შიში

შიში ემოცია რომელსაც ნებისმიერი ადამიანის დამორჩილება და განადგურება შეუძლია, ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. რა არის ის? რატომ გვეშინია? როგორ ვისწავლოთ მისი მართვა?…

შიში-ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ადამიანური ემოცია რომელიც უკავშირდება თვითგადარჩენისა და უსაფრთხოების სურვილს. შიში თავისი ბუნებით ადაპტურია, მისი გავლენით მომხდარი ტრანსფორმირებები ადამიანს აიძულებენ საკუთარი თავი მიმართოს გარეგნული მოთხოვნილებებისაკენ. იმავდროულად ქცევითი ადაპტაცია მიმართულია იქითკენ რომ მოახდინოს შიშის ჩახშობა და დააბრუნოს ფსიქიკა პირველყოფილ, გაწონასწორებულ მდგომარეობაში.შიშს სხვა ემოციებისგან შედარებით შეუძლია ადამიანის ქცევაზე უფრო ძლიერი გავლენა მოახდინოს.საშიშროების წყაროს გაურკვევლობის შემთხვევაში წარმოიქმნება მღელვარების მდგომარეობა, უსაგნო შიში, რაც იწვევს გარემოში გაძრდილ ორიენტირებას. Continue reading “შიში” »

სრულად ნახვა

ვეგეტარიანელები ვიტამინების ნაკლებობას განიცდიან?!

დღეს მსოფლიოში 800 მილიონი ვეგეტარიანელია. ისინი საკვებად მხოლოდ მცენარეულ პროდუქტებს იყენებენ. ასეთი რაციონი ორგანიზმს ყველა საჭირო ნივთიერებით ვერ ამარაგებს და ექიმთა უმრავლესობა ასეთ კვებას არასრულფასოვნად მიიჩნევს.

ჯანმრთელობისთვის გაცილებით სასარგებლოა ლაკოვეგეტარიანული დიეტა, რომელშიც კვერცხი და რძის პროდუქტებიც შედის. კვების ასეთი სისტემა ორგანიზმს სათანადო რაოდენობით ცილებით უზრუნველყოფს, ასევე – კალციუმით, რომელსაც ვეგეტარიანელთა რაციონი მოკლებულია.

მცენარეული საკვები ასევე ღარიბია B12 ვიტამინით – ხორცეულის სიკეთე და სიავე.
რა არის ცუდი ხორცეულში, რომელზეც ვეგეტარიანელები უარს ამბობენ? ცხიმიანი ხორცი დიდი რაოდენობით ქოლესტერინს შეიცავს, რომლის ჭარბი მოხმარებაც მიოკარდიის ინფარქტისა და ათეროსკლეროზის განვითარების რისკს ზრდის. Continue reading “ვეგეტარიანელები ვიტამინების ნაკლებობას განიცდიან?!” »

სრულად ნახვა

ყავა – დავლიოთ თუ არა?

 

ჩვენს მაგიდაზე ყავა რომ გაჩნდა, ეს ეთიოპიის მცხოვრებთა დამსახურებაა. სწორედ აფრიკის ამ ქვეყანაში შენიშნეს, რომ თხები, რომლებიც მთის ბუჩქის ტოტებიდან კენკრას მიირთმევდნენ, საოცრად ენერგიულები გახდნენ. ადამიანებმა გადაწყვიტეს, ეს საოცარი ნაყოფი გაესინჯათ. შეცდომებისა და მოსინჯვების მეთოდით, ამ კენკრისგან არომატული სასმელი მოამზადეს, რაც მალე მთელ მსოფლიოში გავრცელდა.

თანამედროვე მეცნიერთა აზრით, ყავა სრულიად უსაფრთხო სასმელი არ არის. მთავარია ზომიერებიც დაცვა. მეცნიერები თვლიან, რომ დღეში 2-3 ფინჯანი ყავა ჯანმრთელობას არ ვნებს.

