sugar-230x300

ტკბილეულის მოყვარულებს ხშირად „მშრალ ალკოჰოლიკებადაც“ მოიხსენიებენ.

sugar-230x300

ის ბავშვები, ვინც ნახშირწყლებს არ ღებულობს ბუნებრივი ფორმით (ხილი, ჩირი, ტკბილი ბოსტნეული, თხილეული, მზესუმზირა, თაფლი) და აქვს ლტოლვა კანფეტების, შოკოლადის, ნაყინის და მსგავსი საკონდიტრო ტკბილეულის მიმართ, თანდათან ეჩვევიან შაქრის ამ მავნე შემცვლელებს. არსებობს მოსაზრება, რომ ასეთ ბავშვებს  მოზარდობის ასაკში, ადვილად უვითარდებათ მიდრეკილება ალკოჰოლური სასმელების მიმართ.

განსაკუთრებით მავნეა ის პროდუქტები, რომლებიც ერთდროულად შეიცავს ცხიმებს და შაქარს, მაგალითად, ფხვიერი ცომის ნამცხვრები. შაქარი მიმზიდველი „საწვავია“ ორგანიზმისთვის, ამიტომ სანამ შაქარი კვებავს ორგანიზმს ენერგიით, ცხიმები მშვიდად ლაგდება თეძოებზე, მუცელზე და სხვა პრობლემურ ადგილებზე. მოუხმარებელი, ჭარბად მიღებული შაქარი (ანუ ნახშირწყლები) კი ფერმენტაციის გზით ცხიმად გადაიქცევა და ისიც ორგანიზმში ინახება.

ტკბილეულს “მსუბუქ ნარკოტიკებსაც” უწოდებენ, რადგან ისინიც მიჩვევას იწვევენ. მათგან ზოგიერთი, მაგალითად შოკოლადი, ენდორფინების მოზღვავებას იწვევს და ამით მსუბუქი ბედნიერების შეგრძნებას ქმნის. აი ამიტომ უჭირთ ტკბილეულის მოყვარულებს უარის თქმა ამ ცდუნებაზე.

როგორც დასაწყისში ვთქვით, შაქარი აუცილებელია ორგანიზმისათვის და უარს ვერ ვიტყვით. ოღონდ არჩევანი ბუნებრივი შაქრის ფორმაზე უნდა გავაკეთოთ – ხილი, ბოსტნეული, ჩირი, თაფლი, თხილეული, რომლებიც ორგანიზმს არ ავნებენ. თუმცა ზომიერება რა თქმა უნდა აქაც უნდა დავიცვათ.

Leave a Reply