ss

როგორი წყალი დავლიოთ?

drink-300x177ყველაზე საუკეთესო ბუნებრივი წყალია. თუმცა სანამ ასეთი წყლის სმაზე გადახვალთ, ჯერ მისი ხარისხი უნდა განსაზღვროთ. ყველაზე კარგია თუ გაფილტრავთ.

თუ წყლის ხარისხში დარწმუნებული არ ხართ, უნდა აადუღოთ ის, გააგრილოთ და დაასხათ მჟავე კენკროვანებს – შტოში, მოცვი, ქაცვი, ვაშლის კანს ან შუაგულს. მას შემდეგ რაც წყალი ცოტა დადგება, მისი სმა უკვე შეგიძლიათ.

ძალიან სასარგებლოა წყლის ნაცვლად ჟოლოს, ასკილის, შავი მოცხარის, ხურმის ფოთლების ნაყენის სმა. ამ ნაყენს ჩაის მსგავსად ამზადებენ: 1 ჩაის კოვზი ფოთლები 1 ჭიქა ადუღებულ წყალზე. 6 წუთით აყენებენ და სვავენ დღეში 2,5-3 ლიტრს. ზამთარში ეს სასიცოცხლოდ აუცილებელი მიკროელემენტების და ვიტამინების რესურსია. უბრალოდ ადუღებული წყალი მკვდარია, მასში არაა ენზიმები (ფერმენტები), ხოლო მინერალური მიკროელემენტები სახეშეცვლილია. ამიტომ რეკომენდირებულია წყლის გამწმენდი ფილტრების ყიდვა, თუ არ არის ფილტრი, მაშინ შეიძლება 1 ჭიქა აუდუღებელ წყალზე 1 წვეთი იოდის ან 1 ჩაის კოვზი ვაშლის ძმრის ან ლიმონის (შეიძლება თაფლთან ერთადაც) დამატება. არცერთი მიკროორგანიზმი არ ცხოვრობს მჟავე გარემოში.

იმ რაიონებში, სადაც ნიადაგი მაგნიუმითაა მდიდარი, ადამიანები მაგნიუმის შემცველ წყალს სვავენ და იყენებენ ამ ნიადაგზე გამოზრდილ ხილს და ბოსტნეულს, რის გამოც ნაკლებია კიბოს დაავადებები. მაგნიუმი ამცირებს კიბოს წარმოშობის რისკს. გარდა ამისა, მაგნიუმი კარგ გავლენას ახდენს ნერვულ, კუნთების, ენდოკრინულ, სისხლძარღვთა და ორგანიზმის სხვა სისტემებზე.

წყლის დალევა უმჯობესია დილით ადგომისთანავე. ჯერ გამოივლეთ ყელი (უკეთესია ვაშლის ძმრიანი წყლის გამოყენება), შემდეგ ენა გაიწმინდეთ თეთრი ნადებისაგან ჩაის კოვზის პირით, კბილები კარგად გამოივლეთ მტკნარი წყლით და შემდეგ დალიეთ დამდგარი წყალი. წყლის რაოდენობა ადამიანის კონსტიტუციაზეა დამოკიდებული. ვისაც გულის და ღვიძლის დაავადებები აწუხებს უმჯობესია თუ წყალს არა ერთბაშად, არამედ ცოტ-ცოტას დალევს. თუ ადამიანი მკვრივი აგებულებისაა, აქტიური ცხოვრების რიტმი აქვს და მიჩვეულია დღეში 2-3 ლიტრი წყლის სმას, მას შეუძლია თავისუფლად დალიოს რამდენიც მოესურვება.

თუ ადამიანი წყალს უშუალოდ ძილის წინ სვავს, ის არამარტო ღამე ხშირად გაიღვიძებს, არამედ ღვიძლის და თირკმელების დაავადებების რისკსაც ზრდის.

სასარგებლოა წყლის დალევა ცხელი აბაზანის მიღების შემდეგ მაშინვე, რადგან ეს ორგანიზმის ნარჩენებისაგან გაწმენდას უწყობს ხელს.

Leave a Reply