იწვევს თუ არა „დიროლი“ სიკვდილს?

bfi1347444768aრეკლამების მიხედვით „სტომატოლოგები ურჩევენ“ ადამიანებს სასწაულმოქმედ ჯადოსნურ საღეჭ რეზინს „დიროლს“, კარიესის მოსაშორებლად. მაგრამ თქვენს პირის ღრუში სულაც არ მუშაობენ თეთრ ხალათში გამოწყობილი ლამაზი გოგონები. სპეციალისტების დასკვნების მიხედვით, საღეჭი რეზინის შემადგენლობა ძირითადათ მიღებულია ქიმიური გზით. მაგალითად, თუ შენიშნავთ საღეჭი რეზინის შეფუთვაზე შემადგენლობის ჩამონათვალში ნივთიერებას, რომელიც აღნიშნულია შემდეგნაირად Е171- ე.წ. ტიტანის მათეთრებელი, მაშინ ისიც უნდა იცოდეთ, რომ ეს საღებავი ღვიძლისა და თირკმელების დაავადებებს იწვევს. ცნობილია, რომ ადამიანის ყოველდღიურ რაციონში შაქრის დიდი რაოდენობა დიაბეტს, ათეროსკლეროზს, სიმსუქნეს იწვევს. ამიტომ გაჩნდა ე.წ. შაქრის შემცვლელები, რომლებიც თითქმის არ შეიცავენ კალორიებს. ხშირ შემთხვევაში ეს შემცვლელები ქიმიური სინთეზის გზით არის მიღებული, რაც ჯანმრთელობისთვის მავნებელია. დამტკბობი ნივთიერება, იგივე ასპარტამი (Е951) – ერთ-ერთი ძირითადი შემადგენელი ნაწილია საღეჭი რეზინა „დიროლის“, რომელიც თურმე მავნე ფუნქციას უფრო ასრულებს, ვიდრე დამხმარეს. რაც უფრო დიდხანს ღეჭავთ, ანუ რაც უფრო ხშირად აქვს საღეჭ რეზინს კბილებთან კონტაქტი, მით უფრო დიდია რისკი კარიესის გაჩენისა. ამ შემთხვევაში კი ე. წ. „დიროლს“კონკურენტი აღარ ჰყავს. გარდა კარიესისა, ასპარტამის მომხმარებლებს თავის ტკივილი, დეპრესია, უძილობა და შიმშილის გრძნობა შეაწუხებთ. „დიროლის“ საღეჭი რეზინი ასევე შეიცავს ნივთიერებას, რომლის აღმნიშვნელი ნიშანია Е414, იგი კუჭ-ნაწლავის დაავადებებს იწვევს. „დრონი.ჯი-მ“„დიროლის“ შესახებ მოპოვებული სავალალო შედეგების შესახებ ისაუბრა. თემა საზოგადოებრივმა მაუწყებელმა და „რეალ-ტივიმაც“ აიტაცა. როგორც მკითხველს დავპირდით, თემაზე საუბარს და ცოტა არ იყოს უცნაურად გვეჩვენება „დიროლის“ სათაო ოფისის¬მხრიდან საქართველოს „ფეხებზე დაკიდება“. როგორც ჩანს „დიროლის“ მამებს თვალში ვეპატარავებით, თორემ სხვა შემთხვევაში, მსგავსი განგაში რომ ევროპის სხვა ქვეყანაში ამტყდარიყო, „დიროლი“ ჩირგვებში არ ჩაჯდებოდა და პასუხს გასცემდა დასმულ კითხვებს.
„დრონი.ჯი“ კვლავ დაუკავშირდა „დიროლის“ წარმომადგენლობას თბილისში. ვიფიქრეთ, „დიროლის“ წარმომადგენლები ამჯერად მაინც გასცემდნენ პასუხს ჩვენს კითხვებს: თუ როგორ აისახება საღეჭი რეზინის შემადგენლობაში არსებული ასპარტამის (Е951), Е171- ე.წ. ტიტანის მათეთრებელის და Е414, არსებობა ადამიანთა ჯანმრთელობაზე და რამდენად მართებულია აღნიშნული პროდუქცია ასეთი სახით და თან რამდენად გასაკვირიც არ უნდა იყოს 2 წლიანი ვადით იყიდებოდეს. მითუმეტეს როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, მედიკოსთა განმარტებით, „დიროლის“ შემცველი ნივთიერებები ღვიძლისა და თირკმელების დაავადებებს, დიაბეტს, ათეროსკლეროზს, კარიესს და კუჭ-ნაწლავის დაავადებებს იწვევს.

Leave a Reply