ყველაზე უცნაური დანაშაულები და დამნაშავეები

მე პირველი მომეწონა 😀

 

ახალგაზრდა კაცი შეიჭრა მაღაზიაში იარაღით და გამყიდველს სალაროდან ფულის ჩანთაში ჩაყრა მოსთხოვა.მას შემდეგ,რაც მთელი ფული ჩანთაში მოათავსა,თვალი მოკრა ვისკის დიდ ბითლს და გამყიდველს მისი ჩანთაში ჩადებაც უბრძანა.გამყიდველმა პირადობის მოწმობა მოსთხოვა,რადგან ეჭვობდა რომ დამნაშავე 21 წლის არ იყო,რაზეც უარი არ მიუღია.მას შემდეგ რაც შეისწავლა თავდამსხმელის პირადობა,ვისკი ჩანთაში ჩაუდო.უიღბლო დამნაშავე 2 საათში აიყვანეს.

2.ქალმა პოლიციაში განაცხადი შეიტანა მანქანის გატაცებასთან დაკავშირებით,ამასთან ერთად დაამატა რომ მანქანაში ტელეფონიც ჰქონდა დარჩენილი.პოლიციელმა მობილურზე დარეკა და გამტაცებელს უთხრა,რომ გაზეთში წაიკითხა განცხხადება მანქანის შესახებ და უნდოდა მისი შეძენა.დაუთქვა შეხვედრა,შეხვდა,დაიჭირა,გაასამართლა და ციხეში ჩასვა.

3.ინგლისელი მძღოლი მოძრაობის წესების დარღვევისას კამერამ დააფიქსირა და სახლში ფოსტით მიუვიდა 40 ფუნტი ჯარიმის გადასახდელი ქვითარი და მანქანის სურათი დარღვევის მომენტში.იმის მაგივრად,რომ გადაეხადა,მან პოლიციაში გააგზავნა 40 ფუნტიანი კუპიურის სურათი.ცოტა ხნის შემდეგ კიდევ მოუვიდა ფოსტით სურათი,სადაც ბორკილები ეხატა..ამ სურათის ავტორისეული ძალა იმდენად ძლიერი ღმოჩნდა,რომ გაორმაგებული ჯარიმა იმ დღესვე იქნა გადახდილი.

4.მიჩიგანის სასამართლოში ბრალდებულმა კრისტოფერ იენსენმა,რომელსაც ნარკოტიკების შენახვისთვის ედებოდა ბრალი,განაცხადა რომ ის ორდერი გარეშე გაჩხრიკეს.პროკურორმა განაცხადა,რომ იმ მომენტში იენსენის მოსასხამი საეჭვოდ გამოიყურებოდა და პოლიციელებს ეჭვი გაუჩნდათ,რომ მოსასხამის ქვეშ იარაღი იმალებოდა.ამ შემთხვევეაში ორდერი არაა საჭირო.”სრული იდიოტობაა”,თქვა იენსენმა.მე იგივე მოსასხამი მაცვია და სად შეიძლებოდა იარაღის დამალვა? ამ სიტყვებთან ერთად მოსასხამი გაიხადა და მოსამართლეს გაუწოდა,რომელმაც მოსასხამის შიგნით კონიაკის შეკვრა აღმოაჩინა.გამოცხადდა შესვენება.რადგან მოსამართლე ხუთიოდე წუთის განმავლობაში სიცილისგან თავის შეკავებას ვერ ახერხებდა.

5.მოსეირნე ახალგაზრდა ბიჭი დაინტერესდა პოლიციელების ახალი კომპიუტერით რომელიც დამონტაჟებული იყო მანქანაში და თხოვა ეჩვენებინა,როგორ მუშაობდა.პოლიციელმა პირადობის მონაცემები გამოართვა და შეიყვანა კომპიუტერში,აღმოჩნდა,რომ ინტერესიანი ახალგაზრდა შეიარაღებული ძარცვისთვის იძებნებოდა.

6.ორი შეიარაღებული პიროვნება შეიჭრა მუსიკალურ მაღაზიაში იარაღის აქეთ-იქით ქნევით.ერთ-ერთმა დაიყვირა “არავინ გაინძრეს თორემ ვესვრი” როცა მისი მეგობარი სალაროსკენ დაიძრა,მან თავისი სიტყვა შეასრულა და დაჭრა.

Leave a Reply