ყავა – სტიმულატორი

64cb67c84f635ceb6a4e3f3c31279e67ყვართ ყავა? რა თქმა უნდა! რატომ? იმიტომ, რომ სასიამოვნო სასმელია, სურნელიც მხიბლავს და ყავის შემდეგ, თავს გაცილებით უკეთ ვგრძნობ. ალბათ ისიც გაინტერესებთ, ყავა სასარგებლოა თუ არა.

ჰარვარდის უნივერსიტეტის სპეციალისტებმა გამოკვლევის შედეგად დაადგინეს, რომ ყავის რეგულარული მიღება მნიშვნელოვნად აქვეითებს: დიაბეტის, პარკინსონის, ნაწლავების კიბოს, ღვიძლის ციროზისა და ნაღველ-კენჭოვან დაავადებათა წარმოქმნის რისკს.

თამბაქოს მოყვარულები, ვინც ყავას დიდი რაოდენობით სვამს, გულ-სისხლძარღვის დაავადებითა და ღვიძლის დაშლით ნაკლებად ავადდებიან.

ყავის დალევის შედეგად ხდება ნერვული სისტემის სტიმულაცია და ინტელექტუალური აქტივობის ამაღლება.
დიეტოლოგმა სარა შენკერმა განაცხადა: ყავის ზომიერი მიღება, დაბალანსებული დიეტის პირობებში, სასარგებლოა ორგანიზმისთვის.

Leave a Reply