e183a2e18399e18391e18398e1839ae18398-e183a9e18390e18398-298x300

„შაქარი – ტკბილი სიკვდილია!“

ტკბილი-ჩაი-298x300

რატომ დაიმსახურა ამ გემრიელმა პროდუქტმა ასეთი მკაცრი შეფასება?

შაქარი ერთის მხრივ საკმაოდ მნიშვნელოვანი პროდუქტია, მიეკუთვნება ნახშირწყლებს, რომელიც აუცილებელია ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლის პროცესის ფუნქციონირებისათვის, მაგრამ მეორე მხრივ შეუძლია საკმაოდ დიდი ზიანი მიაყენოს ჩვენს ჯანმრთელობას და მისი ჭარბი რაოდენობა ორგანიზმში ცხიმების დაგროვების მიზეზად იქცეს.

ამიტომ საჭიროა დასაწყისშივე განვასხვავოთ რაფინირებული გადამუშვებული თეთრი შაქარი და შაქარი ბუნებრივი ნატურალური ფორმით, რომლიც მოიპოვება ხილში, ბოსტნეულში, თაფლში.

ჩვენი ჯანმრთელობისთვის სახიფათო სწორედ რაფინირებული დამუშავებული შაქარია, რომელსაც ყოველდღიურად მოვიხმართ – ჩაის და ყავის სმისას, მისით უხვად გაჯერებულია სხვადასხვა ტკბილი გაზირებული წყლები, ლიმონათები, კოკა-კოლა და მისი მსგავსი სასმელები, იგივე ითქმის ვითომ ნატურალურად წოდებულ ქარხნულ წვენებზე,  შაქარი უხვადაა საკონდიტრო ნაწარმში, ტორტებში, ნამცხვრებში, ფერად-ფერადი კანფეტებში და საღეჭი რეზინებში.

სხვათა შორის ერთ-ერთ საიტზე ძალიან საინტერესო სტატიას წავაწყდი, სადაც აღფრთოვანებულები წერდნენ, რომ შაქრის კვლევის საერთაშორისო ასოციაციამ (თურმე ასეთიც არსებობს) დაადგინა, რომ შაქარი სულაც არ ყოფილა ჯანმრთელობისათვის სახიფათო. არგუმენტის სახით კითხულობდნენ, იცით თუ არა რატომაა ასე ტკბილი საზამთრო ან სტაფილო? – ის შაქარს შეიცავს! სამწუხაროდ აღფრთოვანებულ ავტორს, არ დაუზუსტებია, რომ ხსენებული საზამთრო შეიცავს ადვილად ათვისებად შაქარს  (გლუკოზა, ფრუქტოზა, სახაროზა) და არა რაფინირებულს. დამწიფების პროცესში საზამთროში ჭარბობს ფრუქტოზა და გლუკოზა, ხოლო შენახვის პროცესში კი იზრდება სახაროზის წილი. ამ ტიპის შაქარი არაა საშიში ჯანმრთელობისათვის, ის ბუნებრივი წარმოშობისაა, მიუხედავად იმისა, რომ ჭარბი რაოდენობით შეიძლება წონის მატების მიზეზიც გახდეს. რასაც ვერ ვიტყვით რაფინირებულ შაქარზე. აღნიშნულ საიტს რაც შეეხება … მას შემდეგ რაც შევამჩნიე, რომ თურმე საკონდიტრო ნაწარმის რეცეპტების გვერდზე მოვხვედრილვარ, სტატიის დანიშნულების მიზეზი ნათელი გახდა.

Leave a Reply