წყლის როლი ორგანიზმში..

lemon-water04-225x300ადამიანის ორგანიზმში მუდამ მიმდინარეობს ნივთიერებათა ცვლის პროცესი. ამავდროულად წყალი გამოდის ორგანიზმიდან:

–         ფილტვებიდან ორთქლის სახით – 600გრ. დღეღამეში;

–         ოფლის სახით გამოიყოფა სხეულის ზედაპირზე მდებარე 3 მილიონი ფორიდან – 600გრ.

–         შარდმდენი ორგანოებიდან – 1300-1500გრ.

–         სწორი ნაწლავიდან – 1100გრ.

წყლის ნორმა 3500გრ.-ია დღეღამეში. რა თქმა უნდა ყველა ადამიანს ეს რაოდენობა ინდივიდუალური აქვს, ამიტომ ნორმალური ნივთიერებათა ცვლის პროცესისათვის საჭიროა იმ რაოდენობის სითხის მიღება, რამდენიც გამოიყოფა ორგანიზმიდან. დაიმახსოვრეთ: ის ვინც არ სვავს წყალს, საშუალებას აძლევს გადამუშავებულ ნარჩენებს უჯრედებში და სისხლძარღვებში დაგროვდეს, აჩქარებს სხვადასხვა დაავადებების წარმოქმნას – ასეთია ცხოვრების კანონი.

წყალი ხელს უწყობს ორგანიზმის თვითგაწმენდას, არეგულირებს სხეულის ტემპერატურას გარემო ტემპერატურასთან შესაბამისობაში, აქტიურ როლს თამაშობს ცხიმების ცვლაში, გამოდევნის ცხიმს ოფლთან ერთად და ასეთი სახით ნივთიერებათა ცვლის მუდმივობას უზრუნველყოფს.

საკმარისი რაოდენობის წყლის სმა ამცირებს კუჭ-ნაწლავში ბაქტერიების რაოდენობას. ნივთიერებათა ცვლის შედეგად ორგანიზმში დიდი რაოდენობით მავნე ნივთიერებები წარმოიქმნება. წყლის გარეშე საჭმლის მომნელებელი სისტემა შეიწოვს ამ მავნე ნივთიერებებს. რათა არ მოხდეს ორგანიზმის მოწამვლა, ხდება სისხლძარღვების შევიწროვება, რის გამოც მაღლა იწევს წნევა. ეს დაავადება არ არის, როგორც ჩვეულებრივ თვლიან, არამედ ბუნების მკურნალი ძალების მუშაობაა. ამიტომ წამლების მიღების ნაცვლად, წნევის აწევის დროს, უმჯობესია კუჭ-ნაწლავის გაწმენდა ან 2-3 დღიან შიმშილზე გადასვლა, მაგრამ თან აუცილებელია წყლის სმა!

Leave a Reply