1308553384-64-300x200

სირბილი ჯამრთელობაა…

„თუ გსურს იყო ძლიერი – ირბინე, გსურს იყო ლამაზი – ირბინე, გსურს იყო ჭკვიანი – ირბინე“. – ეს სიტყვები ელადაში ორი ათასი წლის წინ უზარმაზარ ქვაზე ამოტვიფრეს.

სირბილი მართლაც უნიკალური და შეუცვლელი საშუალებაა, რათა მუდამ იყოთ საუკეთესო ფორმაში და გქონდეთ ამაღლებული განწყობა. როგორც გამოიკვლიეს 15 წუთიანი სირბილი გაცილებით კარგად ხსნის დაძაბულობას, ვიდრე ანტიდეპრესანტები. სირბილის და ფიზიკური დატვირთვების შედეგად ადამიანს ეცვლება საკუთარი თავის მიმართ დამოკიდებულება, უჩნდება საკუთარი შესაძლებლობის მიმართ რწმენა. გარდა ამისა, ის ვინც რეგულარულად დაკავებულია სირბილით, ცხოვრების მიმართ პოზიტიური დამოკიდებულებით გამოირჩევა. ცნობილი გახდა, რომ 30 წუთიანი (ან მეტი) გარბენის შემდეგ ჩნდება ბედნიერების შეგრძნება (ეიფორია), რაც ჰიპოფიზის გაძლიერებული მუშაობის შედეგია, რომელიც ბედნიერების ჰორმონებად წოდებულ ენდორფინებს გამოიმუშავებს. თანაბარი დოზების შემთხვევაში ისინი მორფინზე 200-ჯერ უფრო ეფექტურია! ენდორფინები ნეტარების ბუნებრივ შეგრძნებას იწვევენ, აქვთ ტკვილიგამაყუჩებელი ეფექტი და მათი მოქმედება 0,5-1 საათის მანძილზე გრძელდება. ამგვარად, სირბილი არაჩვეულებრივი საშუალებაა დეპრესიასთან საბრძოლველად და ფსიქიკური პოტენციალის გასაზრდელად. გარდა ამისა, ამაგრებს გულს, აუმჯობესებს ფილტვების მუშაობას, ზრდის კუნთოვან მასას და კარგად წვავს ცხიმს.
სირბილის მოყვარულებს ვარჯიშის შემდეგ საკმაოდ კარგად ეხსნებათ გონება. გონებრივი და ფიზიკური დატვირთვების მონაცვლეობა კარგად აისახება შრომისუნარიანობაზე და საზრიანობაზე. ამასთან, სპორტის მოყვარულებით გაცილებით განტვირთული არიან უარყოფითი ენერგიისაგან და დაძაბულობისაგან, ამიტომ გონებრივ დატვირთვებს საკმაოდ ადვილად და სწრაფად უმკლავდებიან.

Leave a Reply