშველნენ,ორ ინგლისელს რომელთაც დიდი ქვის დაგორება განეზრახათ, ისრები მოხვდათ და ქონგურებიდან გადაეკიდნენ.აი ქალწული კედელზე ადის ,საფრანგეთის ლურჯი დროშა მიაწოდეს მეომრებმა ,ამ დროს ინგლისურმა ისარმა გაუარა მხარში მამაც გოგონას,ვაჟკაცურად აიტანა,არ დაუკივლია,მუხლზე დაიჩოქა მაინც არ წაიქცა,დროშა თანამებრძოლს გადააწოდა,რომელთაც კოშკზე ამაყად ააფრიალეს ლაჟვარდოვანი ბაირაღი მეფისა და ქვეყნის სადიდებლად.ყველა გოგონას დაიესია,ის ცოცხალი იყო,სასიკვდილო ჭრილობა არ ჰქონდა,მაინც ბევრ სისხლს ჰკარგავდა, მისი სუსტი,ნაზი სხეული ვერ ეგუებოდა  მომხდურის ვერაგი ხელიდან ნასროლ ისარს .
-ჟანა როგორ არის?-იკითხა დოფინმა(საფრანგეთის  სამეფო ტახტის მემკვიდრის ტიტული)
-დაჭრილია მაგარამ გადარჩება…
-ღმერთო, ეს საოცრებაა!ჩვიდმეტი წლის  ქალწულმა აიღო ორლეანი ,ეს უფლის ნიშანია!-ჩაილაპარაკა დოფენმა.
-ან ეშმაკის …-ჩუმად დაამატა კარდინალმა.
-ეშმაკის ?როგორ,ეშმაკი უმწიკლო ახალგაზრდა გოგონაში?!იგი თავს უფლის გამოგზავნილად აცხადებს  და ასრულებს კიდეც იმას,რასაც გვპირდება.და თუ მას ღმერთმა  არ ჩაუნერგა ეს ძალა, გონება და გამძლეობა,მაშ ვინ?! არა, იგი ნამდვილად მხსნელია საფრანგეთის!
-ან დამღუპვლი! -ჩაილაპარაკა გესლიანად კარდინალმა,  -იგი ნამდვილად ეშმაკის გაწაფულია,ჯადოქარი მჩხიბავი,დოფინო!აჯობებს მოვიშოროთ თავიდან,სანამ ჩვენს სამეფოს დაღუპავს!  -ხმას აუწია კარდინალმა.
დოფენმა უპასუხოდ დატოვა დარბაზი.თავში ათასი რამ უტრიალებდა.ჟანამ აღაფრთოვანა და ამის დამალვს არც ცდილობდა .ამ გოგონამ მართლაც ხომ დაამტკიცა თავისი სიმართლე,მან ორლეანი აიღო!
-მაგრამ….ეკლესიასთან დაპირისპირება ამ უმძიმეს ვითარებაში?კიდევ ერთი მაგრამ…
***
-თავს ცნობ ჯადოქრად , კუდიანად და ეშმაკის მსახურად?-გაუმეორა ქალწულს ბურგუნდიელმა კარდინალმა,-აღიარე  დანაშაული, შვილო ჩემო ,და უფალი მოგიტევებს.
-ღმერთმა იცის ,რომ მე მისი მხევალი ვარ და არა მონა დემონისა….-ხმა ჩაუყდა გოგონას,გამსრალი ტუჩბით რაღაცის თქმას ცდილობდა კიდევ,მწვანე , წყლიანი უცოდველი თვალები მიაპყრო წითლით შემოსილ კარდინალს ….
-დაე,მოგიტევოს უფალმა ცოდვანი შენი,ამინ!-გაიმეორა “ღვთის მსახურმა”და განკარგულება გასცა,-ცეცხლი წაუკიდე, უილიამ!
ამლე ცეცხლის ბოროტი ენები ქალწულის სხეულს მოეხვია.იგი უხმოდ იწვოდა ,საშინელ ტკივილს განიცდიდა,თვალები კიდევ ერთხელ მოავლო ამ “სანახაობაზე “მოსულ ხალხს,შემდეგ კი დახუჭა,დახუჭა სამუდამოდ ….ჩაიფერფლა სიცოცხლე იმ ქალწულისა ,ვინც საფრანგეთს თავისუფლებისა და  ბრძოლის სული ჩაჰბერა,”ორლეანელი ქალწული”ლეგენდად იქცა,მისი სხეული დაიწვა ,ხოლო მისი დიდება და  და სახელი მუდამ ემახსოვრება მსოფლიოს,გამორჩეულად კი ფრანგ ხალხს.უბრალო ფრანგი ხალხისთვის  ჟანა გმირობის სიმბოლოდ იქცა,გმირობისა ,რომელმაც საფრანგეთს ასწლიანი ომი წარმატებით დაასრულებინა…..

Leave a Reply