ყავაში არსებული კოფეინი გულისცემას აჩქარებს და წნევას მაღლა სწევს. ადამიანებში, რომლებიც დღეში 5-6 ფინჯან ყავას მიირთმევენ, გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკი 75%-ით იზრდება. უნდა იცოდეთ,რომ მაგარი ყავის უზმოზე დალევა არ შეიძლება- კუჭის წვენის მჟავიანობას ამაღლებს და ვიტამინების შეთვისებას ხელს უშლის. ამიტომ უმჯობესია, საუზმე ფინჯანი ყავით არ დაიწყოთ. Continue reading “ყავა – დავლიოთ თუ არა?” »

სრულად ნახვა

ჯანსაღი ცხოვრების ელემენტები

 

ცხოვრების ჯანსაღი წესი ჯანმრთელობის ერთ-ერთი უმთავრესი პირობაა. ის რამდენიმე ელემენტს მოიცავს: შრომისა და დასვენების ოპტიმალურ რეჟიმს, სწორ კვებას, მოძრაობით აქტივობას, პირად ჰიგიენას, სხეულის გაკაჟებას, მავნე ჩვევებზე უარის თქმას, ადამიანების სიყვარულს, ცხოვრების პოზიტიურ აღქმას.

ცხოვრებისეული გამოცდილება მეტყველებს, რომ ადამიანი ჯანმრთელობისთვის მხოლოდ მას შემდეგ იწყებს ზრუნვას, რაც ის სერიოზული პრობლემებს შეუქმნის.
გთავაზობთ ექიმების, დიეტოლოგებისა და ფსიქოლოგების საერთაშორისო ჯგუფის მიერ შემუშავებულ ათ ძირითად რეკომენდაციას, რომლებიც საფუძვლად უდევს ცხოვრების ჯანსაღ წესს და საშუალებას გვაძლევს, დაავადება ჩანასახშივე მოვსპოთ.

1. შეავსეთ კროსვორდები, დაეუფლეთ უცხო ენებს, დაივიწყეთ კალკულატორი და გამოთვლები გონებაში აწარმოეთ. ყოველივე ეს შესანიშნავად ავარჯიშებს ტვინს, ანელებს გონებრივ შესაძლებლობათა ასაკობრივ დეგრადაციას, ააქტიურებს სისხლის მიმოქცევის სისტემის მუშაობას და აჩქარებს ნივთიერებათა ცვლას.

2. სამსახური ჯანსაღი ცხოვრების წესის ერთ-ერთი უმთავრესი ელემენტია. ეცადეთ, თქვენთვის შესაფერისი სამსახური იპოვოთ, რომელიც მატერიალურ კეთილდღეობასთან ერთად სიხარულსაც მოგიტანთ. საყვარელი საქმე აფერხებს ბიოლოგიური დაბერების პროცესს და ახალგაზრდობას ახანგრძლივებს.

3. ერიდეთ ნაყროვანებას. ჩვეული 2500 კალორიის ნაცვლად დღეში 1500 იკმარეთ. ამით უჯრედების აქტიურობას და სწრაფ თვითგანახლებას შეუწყობთ ხელს. ნურც მეორე უკიდურესობაში გადაეშვებით _ არასრულფასოვანი კვება არანაკლებ მავნებელია. Continue reading “ჯანსაღი ცხოვრების ელემენტები” »

სრულად ნახვა

სექსი შუა საუკუნეებში

1,პრეზერვატივი მიუხედავად იმისა რომ ეკლესია შუა საუკუნეებში კონცენტრირებული იყო სექსუალური აქტის ცოდვად განხილივსკენ, თავდაცვის საშუალებებთან დაკავშირებით ისინი უფრო ლოიალურები არმოჩნდნენ, თუკი ამ თემასთან დაკავშირებული ყველა ცოდვა სასიკვდილოდ იქნა განხილული, კონტრაცეფცია შედარებით ნაკლები სიმძიმის ცოდვად იქნა მიჩნეული. ამის მიზეზი პრეზერვატივების დანიშნულება...

სრულად ნახვა

ადამიანის ჯანმრთელობა და ცხოვრების ჯანსაღი წესი

 

ჯანმრთელობა შეუფასებელი სიმდიდრე და ადამიანის სიცოცხლის ხარისხის უმნიშვნელოვანესი განმსაზღვრელი ფაქტორია.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განმარტებით, ჯანმრთელობა – ეს არის ფიზიკური, სულიერი და სოციალური კეთილდღეობის მდგომარეობა, და არა მარტო დაავადებისა და ფიზიკური დეფექტების არ არსებობა.

