san

რატომ არის მავნებელი შაქარი?

100გრ. შაქარი 387 კკალორიაა. მისი 99,9% ნახშირწყლებია.

თეთრ რაფინირებულ შაქარს „ცარიელ ნახშირწყლებს“ უწოდებენ, რადგან გადამუშავების და რაფინირების პროცესში იკარგება ყველა სასარგებლო მინერალური ნივთიერებები და მიკროელემენტები, რაც ჩვენს ორგანიზმს სჭირდება. ამგვარად, იქმნება ძირითადი მინერალური მარილების დეფიციტი და ამინომჟავების დისბალანსი საკვებ რაციონში. ამას მივყევართ კალცის და სხვა მიკროელემენტების ბალანსის დარღვევამდე, რომელთა გარეშეც არ ხდება ვიტამინების ათვისება და ეს იწვევს ნივთიერებათა ცვლის ზოგად დარღვევას. აქედან მოდის – სიმსუქნე, დიაბეტი და სხვა არანაკლებ სერიოზული დაავადებები.

რაფინირებული შაქრის ათვისებაზე იხარჯება დიდი რაოდენობით კალცი და B ჯგუფის ვიტამინები, ამ უკანასკნელის დეფიციტი კი სხვადასხვა ნერვული დაავადებების მიზეზი ხდება.

რაფინირებული შაქარი  უცხოა ჩვენი ორგანიზმისთვის. მისი მასიური მოხმარება მე-20 საუკუნის მეორე მეოთხედიდან ინდუსტრიალური რევოლუციის შედეგად შემოვიდა.

ბევრი დაავადება, რომელიც დღეს ასე ხშირად გვხვდება, 200 წლის წინ პრაქტიკულად უცნობი იყო. 1912 წელს ამერიკის სამედიცინო ასოციაციის ჟურნალში მოყვანილი მონაცემებით, გულ-სისხლძარღვთა დაავადებები იმდენად იშვიათი მოვლენა იყო, რომ მათ ფაქტიურად არც შეისწავლიდნენ. გამოკვლევები 1912 წელს დაიწყო და მაშინაც ეს დაავადებები არ იყო ფართოდ გავრცელებული.

მაშ რა შეიცვალა ასე რადიკალურად იმ პერიოდის მერე?

უნდა აღინიშნოს, რომ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ცვლილება (სხვა რამდენიმე ფაქტორთან ერთად) ეს კვების რაციონის ცვლილებაა, კონკრეტულად კი შაქრის მოხმარების ზრდაა. სტატისტიკის მიხედვით მე-18 საუკუნის ბოლოს შაქრის წლიური მოხმარება ერთ ადამიანზე 20 ფუნტზე ნაკლებს შეადგენდა, მე-19 საუკუნის ბოლოს 63 ფუნტს, ხოლო დღესდღეისობით, ანუ დაახლოებით 100 წლის შემდეგ – 152 ფუნტს!

მეცნიერების უკანასკნელი კვლევები ადასტურებს იმ ფაქტის, რომ არცერთი პროდუქტი ისე არ უწყობს ხელს ავადმყოფობის განვითარებას და ორგანიზმის დაბერების პროცესს ხელს, როგორც შაქარი. შაქარი და მისი დიდი რაოდენობით შემცველი პროდუქტები, სულაც არაა ის „ენერგეტიკული ბომბი“, რასაც მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში გასული ათასგვარი რეკლამის საშუალებით გვარწმუნებენ. ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში აგორებულმა კამპანიამ და ცხიმების ჭარბწონიანობის მთავარ მიზეზად გამოცხადება, ფაქტიურად დაჩრდილა შაქრის მავნებლობის პრობლემა.

სამედიცინო ლიტერატურა მოწმობს, რომ არსებობს 60 დაავადებაზე მეტი, რომელიც ასე თუ ისე დაკავშირებულია შაქრის გამოყენებასთან. ამ დაავადებების სიას მიეკუთვნება კიბო, ასთმა, ალერგია, დიაბეტი, გულ-სისხლძარღვთა და სხვა დაავადებები.

Leave a Reply