მოსახლეობის ჯანმრთელობა უმნიშვნელოვანესი ეროვნული ღირებულებაა. იგი საზოგადოების განვითარების ძირითადი პირობა და ამავე დროს – მისი ზემოქმედების საბოლოო შედეგია. მისი შენარჩუნება და განვითარება ქვეყნისათვის ერთ – ერთ უპირველეს ამოცანას წარმოადგენს.

მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის ან საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დონის შესაფასებლად გამოიყენება სხვადასხვა მაჩვენებლები: დემოგრაფიული (შობადობა, სიკვდილიანობა, სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა), ავადობის, დაინვალიდების (მყარი შრომისუუნარობის), ფიზიკური განვითარებისა და სხვა მაჩვენებლები.
იცინის მთავარი ამოცანაა, პასუხი გასცეს კითხვას, თუ რით არის განპირობებული მოსახლეობის ჯანმრთელობა. მიჩნეულია, რომ სხვადასხვა ფაქტორები შემდეგ ზეგავლენას ახდენენ ჯანმრთელობის მდგომარეობაზე:
ცხოვრების წესი და პირობები – 48-50%,
გარემო – 20-22%,
გენეტიკური ფაქტორები – 18-20%,
ჯანმრთელობის დაცვის წილი – 12-14%.
ადამიანის ჯანმრთელობაზე მოქმედი ფაქტორების შეფასებამ ცხადყო, რომ
წამყვან როლს თამაშობს ის სოციალური გარემო, რომელშიც მას უხდება ცხოვრება. ცხოვრების წესი არის სფერო, რომელიც უშუალოდ მოქმედებს მოსახლეობის ჯანმრთელობასა და მის მაჩვენებლებზე. ცხოვრების წესს გარკვეულად განაპირობებს ცხოვრების პირობები, მაგრამ არასწორია მათი სინონიმებად წარმოდგენა.
ცხადია, რომ მატერიალური კეთილდღეობის დონე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ცხოვრების წესზე. სტატისტიკური მონაცემებით მცირე შემოსავლის მქონე პირები საზოგადოების მაღალანაზღაურებად ფენებთან შედარებით უფრო ხშირად ავადმყოფობენ, იშვიათად მიმართავენ პროფილაქტიკულ დახმარებას, გააჩნიათ სიკვდილიანობის შედარებით მაღალი მაჩვენებელი.
მაღალი შემოსავლის მქონე მოსახლეობის ჯგუფები ხშირად იყენებენ სამედიცინო დახმარების პროფილაქტიკულ სახეებს. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ მოსახლეობის ჯანმრთელობისათვის მნიშვნელობა აქვს არა თვითონ მატერიალური შესაძლებლობებს, არამედ ჯანმრთელობის შენარჩუნებისა და გაუმჯობესების მიზნით მათ გონივრულ გამოყენებას. ეს უკანასკნელი მნიშვნელოვანწილადაა დამოკიდებული როგორც საერთო, ისე სამედიცინო განათლების დონეზე.
ერთნაირი ასაკობრივ-სქესობრივი ჯგუფების შედარებისას ნაჩვენებია, რომ უმაღლესი განათლების მქონე პირთა სიკვდილიანობა 1,5-4-ჯერ ნაკლებია, ვიდრე შედარებით დაბალი განათლების მქონე ჯგუფებში. დამაჯერებელია, აგრეთვე, მონაცემები სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობებს შორის განსხვავებების შესახებ. მიჩნეულია, რომ განათლების უფრო მაღალი დონის მქონე პირების სიცოცხლის დიდი ხანგრძლიობა, პირველ რიგში, დამოკიდებულია მათი შრომისა და დასვენების რაციონალურ სტერეოტიპებთან. ასევე ცნობილია, რომ დედის განათლება პირდაპირ კავშირშია საკუთარი ბავშვის ჯანმრთელობასთან.
ცხოვრების ჯანსაღი წესი გულისხმობს იმ ქცევას, რომელიც დადებით გავლენას ახდენს ადამიანის ჯანმრთელობაზე, ე. ი. ცხოვრების ჯანსაღი წესი საკუთრივ მოიცავს ქცევის ყველა ელემენტს (შრომითი, სოციალური, ინტელექტუალური, ფიზიკური, სამედიცინო აქტივობა), რომელთა მიზანია ინდივუიდუალური და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის გაუმჯობესება. ცხოვრების ჯანსაღი წესი ასევე შეიცავს ჯანმრთელობაზე მოქმედი რისკ – ფაქტორების თავიდან აცილების გზებს.
ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებისათვის გამიზნული სახელმწიფო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებია: Continue reading “ადამიანის ჯანმრთელობა და ცხოვრების ჯანსაღი წესი” »

სრულად ნახვა

თქვენი წონა იმ ჭურჭლის ფერზეა დამოკიდებული, რომლიდანაც მიირთმევთ – უცნაური დიეტა

  ფერები ჩვენს ცხოვრებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს. ცნობილია, რომ ფერები ადამიანის ემოციებსა და გუნება–განწყობილებაზე გარკვეული სახით ზემოქმედებს. ზოგიერთი ფერი ასტიმულირებს მადას, ზოგი კი პირიქით, გულგრილს ხდის საუკეთესო კერძის მიმართ. საკვების მიღების დროსაც თუ შეეცდებით მადის ფერებით მანიპულირებას, შედეგებს აუცილებლად მიიღებთ. თუ გონივრულად შეარჩევთ ფერად...

სრულად ნახვა

ჯანმრთელი კვება სილამაზის საწინდარია

ცნობილმა დიეტოლოგებმა შეისწავლეს ადამიანის სისხლი და ამ ანალიზის საფუძველზე შეიმუშავეს დიეტა – რამდენი და რა დროს უნდა მიირთვათ, რომ თავი კარგად იგრძნოთ.
მრავალწლიანმა პრაქტიკამ დაამტკიცა, რომ ზოგი პროდუქტის შეთავსება შეუძლებელია და ადამიანის ორგანიზმი ძნელად ითვისებს. მაგ., საქონლის ან ფრინველის ხორცი შეუთავსებელია კარტოფილთან, მაკარონთან და ყვავილოვან კომბოსტოსთან.

უმჯობესია, ამ ჩამონათვლის მაგივრად ხორცთან მიირთვათ კიტრი, პომიდორი, ნიახური, ბროწეული, გრეიპფრუტი, შტოში (რომლებიც თევზთან და ზღვის პროდუქტებთანაც უპრიანი იქნება).

ბოსტნეული უნდა მივატანოთ რომელიმე ერთ სახეობას: ბრინჯს, წიწიბურას, მუხუდოს, კვერცხის გულსა და სოკოს და არა ამ ყველაფერს ერთად, ვინაიდან ისინი ერთმანეთთან შეუთავსებელია.

ხილი უფრო სასარგებლოა, თუ მასთან ერთად მიირთმევთ ნიგოზს, საზამთრო და ნესვი კი ცალ-ცალკე, ყველა ხილისგან და ერთმანეთისგანაც დამოუკიდებლად მიირთვით. ეს წესი ასევე ეხება რძის პროდუქტებსაც.

კარგად დაღეჭე

კბილები ბუნებამ იმიტომ მოგვცა, რომ საკვები დავღეჭოთ. როდესაც საჭმელს საგულდაგულოდ დაღეჭავთ, ამით ნაჭამის რაოდენობასაც გააკონტროლებთ, მაგრამ თუ ჩქარ-ჩქარა, დიდ ლუკმებს გადაყლაპავთ, უფრო გვიან დანაყრდებით.

განსაკუთრებით კარგად უნდა დაღეჭოთ ნახშირწყლების შემცველი პროდუქტები, რომლებიც უკვე პირის ღრუში ყოფნისას გადამუშავდება: თუკი ცუდად დაღეჭავთ, ორგანიზმს არავითარი სარგებელი არ ექნება.

მაინც რამდენ ხანს უნდა ვღეჭოთ? დრო კი არ უნდა ვითვალოთ, არამედ საკვები პატარ-პატარა ნაწილებად დავყოთ და მხოლოდ ამის შემდეგ ჩავიდოთ პირში.

არასამუშაო რეჟიმი

კვების გაწერილი რეჟიმი არ არსებობს. როცა უნდა მოგშივდეთ, საღამოს 7 საათზე, თუ ღამის 12 საათზე, თავს ნუ შეიკავებთ და შეჭამეთ. შიმშილის გრძნობამ შესაძლოა ყოველდღე ერთსა და იმავე დროს შეგაწუხოთ იმ შემთხვევაში, თუ ფანჯრებს მიღმა ერთი და იგივე ტემპერატურაა, მზეც ერთნაირად ათბობს.

ეს კი, მოგეხსენებათ, შეუძლებელია, შეეცადეთ და შიმშილს 20 წუთზე მეტს ნუ გაუძალიანდებით, მაგრამ კარგად დარწმუნდით, მართლა მოგშივდათ თუ მოგწყურდათ. ამიტომ ჭამის წინ ერთი ჭიქა წყალი დალიეთ და მიხვდებით, გშიათ თუ გწყურიათ.

ის, რაც გემრიელია

მიენდეთ თქვენს პირის გემოს და ის უტყუარად “გეტყვით”, რა უნდა ჭამოთ, რა არის თქვენთვის მისაღები. თუ თქვენ არასდროს გიზიდავდათ პომიდვრის გემო, ე.ი. ეს პროდუქტი თქვენს ორგანიზმს არ სჭირდება.

ქოლესტერინი არ იკბინება

რაღაც მომენტში ერთსულოვნად გადაწყვიტეს, რომ ქოლესტერინი მავნეა, მაგრამ ორგანიზმი მას თავად გამოიმუშავებს და ესე იგი სჭირდება კიდეც. მთავარია, რომ ქოლესტერინი იყოს იმ პროდუქტებში, რომელიც მას უნდა შეიცავდეს, მაგ: ხორცში. თანამედროვე ადამიანის რაციონში ცხიმის დეფიციტი შეიმჩნევა, ამიტომ სალათებს დაამატეთ არარაფინირებული მცენარეული ზეთი, ნიგოზი, Continue reading “ჯანმრთელი კვება სილამაზის საწინდარია” »

სრულად ნახვა

გახდომა სწრაფად და… იაფად

 

გპირდებიან: 7 კილოგრამამდე დაკლებას ორ კვირაში. ამ დიეტას იცავენ ჯენიფერ ანისტონი და ვიქტორია ბექჰემი.

აღწერა: დასაშვებია ხორცი, თევზი, ზღვის პროდუქტები, კვერცხი, რძის პროდუქტები და მწვანე სალათა. საერთო კალორიულობა არაუმეტეს 1000 კკალორიისა დღე-ღამეში.

პირველი დღე – საუზმე: შავი ყავა; სადილი: 2 მოხარშული მთლიანი კვერცხი. ქორფა კომბოსტოს სალათა მცენარეული ზეთით, 1 ჭიქა პომიდვრის წვენი ან 1 პომიდორი; ვახშამი: მოხარშული თევზი, ქორფა კომბოსტოს სალათა მცენარეული ზეთით.

მეორე დღე – საუზმე: შავი ყავა და ორცხობილა; სადილი: მოხარშული ან შემწვარი თევზი, ქორფა კომბოსტოს სალათა მცენარეული ზეთით; ვახშამი: 200 გრამი მოხარშული ძროხის ხორცი, ჭიქა კეფირი.

მესამე დღე – საუზმე: შავი ყავა; სადილი: 1 მოხარშული კვერცხი, მოხარშული სამი დიდი სტაფილო მცენარეული ზეთით, ვახშამი: ვაშლები. Continue reading “გახდომა სწრაფად და… იაფად” »

სრულად ნახვა

ჯანმრთელობა სისუფთავით იწყება!

ზოგადი ჰიგიენა. ჰიგიენა და სისუფთავე ცივილიზაციის განუყოფელი ნაწილი და ჯანმრთელობის შენარჩუნების ძირითადი წინაპირობაა. ჰიგიენის ნორმების დაცვა თავიდან აცილებს ადამიანს მრავალ დაავადებას. სამედიცინო გამოკვლევები ადასტურებს, რომ ჰიგიენის პირობების დარღვევა არის მრავალი დაავადების გამომწვევი მიზეზი. ხელის დაბანის მნიშვნელობა. ხელის დაბანა არის მარტივი საშუალება...

სრულად ნახვა